ჩატვირთვა..

რა უნდა ვიცოდეთ ლიტერებზე

ავტორი: Amateo
  • 1 187


რა უნდა ვიცოდეთ ლიტერებზე:
 .....................................................
 ისლანდიურ გრაფიკულ ხელოვნებაში ბევრი მხოლოდ რუნებს მოიაზრებს, თითქოს მთელი ისლანდიური გრაფიკა ფუტარკზე იყოს ბაზირებული, მაგრამ რუნებამდე ბევრად ადრე ისლანდიელებს უამრავი საინტერესო ალფავიტი ჰქონდათ, და ფუტარკი მათ შორის მხოლოდ ერთერთია, თუმცა გამორჩეული, იმ მხრივ, რომ სხვა ალფავიტებისგან განსხვავებით, კონკრეტული მიმართულება არ გააჩნია. 
 სხვა ყველა ალფავიტს კი კონკრეტული დანიშნულება აქვს და მხოლოდ ერთ გარკვეულ სფეროს მოიცავს, მაგალითად: სამკურნალო, სასიყვარულო, წარმატების საქმიან სფეროში და ა.შ. აუცილებელია აღინიშნოს (ძალიან მნიშვნელოვანია ამის ცოდნა მათ გამოყენებამდე), რომ თითოეულ ალფავიტს თავისი კონკრეტული გააქტიურების და დეაქტივაციის მეთოდი აქვს. მათი გამოყენება შესაძლებელია, როგორც დამოუკიდებლად, ასევე სხვა ალფავიტებთან ერთად კომბინაციაშიც, მათ შორის ფუტარკთან, მაგრამ რუნებისგან შემდგარ კომბინაციაში თუ ვიყენებთ (ან სხვა ნებისმიერ ალფავიტთან), უნდა გავითვალისწინოთ ის მნიშვნელოვანი მომენტი, რომ მათი დეაქტივაცია არ ხდება მხოლოდ ამ ფორმულის დეაქტივაციით. თუ ფორმულაში გამოყენებულია კონკრეტული ლიტერების სიმბოლოები, უნდა ვიცოდეთ როგორ ხდება სწორედ ამ კონკრეტული ლიტერების დეაქტივაცია, შესაბამისად, ფორმულის დეაქტივაციის დროს ლიტერებისთვის დამატებით დაგვჭირდება სხვა, მისთვის განკუთვნილი მოქმედებების შესრულება. 
 რუნებს და ლიტერებს შორის სხვაობა, იგივეა რაც გალდორის და სეიტის პრაქტიკებს შორის სხვაობა. გალდორი, კონკრეტულად რუნული ოსტატია ("რუნული მასტერი"), ხოლო სეიტი სცდება გრაფიკულ ხელოვნებას და სხვა, უფრო ირაციონალურ და ბუნებასთან ახლოს მყოფ მეთოდებს იყენებს, მათ შორის ბალახებს, ესენციებს და სხვა უამრავ საშუალებას. მათთვის დამახასიათებელია კონკრეტული ქმედებები და რიტუალები ამ ყველაფრის შესრულების დროს. გარდა გრაფიკული ლიტერებისა, არსებობს ლიტერები, რომლის გააქტიურებაც მხოლოდ გარკვეული მოძრაობებით ხდება და არა ამ სიმბოლოს გამოსახვით. მათი დეაქტივაცია კი, უმეტეს შემთხვევაში, მხოლოდ კონკრეტული მოქმედებით უნდა მოხდეს, თუმცა ყველა რიგს თავისი საკუთარი აქვს და ერთის რიტუალი არ გამოდგება მეორისთვის. 
 ისლანდიურ შამანიზმში გალდორის უმაღლეს ოსტატად თავად ოდინი ითვლება, ხოლო სეიტის - ფრეია. ედებში ჩანს, რომ ოდინს თავად ფრეია ეხმარება, როგორ დაეუფლოს სეიტის პრაქტიკას და შამანიზმის ტექნიკებს. ოდინისთვის ეს იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ ამის გამო ბევრ ავატიურაზეც კი წავიდა. 
 მოკლედ, ლიტერები ძალიან განსხვავდება რუნებისგან და იმდენად მრავალფეროვანია მათი რიგები, რომ იგივე დამოკიდებულება ვერ გვექნება, როგორც რუნების მიმართ. გამომდინარე აქედან, სანამ ლიტერების გამოყენებას შეუდგებოდეთ, ჯერ მისი დეაქტივაციის მეთოდი უნდა გაიგოთ.
 .................................................................................................
 14 ყველაზე ცნობილი მაგიური ლიტერები ძველი ისლანდიელებისგან, რომლებიც «Hugrás»-ის ტრაქტატში (1627 წ.) შედიან:
 1. Þuss-rúnir - ტურსის რუნები
 2. Hjálm-rúnir - მუზარადის რუნები
 3. Kvista-letur - ტოტების ლიტერები
 4. Hnakk-rúnir - "ღუზა-რუნები"
 5. Þisku-rúnir - გერმანული რუნები
 6. Einhverfingar vinstri - მარცხენა სფერო (მხარე)
 7. Nauðar ætt öfug[t] - ნაუტიზის (საჭიროების) რუნები
 8. Mál-rúnir - მეტყველების რუნები
 9. Hál-deifur - პრივატული რუნები
 10. Helmur - "ჰელმიურ", ანუ მუზარადი (ასევე ნავის ნაირსახეობა)
 11. Mið-helmur - შუა "ჰელმიურ" (მდებარეობა იგულისხმება)
 12. Stafkærla-letur (Stafkarlaletur) - "მათხოვრის (მაწანწალის) ლიტერები
 13. Karlamagnúsar-letur - "კარლ დიდის ლიტერები"