ჩატვირთვა..

ციცერონის გლიფები

ავტორი: Amateo
  • 1 388


ციცერონის გლიფები
(ამოღებულია კვიპრიანე კართაგენელის ხელნაწერებიდან)კვიპრიანე კართაგენელი  - ერთერთი ყველაზე ძველი ქრისტიანი ეპისკოპოსი. დაბადების ზუსტი დრო უცნობია, გარდაიცვალა ჩ.წ. 258 წელს, აღიზარდა წარმართულ გარემოში. იქამდე, სანამ ქრისტიანულ წრეში მოხვდებოდა, ძალიან წარმატებული იურისტი იყო. ქრისტიანობის მიღების შემდეგ აირჩიეს მღვლდელმთავრად და იურიდიულ დავებს ქრისტიანული ელფერი შესძინა. ბევრს საუბრობდა ერთიან ეკლესიაზე, დავობდა ერეტიკოსების და ქრისტიანების გარშემო, რომლებიც ზეწოლის და დევნის შედეგად რელიგიას უარყოფდნენ. საბოლოო ჯამში, ქრისტიანების დევნის დროს, კვიპრიანე სიკვდილით დასაჯეს. მაგრამ ეს ადამიანი საინტერესოა, არა მხოლოდ ქრისტიანული მოღვაწეობის გამო, არამედ მის ხელთ არსებული ხელნაწერების გამოც. კვიპრიანეს ხელნაწერებში ფიგურირებს ისეთი ალფავიტი, რომელსაც ჯერ კიდევ ციცერონი ფლობდა. როგორ აღმოჩნდა ეს ალფავიტი კვიპრიანის ხელში - ძნელი მისახვედრი არაა. იმ პერიოდში ყველა იურისტი გულმოდგინედ შეისწავლიდა ციცერონის ნაშრომებს, ამ მხრივ კვიპრიანე გამონაკლისი არ იყო. ნაკლებ სავარაუდოა, რომ თავად ციცერონს ამხელა მნიშვნელობა მიენიჭებინა ამ ალფავიტისთვის, ვინაიდან იმ პერიოდის ბევრ კულტს და სარწმუნოებას სიგიჟედ თვლიდა და რელიგიას მხოლოდ და მხოლოდ სოციალური ცხოვრების ნაწილად აღიქვამდა, რომელიც ამავე დროს სავსე იყო ბევრი უსარგებლო ცრურწმენით. მიუხედავად ამისა, ტრიტემიი მას სულ სხვა რაკურსით წარმოგვიდგენს, მათ შორის იმ ნიშნებსაც, რომელთაც ციცერონი იყენებდა, და რომელთაც თავის მხრივ მაგიური ალფავიტების სიას მიაკუთვნებდა. სწორედ ამ ნიშნების და ივრითის საფუძველზე შეიქმნა უამრავი პლანეტარული ბეჭედი, ხელმოწერა და სიგნატურა, რაც ასე თვალშისაცემად ჩანს ევროპულ ცერემონიალურ მაგიაში. კვიპრიანეს გლიფების რიგი მრავალშრიანია. მას აღქმის რამდენიმე დონე გააჩნია. ეს უძველესი სიმბოლოები უკავშირდება პლანეტებს. მაგრამ მათ მხოლოდ პლანეტარული ენერგიების მოსაზიდად არ იყენებდნენ, ისევე როგორც „ფეიას წითელი ღვინის“ რიგს კარლ დიდი დროს, რომელთა გამოყენებასაც ცოტა უფრო სხვა ფორმა მიეცა, ვიდრე ეს ჩაფიქრებული ჰქონდა მის შემქმნელს. ამ გლიფებს იყენებდნენ სოფისტები და ელადის ორატორები მნიშვნელოვანი გამოსვლების და დავების დროს. თითოეული მათგანი ორატორულ საქმეში შეიძლება  საიმედო დამხმარედ მოგვევლინოს.  


1 . Approbat - არწმუნებს, განაცხადებს. რწმუნება და მყარი პოზიცია, ხელშეუხებლობა. პოზიციას ამყარებს გარკვეულ საფეხურზე, ასე ვთქვათ, „სახურავს აფიქსირებს“. შეიძლება რაღაც საკითხის ამ საფეხურზე აყვანა და იქ დატოვება, მაგრამ მისი მინუსი ისაა, რომ ამ საფეხურის ზემოთ ვეღარ ავა, ბოლო წერტილია. იყენებდნენ რაღაც კონკრეტული იდეის, გადაწყვეტილების ან შეხედულების დასაფიქსირებლად, კანონების გასატანად და მასში შესწორებების შესატანად. მოკლედ, ეს არის გარკვეული დონის, წერტილის ფიქსატორი.

2 . Comprobat - ამტკიცებს. სწრაფმავალი წინსვლა. ოპონენტების მკვეთრად და ბრწინვალე უპირატესობით უკან ჩამოტოვება.

3 . Improbus - თაღლითური. დაპყრობა, ხაფანგი. ეხმარება დემაგოგებს და სოფისტებს. ვერბალური ხაფანგების დაგება, ცბიერი სვლები და დემაგოგია.

4 . Probus - ვერტიკალი. განვითარებად პროცესში პოზიციის მოპოვება და გამყარება. შესაძლებელია პროცესის გადმოქაჩვა შენს მხარეს. ნებისმიერი დავის ან დებატების დროს მომენტალურად შეღწევა და ყურადღების გადმოზიდვა შენს მხარეს.

5 . Probitas - გულწრფელობა, პატიოსნება. ცბიერი, თავგზაამბნევი ლაპარაკის განეიტრალება, გარღვევა, „ფლუდის“ დაკეტვა, საუბრის საწყის თემასთან დაბრუნება.

