ჩატვირთვა..

 Perth (p) პერტ



ამ რუნის ზუსტი თარგმანი არ არის ცნობილი. როგორც წესი, ამ რუნას განიხილავენ, როგორც „საიდუმლოს“.


აღწერა



პერტ - არის ის, რაც დაფარულია. ეს რუნა საიდუმლოა განა იმიტომ, რომ მას ადამიანები მალავენ, არამედ იმის გამო, რომ მისი სიტყვებად გამოთქმა და გადმოცემა შეუძლებელია. მისი მხოლოდ შეცნობაა შესაძლებელი წინა რუნის - ეივაზის მეშვეობით (გავლით). კასტანედას ტერმინოლოგიით, პერტ შეესაბამება ნაგვალს (შენიშვ; ტონალ - ნაგვალ; მატერიალური და არამატერიალური სამყაროები, პირველი ფიზიკური „ყურადღებაა“, მეორე არაფიზიკური, ანუ ინტუიციური, წინასწარმეტყველური). პერტ ასევე დაკავშირებულია ქალღმერთ ფრიგთან, ოდინის ცოლთან, რომელიც ნორნებისთვის ძაფს რთავს, ისინი კი თავისმხრივ ამ ძაფებისგან ბედისწერას ქსოვენ. პერტ - შიში და მისი გადალახვაა, ვინაიდან ადამიანს არაფრის არ ეშინია ისე, როგორც გაურკვევლობის.

მანტიკური და მაგიური მნიშვნელობები



მანტიკაში პერტის მნიშვნელობა ძალიან ჰგავს რალფ ბლუმის სისტემის „ცარიელ რუნას“. ის ნიშნავს „როგორც საჭიროა, ისე მოხდება“, ან „არაფრის შეცვლა არ შეიძლება, შესაბამისად არ შეიძლება ამის ცოდნაც, ვინაიდან, თუ ამის შესახებ გაიგებ, მაშინ შეცვლასაც შეძლებ“.

მაგიაში პერტ თითქმის არ გამოიყენება, გამომდინარე იქიდან, რომ მისი მოქმედების შედეგის წინასწარ განსაზღვრა პრაქტიკულად შეუძლებელია. ის თითქოს გაურკვევლობის და ბედისწერის კლეიმოა, რომელსაც ცდილობენ გვერდი აუარონ.

Сначала зайдите на смотреть фильмы, а потом обязательно зайдите посмотрите фильмы онлайн это стоит того