ჩატვირთვა..

XX საუკუნის რუნების ისტორია

ავტორი: Amateo
  • 1 664
/თანამედროვე რუნული ტრადიციის ჩასახვის პერიოდი და რუნების აზრობრივი გადაფასების ფაქტორის დასაწყისი, რაშიც უდიდესი წვლილი მიუძღვის ორ გამორჩეულ ადამიანს - გვიდო ფონ ლისტს და კარლ მარია ვილიგუტს, როგორც რუნების ისტორიაში, ასევე ნაცისტური სიმბოლიკების ჩამოყალიბებაში./

XIX ს.- ში უკვე უამრავი ადამიანი იყო დაკავებული რუნების შესწავლით, და ამასთან დაკავშირებით არაერთი ლიტერატურა დაიწერა. ამ დროს რუნები განიხილებოდა, როგორც დამწერლობაც და როგორც მაგიური სიმბოლოებიც. თანაც, მაგიურ სიმბოლოებში იწყებენ ისეთი რუნების ჩაწერასაც, რომელიც დამწერლობითს არ ჰგავს. ამ პერიოდისთვის აქა-იქ ინფორმაცია თითქოს ბევრია, მაგრამ იქიდან საიმედო მაინც მხოლოდ არქეოლოგიურია, რომელიც ძალიან ცოტაა და ამის გამო დიდი გაურკვევლობა იქმნება.
XIX ს.- ში ევროპაში ქრისტიანობას, როგორც ტოტალურ რელიგიას, ძალიან უსუსტდება პოზიციები და უკვე საუკუნის ბოლოს ოკულტური დაინტერესება მასობრივი ხდება. უსწრაფესად ვითარდება მეცნიერება და ტექნიკა, ხელოვნება უფრო და უფრო უცნაურ და კაპრიზულ ფორმებში ვლინდება, იბადება იდეები, რომლებიც არსებობის პრინციპიალურად ახალ მოდელს ქმნის...
ხელნაწერები არც გერმანიის ნაცისტური მოძრაობის ყურადღების მიღმა დარჩენილა, რომელიც სულ ახლახანს იდგამდა ფესვებს და რომელმაც, ნამდვილი რუნული ტრადიციის სრული დეფორმირება მოახდინა და სათავისოდ მოარგო საკუთარ ინტერესებს. იმისთვის, რომ გავიგოთ, როგორი გამოყენება მიეცათ რუნებს ნაცისტურ გარემოში და რა ადგილი ეჭირათ მათ იქ, გაგაცნობთ ამ მოვლენის ერთი-ორ „დანმაშავეს“.

გვიდო ფონ ლისტი  (5 ოქტომბერი 1848 წ. – 17 მაისი 1919 წ.)

ცოტა უფრო ახლოს გავიცნოთ მეცნიერების და ხელოვნების ავსტრიელი მოღვაწე, ცნობილი, როგორც გვიდო ფონ ლისტი (სურ.1), რომელიც ისტორიულ არენაზე XIX ს.-ის ბოლოს გამოვიდა და რუნული ტრადიციის ახალი ერა დაიწყო. 

ის, ერთდროულად, იყო გერმანელი მწერალი, დრამატურგი, პუბლიცისტი, და ასევე მისტიკოსი, ასტროლოგი, წინასწარმეტყველი და „ოსტატი“ (როგორც მისი მოსწავლეები ეძახდნენ). გვიდო, უდავოდ ძალიან მნიშვნელოვან ფიგურად იქცა ნაცისტურ იდეოლოგიაში.
რა შეიძლება ითქვას მოკლედ ლისტის არაორდინალურ პიროვნებაზე და იმ გარემოებებზე, რომლის წყალობითაც ის იქცა იმად, რადაც იქცა საბოლოო ჯამში;
ის იყო საშუალო ან მაღალი ფენის შეძლებული ოჯახიდან, რომელსაც ყმაწვილობის დროს უყვარდა ბუნებაში ყოფნა, იზიდავდა მოგზაურობა, ხელოვნება, არა მხოლოდ მწერლობა, არამედ მხატვრობაც. მას, მაინც და მაინც, არ მოსწონდა საზოგადოების ცენტრში ყოფნა, რამაც, საბოლოოდ, სამყაროს ანიმისტიურ აღქმამდე და დაფარულის ძებნამდე მიიყვანა (რაც იმ დროისთვის ძალიან პოპულარული იყო).
სამშობლოს და მისი ისტორიის სიყვარულის გამო გვიდო ნელნელა მიდრეკილი გახდა ნაციონალიზმისკენ, გაიცნო უცხო ადამიანებიც, რომლებიც იზიარებდნენ მის ნაციონალურ და ძველ-გერმანული ტრადიციების აღდგენის იდეებს (რომლის შესახებაც მათ ბევრი არაფერი იცოდნენ, მთავარი მათთვის - აღდგენის იდეა იყო).

