ჩატვირთვა..

 Teiwaz (t) ტეივაზ



ტეივაზი არის ღმერთი ტიური - მეომრების ღმერთი ასების ოჯახიდან. ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ ადრე ის პანთეონის თავში იდგა, მაგრამ მოგვიანებით ეს ადგილი მან ოდინს დაუთმო. იმ პერიოდში ტიური ასევე სამართლიანობის (მართლმსაჯულების) მფარველი იყო, თუმცა მოვლენებიდან გამომდინარე ან ღმერთების გადაწყვეტილებით მან მსხვერპლად გაიღო მარჯვენა ხელი (მარჯვენა ითვლებოდა სიმართლედ, სამართლიანობად, კანონად, მართლმსაჯულებად), შესაბამისად თავისი პოზიციაც, როგორც სამართლის აღმსრულებლის. ის ჩაანაცვლა ფორსეტიმ, ტინგის ხელმძღვანელმა (ტინგი - ძვ. სკანდინავიური კრება, სადაც მართლმსაჯულების უფლებამოსილებით სარგებლობდნენ, ასევე ირჩევდნენ მმართველებს და მეფეებს), ტიური კი მსხვერპლების მფარველი გახდა.


აღწერა



ტიურის როლის შეცვლის მიუხედავად, ის პირველ რიგში მაინც მეომარია და მეომრებს მფარველობს. უფრო გლობალურად ტეივაზი მამაკაცურ საწყისს აღნიშნავს. ეს არის სიმამაცე, ლიდერობისკენ სწრაფვა, ძალა, ოჯახის დაცვა და მისი უზრუნველყოფა. როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, ტიური ასევე მფარველობს მსხვერპლებს და ზოგადად თავგანწირვას, თვითშეწირვას (მსხვერპლის გაღებას). ვინც კარგად იცნობს „უფროს ედას“, ამ სიტყვებზე პირველ რიგში ოდინი და მისგან გაღებული მსხვერპლი გაახსენდება. მაგრამ არ ღირს მისტიური გამოცდილებისთვის გაღებული ოდინის რიტუალური მსხვერპლის შედარება ტიურის მსხვერპლთან, ვინაიდან პირველ შემთხვევაში მსხვერპლი გაიცა „საკუთარ თავზე“, უფრო სწორად თავისივე ღვთიურ საწყისზე, ხოლო მეორე შემთხვევაში კი ტიურმა ეს ბევრის სიცოცხლის გადასარჩენად გააკეთა.


მანტიკური და მაგიური მნიშვნელობები



მანტიკაში ტეივაზი შეიძლება ნიშნავდეს ვიღაცის (ან რაღაცის) მკვეთრად გამოხატულ მამაკაცურ ხასიათს, ან პირდაპირი გაგებით მამაკაცს, ან კიდევ მამაკაცურ საქმეს. ის ასევე შეიძლება ნიშნავდეს მსხვერპლის გაღების აუცილებლობას საერთო კეთილდღეობისთვის ან რაღაც კონკრეტული მიზნის მისაღწევად.

მაგიაში გამოიყენება სამხედრო (საომარ) საქმეში დახმარების მისაღებად, წინააღმდეგობების დაძლევაში და გამარჯვების მოპოვებაში. ასევე მსხვერპლის დასაფიქსირებლად. მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ ომში გამარჯვება არ მოიაზრებს მაინც და მაინც დიდ დიპლომატიურობას და პოლიტიკურ ნაბიჯებს (პრინციპი; მიზანი ამართლებს საშუალებას).

Сначала зайдите на смотреть фильмы, а потом обязательно зайдите посмотрите фильмы онлайн это стоит того