Völvu rúnir - ვოლვას ლიტერები, დროზე მანიპულირება
ვინაიდან, კონკრეტული ლიტერების განეიტრალების მხოლოდ ერთადერთი კონკრეტული საშუალება არსებობს (ყველა რიგს თავისი), გთხოვთ გამოყენებამდე ბოლომდე და ყურადღებით წაიკითხოთ!
............................................................................................
Völvu rúnir - ვოლვას ლიტერები, დროზე მანიპულირება
............................................................................................
დროის და სიკვდილის ალფავიტი, მუშაობს ტონალზე - რომელიც ქმნის და მოქმედებაში მოჰყავს სავარაუდო შესაძლებლობები, ან უკვე მომხდარი მოვლენები და ასევე აღადგენს დროის ბუნებრივ, ჩვეულ რითმში სვლას.
(შენიშვ: ტონალი - აღქმის ის ნაწილი, რომლის გადმოცემა შესაძლებელია რაიმე ფორმის სახით, ნაგვალი - აღქმის ის ნაწილი, რომელიც ყველანაირი ახსნის მიღმა რჩება).
a – კვანძის დაჭერა, დაფიქსირება.
b – დინების გაშვება.
d – ზედმეტისგან დაცლა, „გადაღვრა“.
e – დროის დინების რკალში მოქცევა, „ზაზუნას დღე".
f – დროის ბუნებრივი სვლის, ჩვეული რითმის შეწყვეტა.
g – დაკეტილი კარის გახსნა გასაღების გარეშე, „ატმიჩკა“.
h – ზემოქმედების ჩარჩოების შეზღუდვა.
I – დროის მცველი, დროის სტიქიის მსახურის სიგნიფიკატორი.
k – კიდევ ერთ სიგნიფიკატორს ჰგავს, რომელიც მუშაობს, როგორც დროზე, ასევე სიკვდილზე.
l – ნეკროზულ მდგომარეობაში მყოფი.
m – დასრულება, ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანა.
n – რაღაცის დამალვა/დაფარვა, გახსნის შესაძლებლობის დატოვებით.
o – მახეში შეტყუება, მოვლენების მკვეთრად და უხეშად დახურვა. ან რაღაცის დამალვა ორი კედლის მიღმა, მისი პოვნის შესაძლებლობის მოსპობით.
p – უკან დაბრუნება. მსუბუქი, წვრილმანი მოვლენებისთვის.
r – უკან დაბრუნება. მძიმე, აბრუნებს თავად მოვლენებს.
s – დროის ჩვეული რითმის აღდგენა, მეტიც, შეწყვეტილი დროის სვლის თავიდან ამოქმედება.
t – შუქურა, კარი, კარიბჭე, ლოკალური პორტალი.
u – უროს დარტყმა, გამაყრუებელი ხმა, შეზანზარება, ძლიერი ძვრების გამოწვევა. ჩვეული წესრიგის დარღვევა, ბრძანება.
v – მოვლენის დასრულება და ახლის დაწყება, რომელიც კავშირშია პირველთან და აგრძელებს მას.
x – მოვლენის დასრულება და დალუქვა, რომ ვერავინ ვერასდროს ვერ მოახერხოს მასთან დაბრუნება.
Æ – „kick the bucket“, ეს გამოთქმა ნიშნავს ითამაშო სიკვდილით ან სიკვდილთან, მოკვდე, სიცოცხლით გარისკო.
z – გზები, მიმართულებები, პარალელები, ჩიხები.
Þ – რაიმე მოვლენის ათვლის წერტილი. კონკრეტულად დასაწყისი, ან უკვე მომხდარი მოვლენის: როცა საშუალებას იძლევა გაარკვიო, საიდან დაიწყო ყველაფერი, ან „საფუძველი ჩაუყარო“ ახალს (დაიწყო), მისცე ათვლის წერტილი. მისი გამოყენება შეიძლება, როგორც ციკლურობა.
æ – „დაიჭირო მომენტი“ მსუბუქი ვარიანტი, ძალდატანების გარეშე.
ö – მახე მოვლენებისთვის. საშუალებას იძლევა „დაიჭირო მომენტი“ და დააფიქსირო. სავარაუდოდ მისი გამოყენება შეიძლება სინქრონიზაციის ნაკადისთვის.
............................................................................................
ლიტერები გამოიყენება როგორც დამოუკიდებლად, ასევე ფორმულებში, ყველა წესის დაცვით (წესები იხილეთ ჯგუფში აპინულ განცხადებაში).
............................................................................................
ლიტერების გამოყენების შემდგომ მათი განეიტრალების მეთოდი:
საკუთარ თავს უნდა დაუკისროთ აკრძალვა იმაზე, რაც ყველაზე მეტად გიყვართ ან გსიამოვნებს („ხალტურა“ არ გამოვა), და რის გარეშეც ფიზიკურად ცუდად ხართ. საშუალოდ ათი დღის მანძილზე.