ფონ ლისტმა პოპულარობა მოიპოვა თავისი ისტორიულ-მითოლოგიური თემატიკის ნაწარმოებების დამსახურებით, რომელთაც ეზოთერული ელფერი დაჰკრავდათ. დროთა განმავლობაში გადავიდა წარმართულ თემებზე, რაზეც ძალიან დიდ გავლენას ახდენდა. პრინციპში, შეიძლება ითქვას, რომ ის იყო ნეო-წარმართულობის იდეოლოგი, კერძოდ კი ვოტანის (ოდინის) კულტის. თანამედროვე „ასარტუ“ - ნეო-წარმართული მოძრაობა, რომელიც აღდგენილი იქნა ქრისტიანობამდე დროინდელი სკანდინავების რელიგიის პირველწყაროების ბაზაზე, სწორედ ფონ ლისტის სწავლებებიდან წარმოიშვა.
თავისი გზის დასაწყისში გვიდო სული მარტო იყო, თითქმის არავის უზიარებდა საკუთარი ქმედებების არსს, და სიმბოლიზმსაც არანაკლები ადგილი ეკავა მის შეხედულებებში. მკვლევარი და მისტიკოსი იყენებდა საკუთარ რიტუალებს და აღნიშნავდა ძველ წარმართულ დღესასწაულებს.

XX საუკუნის დასაწყისში, პოპულარობის ზრდის ფონზე, ლისტი მხარდაჭერას პოულობს ცნობად თანამემამულეებში, რომლებიც მის შეხედულებებს იზიარებდნენ, ხოლო 1908 წელს აარსებს საკუთარ - გვიდო ფონ ლისტის ორდენს, ცნობილი ასევე, როგორც „ლისტის საზოგადოება“.
ამ მომენტიდან, როცა მას უკვე უამრავი მიმდევარი ჰყავდა, ის თავისუფლად ავრცელებდა თავის თეორიებს და იდეებს მასაში, იდეებს თავისუფლებაზე, განსხვავებულობაზე, ნაციონალურ აღმატებულობაზე და მისტიკაზე - ყველაფერზე, რაც მაშინ ზე-პოპულარული იყო.

კერძოდ რას სთავაზობდა ლისტი რწმენის და ეზოთერიკის სფეროში? მისი თეორია პოსტულირებდა, რომ ძველგერმანებს - არიელებს, ძველად ჰქონდათ ძლევამოსილი რელიგია და ჰყავდათ ბრძენი მეფე-შამანები, ვოტანის კულტი, რომელთაც გაქცევა მოუწიათ საკუთარი მიწებიდან ქრისტიანობის დამკვიდრების შემდეგ. და რა თქმა უნდა ჰქონდათ რუნები, უმძლავრესი ინსტრუმენტი, და რაც მთავარია უძველესი, შესაბამისად უძვირფასესი თავისი მაგიური თვისებებიდან გამომდინარე, როგორც შელოცვებში, ასევე ამულეტებზე. მან თვითონ გაარჩია რუნების მნიშვნელობები, მათი სიმბოლური დატვირთვები და ახალი ფუტარკი, რომელსაც საბოლოოდ დაერქვა „არმანული“ (ვინაიდან მას იყენებდნენ არმანიზმის მიმდევრები - ლისტის რელიგიურ-ფილოსოფიური იდეოლოგიის, არიული რასის აღმატებულობის შესახებ). ლისტის ნაშრომები ეყრდნობოდნენ ძალიან მწირ და ნაწყვეტ-ნაწყვეტ გადმოცემულ ინფორმაციებს რუნული ტრადიციების შესახებ, იმ პერიოდში მასალები ჯერ კიდევ ცოტა იყო და ლისტი მათ, ძირითადად, საკუთარი ვარაუდებით ასრულებდა.
ფუტარკის 24 რუნის და ასტროლოგიის ცოდნის გამოყენებით, ფონ ლისტმა საკუთარი თვრამეტრუნიანი არმანული ფუტარკი შექმნა, რომელსაც მისი მიმდევრები დღემდე იყენებენ. (სურ. 2).
რატომ არის არმანულ ფუტარკში მაინც და მაინც 18 რუნა? ლისტის მოსაზრებით, სწორედ ასე უნდა იყოს, ვინაიდან 18 რუნულ შელოცვაზე ლაპარაკობს ოდინი, როდესაც ის იფნის ხიდან ჩამოვიდა, თუმცა, როგორც ჩვენთვის ცნობილია, ფუტარკის რუნების რაოდენობა 24 იყო.
ასევე არსებობს სხვა ინფორმაციაც; 1902 წელს, 54 წლის ასაკში, გვიდო ფონ ლისტის დაეწყო სიბრმავე (კატარაქტა); მას ოპერაცია გაუკეთეს, რის შედეგადაც 11 თვის მანძილზე სრულ სიბნელეში მოუწია ცხოვრება და ამ პერიოდში „გონება გაუნათთდა“. 1903 წელს მას ჰქონდა „ხილვა“ ჭეშმარიტი არიული ალფავიტის 18 რუნაზე.