6 . Improbitas - არაგულწრფელობა, უსინდისობა. მთავარი თემის გაუფასურება, სხვა თემებზე ყურადღების გადატანა, მთავარი თემიდან გადახვევა.

7 . Probabilis - სავარაუდო. ხელის მუხრუჭი, გაჩერება და ადგილზე გაყინვა. დისკუსიის ჩავარდნა, მსჯელობის შეწყვეტა.

8 . Reprobat - უარყოფს. ტრამპლინი, ერთგვარი სიჩქარის აკრეფა, რომელიც რაღაც პერიოდის მერე შენელდება. დავაში წინა პლანზე გამოსვლა, ყურადღების მიქცევა ნებისმიერ ფასად.

9 . Modus - რეჟიმი. დამიწება: ღრუბლებიდან ყველას მიწაზე დაშვება, დავის მატერიალური პრობლემებისკენ და არსისკენ შემოტრიალება.

10 . Modulus - მოდული. პროცესს ასწორებს დაბალ ზღვარზე, აბალანსებს, ხდის მას თანაბარს და თანმიმდევრულს. უხსნის აგრესიულ ფონს, აბალანსებს დისკურიას.  

11 . Modestus - თავმდაბალი. სიტუაციას ყირაზე აყენებს. სიმართლეებით და რწმუნებებით მანიპულაცია. შეხედულებების ჩანაცვლება და თანაგრძნობის გამოწვევა ვინმეს (ან რამის) მიმართ.

12 . Immodestus- არაკონტროლირებადი. ისეთი პროცესის წამოწყება, რომლის ჩახშობაც შეუძლებელია. საჭირო თემის განხილვის დაწყება და თემის ჩახშობის მცდელობის ხელის შეშლა.

13 . Modicus - გაწონასწორებული. ბალანსი საშუალო ზღვარზე. შესაძლებლობის მიცემა ყველამ გამოხატოს საკუთარი აზრი და თვითონაც მათ შორის, ცივილიზებული დისკუსიისთვის.

14 . Immodicus - გადაჭარბებული. ზრდის პროცესის ამპლიტუდას. დისკუსიაში ხმაურის, სკანდალის შეტანა, აგრესიული და ემოციური ფონის მომატება.

15 . Commudus - კომფორტული, მოხერხებული. სიტუაციას აბალანსებს მკაცრად მაღალ ზღვარზე. მსჯელობისთვის, რომელმაც ნაყოფი უნდა გამოიღოს, აიძულებს პრობლემის მოგვარებას, განხილვას და საბოლოოდ რაღაც გადაწყვეტილების მიღებას.

16 . Incomodus - მოუხერხებელი. კაუჭი - დამჭერი. ოპონენტის ანკესზე წამოგება, დალაგებული მსჯელობის შეწყვეტა.

17 . Accomodat - ადაპტირება. ენერგიის კონცენტრირება და მიზნისკენ მიმართვა. ეხმარება მსმენელამდე უნაკლოდ მიიტანოს საუბრის შინაარსი.

18 . Inmodum - უწესრიგო. რაღაცის დაჭერა (ჩაბღაუჭება) და მოწესრიგებული რეჟიმიდან გამოყვანა. რაღაც თემის დისკუსიიდან ამოგდება, მოშორება.

19 . Admodum - მეტისმეტი. გარკვეულ მატრიცაში რაღაცის ჩაშვება (ჩაღვრა).საჭირო იდეების და შეხედულებების რბილად და ძალდაუტანებლად შეტანა დისკუსიაში, ისე რომ მათზე გადართვა შეუმჩნეველი დარჩეს ყველასთვის.  

20 . Qneadmodu - შეფერხებები. დისკუსიის და მსჯელობის შეფერხება.

21 . Epistola - მოკლე შეტყობინება. ნაკადს შლის მცირე ნამცეცებად.  ოპონენტების არგუმენტებს ამსხვრევს  პატარა ნაწილებად, ანგრევს დახვეწილ მსჯელობას.

22 . Litera - ჩანაწერი. მაღალი სიხშირეები. გამომხატველი და ამაღლებული ორატორობა, ყველაზე კეთილშობილური მოტივებით.

23 . Literae - ჩანაწერები. საშუალო სიხშირეები. დახვეწილი მსჯელობისთვის ყოფით ან არც ისე მნიშვნელოვან თემებზე.

24 . Syllaba - დაბალი სიხშირეები. აგრესიული გამოსვლა, რისხვა, კონკურენტების მხილება, მსმენელში და მასაში შიშის ჩანერგვა.

25 . Tempus - დრო. დროის ათვლა. დისკუსიების და დავების დროის კონტროლი.

26 . Pertempus - დროული. საჭირო დროს გახსნა. შეხედულების დაფიქსირება (ჩანერგვა) სწორ მომენტში, დროულად.

27 . Pidetempus- პროცესის ჩაბრუნება დროის კვანძში. არ აგვერიოს ციკლურობაში. ეს არის განსახილვევლი თემის დროებით დაბრუნება იმ წერტილში, საიდანაც შესაძლებელია ამ თემის წარმატებულად დასრულება.  

28 . Temporalis- დროებითი. განსაზღვრულ დროს და განსაზღვრული პერიოდით დამუხრუჭება. მსჯელობის შეჩერება სასურველ ეტაპზე კონკრეტული

29 . Extpalis - ექსტრაპოლაცია. საჭირო მომენტში აფხიზლებს მსმენელებს და ოპონენტებს, აიძულებს გამოთქვან და გააჟღერონ საკუთარი მოსაზრება.

30 . Homo - ადამიანი. ათანაბრებს, ამაღლებს. მშვიდობიანი თანმიმდევრული საუბრისთვის, კინკლაობის და სკანდალის გარეშე.