ჩატვირთვა..

Vegvísir

ავტორი: Reginlave
  • 1 745


Vegvísir ისლანდიური წარმოშობის, მაგიური დატვირთვის მქონე სიმბოლოა. დღემდე არ არის დადგენილი, თუ თავისი დანიშნულებით პირველად სად და როდის გამოიყენეს. სიტყვასიტყვით  ნიშნავს ნიშანს, რომელიც გვიჩვენებს გზას. “Vegur” ნიშნავს გზას, მიმართულებას, ხოლო “Vísir” მეგზურს, გზამკვლევს. თანამედროვე კულტურაში მას უწოდებენ რუნიკულ, ან ვიკინგების კომპასს. თუმცა მისი კავშირი ვიკინგებთან, ან რუნიკულ მეტაფორებთან მეცნიერულად დადასტურებული არ არის.  გარკვეული კავშირი შეიძლება ჰქონდეს ვიკინგების კომპასთან, იგივე”მზის ქვასთან”, რომელსაც მაშინდელი წარმოდგენით ჰქონდა პოლარიზაციის უნარი – ნისლიან და მოღრუბლულ ამინდში შეეძლო სინათლის გამოცემა, ხელს უწყობდა ამინდის გაუმჯობესებას და საშუალებას აძლევდა მფლობელს დაუბრკოლებლად დაბრუნებულიყო შინ.

  
ვეგვიზირი პირველად გვხვდება მეჩვიდმეტე საუკუნის ისლანდიურ ლიტერატურულ ძეგლში – Galdrabók. მასში Vegvísirის გარდა სხვა მაგიურ ნიშნებზეც არის საუბარი, რომელთა საერთო სახელია  galdrastafir. კონკრეტულად ვეგვიზირის წარმოშობის დადგენა თითქმის შეუძლებელია. ზოგი მეცნიერი მას უკავშირებს შუასაუკუნეების მისტიკასა და რენესანსულ ოკულტიზმს. სხვათა აზრით კი შესაძლოა კავშირი ჰქონდეს ძველ გერმანულ რუნიკულ ტრადიციებთან. არსებობს ვერსიაც, რომ ისლანდიაში ის ნორვეგიელებმა შეიტანეს ქრისტიანობის გავრცელების პერიოდში. გადმოცემის თანახმად Vegvísir ამოკვეთილი ჰქონდათ საზღვაო ხომალდის კორპუსზე. ასევე გვხვდება სხვა ტრადიციაც – მას სისხლით იხატავდნენ სხეულზე, ძირითადად შუბლზე, თვალების შუაში.ეს ყველაფერი კი კეთდებდა იმისთვის, რომ ნიშანს ეჩვენებინა სწორი მიმართულება, მაშინდელი წარმოდგენით ის ეხმარებოდა მეზღვაურებს სწორი კურსის აღებაში უამინდობისა და შტორმის დროს. მიიჩნეოდა რომ Vegvísirის მატარებელი ადამიანი არასოდეს დაიკარგებოდა და ყოველთვის იპოვიდა გზას შინისაკენ.
 
 

ძირითადი ელემენტები

– ენერგიის მომპოვებელი და კოლექტორი 

 – ენერგიის აქტივატორი/გამცემი 

– ენერგიის მიმღები 

 – ენერგიათა მარეგულირებელი 

– ხელს უწყობდა ენერგიის შენარჩუნებას 

– მისი მეშვეობით ხდებოდა ენერგიის ხარჯვა/წვა 

 – ინარჩუნებდა ენერგიის სისუფთავეს 

  – აბრუნებდა ენერგიას პირველად წყაროსთან 


 

p.s. ჩვენს თანამედროვეობაში ვეგვიზირი პირველად სხეულზე დაიტანა გენიალურმა ისლანდიელმა მუსიკოსმა და მსახიობმა – ბიორკმა. ის ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ის მისთვის არ იყო მხოლოდ დამცავი ნიშანი, არამედ მისი იდენტიფიკატორი ეროვნული ნიშნით.

p.p.s.სვირინგის გაკეთებისას ნიშნის ორიენტაციის თაობაზე აზრთა სხვადასხვაობაა. ზოგი ფიქრობს, რომ ღმერთები შთააგონებენ ადამიანს კონკრეტულად მისთვის საჭირო პოზიციის არჩევას, რადგან არასწორი პოზიცია შესაძლოა უკუეფექტის მომცემი იყოს.


წყარო: https://marvikernes.wordpress.com/2016/05/25/vegvisir/