ჩატვირთვა..

სოლომონის გლიფები

ავტორი: Amateo
  • 1 456
„სოლომონ მეფე - მაგიის ბევრ მიმართულებაში საკულტო ფიგურაა. ის განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობს დემონოლოგებში, როგორც პირველი და უდიდესი ფიგურა, რომელმაც მოიპარა და მიითვისა 72 დემონის ბეჭედი. მაგრამ, ჩვენთვის ეს პიროვნება საინტერესო გახლავთ, როგორც გრაფიკოსი. ავტორი უმშვენიერესი გლიფების რიგის, რომლის საპატივსაცემოდაც მისი სახელი ჰქვია.
გლიფების წყობა გვაგონებს ძვირფასი ქვების კოლექციას, რომელსაც გააჩნია უამრავი წახნაგი და თითოეული მათგანი ბრწყინავს თავისი ფერის უამრავი ტონალობით. ეს სამეფო ალფავიტია, რომელიც უზრუნველჰყოფს ფუფუნებას და უდიდეს შესაძლებლობებს, ხანდახან კი ინტრიგებს და მზაკვრობასაც. იშვიათ შემთხვევებში, ის მუშაობს გამოჯანმრთელების და განახლების მიზნითაც.
ეტყობა, რომ მეფეს ნაკლებად აინტერესებდა სასიყვარულო პრობლემები - ჰარმონიზაციის და კომფორტის ძებნას აქ აზრი არა აქვს.

ეს რიგი იდეალურია ბიზნესისთვის, კრიმინალისთვის, პოლიტიკისთვის, სცენისთვის, და რაღა თქმა უნდა მაგიისთვის. მასთან მუშაობა (როგორც ასეთი გონების წყობის ადამიანისგან მოსალოდნელიც იყო), ბაზირებული არაა მაგის პირად ენერგიაზე (პირველად გვხვდება ასეთი რიგი). ის გათვლილია მიმართვაზე, მე უფრო ვიტყოდი - მცირე რიტუალზე, ოღონდ აღმოსავლეთის პანთეონის მიმართ, ლაკშმიდან დაწყებული, დემონებით დამთავრებული - ყველა რანგის ჩათვლით. იდეალურია ყველაზე ბანალური ეშმაკების გამოსაძახებლად, სტანდარტული წესების მიხედვით (ძღვენი, სასმელი, თქვენც კარგად იცით).
რიგი ნაპოვნი იყო ალ-მაგრიბის გრიმუარში და ჩაწერილი იყო იმ თანმიმდევრობით, როგორიც ავტორმა აირჩია. ამიტომ, გლიფური რიგის ზუსტი თანმიმდევრობის დადგენა დღეს უკვე შეუძლებელია.
რიგი შეიცავს 7 წყობას 4 გლიფით თითოში და მათში ლოგიკური თანმიმდევრობა ნაპოვნი არ არის.



ორი მოვლენის დასაკავშირებელი გლიფი, რომელიც ახლო წარსულში მოხდა.








ფინანსური მაქსიმალური შესაძლებლობების და კლიენტების მოზიდვა, გამომუშავების შესაძლებლობა.
ასევე გამოიყენება ადამიანების მოსაზიდად (საყვარლების, პარტნიორების, მეგობრების, კოლეგების). პირველი გლიფი წყვეტს ყველა არასასურველ კავშირს, მეორე კი უშვებს ყველა სასურველს.






ვალების დაბრუნება, რომელსაც არ გიბრუნებენ სრულად ან არ გიბრუნებენ დიდი ხნის მანძილზე.








ყველა ხელსაყრელი შესაძლებლობების მოზიდვა ერთი კონკრეტული მოვლენის გარშემო, რომ საქმე წარიმართოს უნაკლოდ.








არათავსებადი ან მოუხერხებელი შესაძლებლობების კვანძების შეკვრა, გაერთიანება, ნაკლებადსავარაუდო მოვლენების განხორციელების მოზიდვა.








მიმართულების (ხაზის) ჰარმონიზაციის გლიფი.







 
ადამიანებს ან კოლექტივს შორის ურთიერთობების ჰარმონიზაცია, თავიდან არიდებს ჩხუბებს და კონკურენციას, ანეიტრალებს კონფლიქტებს.








იზიდავს შესაფერის პარტნიორს.








წარმატებული და ძლიერი ეგრეგორის შექმნა. პრაქტიკაში - მმართველი ორგანო, ფირმა, ორდერი და ა.შ.








სტიმული ნაკლებსავარაუდო მოვლენისთვის.








ფინანსური გლიფი, რომელიც იძლევა ერთჯერად დიდ შემოსავალს.








კონფლიქტის და უთანხმოების ცეცხლის გაღვივება საჭირო ადგილზე ან კონკრეტულ კოლექტივში. ქმნის დაძაბულ და კონფლიქტურ ატმოსფეროს.







რაღაცის შეგროვების „ტროლი“ - ფულის, ინფორმაციის, ხალხის.








მოვლენების დაბრუნება საწყის წერტილში.








ყველაზე მომგებიანი მოვლენის (ხაზის) გამოყოფა და მოზიდვა.








გამოუვალი მდგომარეობიდან, ჩიხიდან გამოსვლა. გზის გაგრძელება ან ახალი გზის გაკვალვა.








წარუმატებელი მოვლენების ან გზების განსაზღვრა წარსულში ან მომავალში.








მოდელირებული (შექმნილი) მოვლენის გამყარება სტიქიების ძალებით და ენერგიებით.








ყველა სასურველი და საჭირო მოვლენის მოდელირება (შექმნა), ახლის გამოყვანა. ასევე ყველა მომგებიანი მოვლენის გაერთიანება.








უდარდელი ბედნიერების, ეიფორიის, სიხარულის ან სასიამოვნო მოვლენის მოზიდვა, უბრალოდ, იმისთვის რომ გაერთო და სულიერად დაისვენო.







ინტრიგების ქსოვა და უკიდურესად წარუმატებელი და მარცხიანი სიტუაციების გამოწვევა მტრისთვის.








მოვლენების ჰარმონიზაცია და ბიძგის მიცემა მთელი პროცესისთვის, რომ უფრო სწრაფი და აქტიური გახდეს.








არასასურველ შესაძლებლობასთან კავშირის წყვეტა, რომ უსიამოვნო და არამომგებიანი სიტუაცია თავიდან აირიდო.
 







მოვლენების „ინჰიბიტორი“, რომლითაც სიტუაციას დროებით „ჰაერში დაკიდულ მდგომარეობაში ტოვებ“.








(და ასევე 2) ფინანსური მაქსიმალური შესაძლებლობების და კლიენტების მოზიდვა, გამომუშავების შესაძლებლობა. ასევე გამოიყენება ადამიანების მოსაზიდად (საყვარლების, პარტნიორების, მეგობრების, კოლეგების).  /პირველი გლიფი -2 წყვეტს ყველა არასასურველ კავშირს, მეორე -25 კი უშვებს ყველა სასურველს./






მახის დაგება. წყევლა, რომელიც იწვევს მოულოდნელ კრახს კონკრეტულ სფეროში. გამოდგება მტრის გეგმის გასანადგურებლად.
 







ბრძანება, მოწინააღმდეგის მაქსიმალურად დამუხრუჭებისთვის. ფეხებზე ბორკილები, როგორც ასეთი.








ვიზუალურად დაუკავშირებელ მოვნელებს შორის პარალელის გავლება. ეხმარება რთულ საქმეში, სადაც მოვლენები ძალიან ახლართულია, სადაც ბევრი ფაქტი და ტყუილია.