ჩატვირთვა..

Ægishjalmur

ავტორი: Reginlave
  • 1 165
Ægishjalmur/ეგიშიალმრ, აგისჰიალმ – ისლანდიური წარმოშობის რუნიკული სიმბოლოა, რომლის მთავარი ელემენტია რუნა  Algiz (Elhaz/ლოსი) ცენტრალური წერტილიდან ამომავალი ხაზები სრულდება ხსენებული რუნით და იქმნება საკმაოდ რთული და ვიზუალურად საინტერესო კონფიგურაცია. 

ეგიშიალმრი ვეგვიზირის მსგავსად ძველისლანდიური სიმბოლოა და ასევე დაფიქსირებულია უკვე ხსენებულ წიგნში – Galdrabók. ის გამოიყენებოდა რიტუალური დანიშნულებით და იყო ერთერთი მნიშვნელოვანი საბრძოლო ელემენტიც.

 თავად სიტყვა Ægishjalmur ნიშNავს “შიშის სამართავ საჭეს”. ცნობილია, რომ მას იხატავდნენ საბრძოლო ფარებზე, მუზარადზე, ტანსაცმელსა და სარიტუალო დანიშნულების ინსტრუმენტებზეც.

სიმბოლოს ძირითადი დანიშნულება იყო მოწინააღმდეგის დაშინება, რომ ჩაენერგათ მისთვის შიში, გაეძლიერებინათ საფრთხის მოახლოების შეგრძნება. სწორედ ამიტომ იხატავდნენ მას მუზარადის ცენტრალურ ნაწილში, თვალების შუაში. ეს იმისთვის რომ იოლად შესამჩნევი ყოფილიყო და მტრის ყურადღება დაემორჩილებინა. გვხვდება შემთხვევებიც, როცა Ægishjalmur გამოსახულია მუზარადის შიდა მხარესაც. ფიქრობენ, რომ ამით ადამიანი ცდილობდა საკუთარი თავისთვის ჩაენერგა შიში, თუმცა ეს ვარაუდი ლოგიკას მოკლებულია.
  თანამედროვე გამოყენებაში Ægishjalmur მეტად პოპულარულია. ატარებენ როგორც სამკაულის, ასევე სვირინგების სახითაც, იხატავენ სამოსზეც და ა.შ. ხშირად გვხვდება მეორე ნიშანთან, ვეგვიზირთან ერთად. ლეგენდების თანახმად ეს კომბინაცია ადამიანს თავიდან არიდებდა უბედურებას, იცავდა მას და აფრთხობდა მტრებს.

წყარო: https://marvikernes.wordpress.com/2016/05/26/aegishjalmur/