საინტერესოა, რომ არმანები - ძველი გერმანების სახელწოდებაა. ფონ ლისტისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, რომ ეს სიტყვა მათ არიულ წარმომავლობაზე მიანიშნებდა. არმანული ფუტარკის ნიშნები ძალიან გვანან სხვა ფუტარკებს. თუმცა ისტორიული მტკიცებულებები, არმანული რუნების არსებობის, არ მოიპოვება, ხოლო არმანიზმი - ფონ ლისტის მიერ რეკონსტრუირებული, არიო-გერმანული წარმართული სწავლებაა, რომელიც თავდაპირველი ნორდიკული ტრადიციულობის წოდებაზე პრეტენდირებს. 1905 წელს შეიქმნა გვიდო ფონ ლისტის და ეზოთერული ქვე-ჯგუფი „არმანების ორდენი“, რომელიც შეისწავლიდა ოკულტურ პრაქტიკებს და ინიციაციის რიტუალის წარმართვას. თავად ლისტი კი, არმანების უკანასკნელი მაგის ტიტულზე აცხადებდა პრეტენზიას, რომელიც ძველ არიულ სამყაროში, ქურუმი მეფეების მეთაურობით, ფლობდა ძალაუფლებას.

არსებითად რომ ვთქვათ, ფონ ლისტის ნაშრომები, ძირითადად კი მისი ცნობილი წიგნი „რუნების საიდუმლო“, რომელიც 1908 წელს გამოიცა, ემსახურებოდნენ ნაცისტების რუნულ ტრადიციებს. გერმანულმა ნაციონალ-სოციალისტურმა პარტიამ, რომელიც გერმანიის ხელისუფლებაში 1933 წელს მოვიდა, არმანული მოძრაობის სიმბოლოები აქტიურად გამოიყენა და სვასტიკასთან ერთად, რუნები გერმანული ნაციონალური იდეოლოგიის მოხმარებაში შევიდა.

ასე მაგალითად, რუნა „ჰაგალაზ“ გახდა რასობრივი წმენდის პროგრამის - Lebensborn („სიცოცხლის წყარო“) სიმბოლო, რუნა „ტეივაზ“ გამოიყენებოდა სამხედრო ფორმის ნიშნად - Hitler Jugend („ჰიტლერის ახალგაზრდა თაობა“), რუნა „ალგიზ“-ს კი იყენებდნენ არიულ სამარხებზე, რომელმაც მესამე რეიხის დროს ქრისტიანული ჯვრის სიმბოლო ჩაანაცვლა. გაორმაგებული რუნა „სოულუ“ (მზე)ჰიტლერის რეჟიმის სამხედრო ელიტის - SS-ის (Schutzstaffe) სიმბოლო გახდა. რუნა „სოულუ“ სვასტიკასთან ერთად (ასევე მზის სიმბოლო) თავისი უმნიშვნელოვანესი ცეცლოვანი ბუნების თვალსაზრისით, იმდენად ხშირად გამოიყენებოდა ნაცისტების მიერ, რომ უმეცარი ხალხში ის მხოლოდ ფაშიზმთან ასოცირდება. ლისტმა აღადგინა უძველესი ლოზუნგი „Sieg Heil!”, რომელიც გახდა ნაცისტების მისალმება და რომელსაც უშუალო კავშირი აქვს რუნა „სოულუ“-სთან, გერმანულად Sieg გამოითქმოდა, როგორც „ზიგა“.

აი. რას წერდა ფონ ლისტი „ზიგა“-ზე, თავის წიგნში „რუნების საუდუმლო“. „Sol, sal, sul, sig, sigi” (მზე; გამარჯვება (გერმ. Sieg); ხსნა (გერმ. Heil). „Sal და Sig!” - ხსნა და გამარჯვება! (გერმ. Heil und Sieg). ამ უძველესი არიული მისალმების და საბრძოლო ლოზუნგის პოვნა შეიძლება სხვა ფორმაშიც - ფართოდ გავრცელებულ შთამაგონებელ მოწოდებაში: „alaf sal fena!” – „ხსნა მცოდნე ძალას!“. სიტყვა-სიტყვით „Sieg Heil!” ნიშნავს „გაუმარჯოს გამარჯვებას!“.

ფონ ლისტის ძირითადი ნაშრომების სათაურები მაღალფარდოვნად მეტყველებენ თავის თავზე: „დაუმარცხებლობა: გერმანული ფილოსოფიის ნარკვევები“, „რუნების საიდუმლო“, „არიო-გერმანელი ხალხის წმინდა კანონი“, „არიო-გერმანების სიმბოლური დამწერლობა: არიო-გერმანული იეროგლიფიკა“, „არიო-გერმანების პირვანდელი ენა და მათი საიდუმლო ენა“.

ეს ნაშრომები გვიყვებოდნენ გერბების, რუნების, გლიფების და სხვა სიმბოლური გამოსახულებების ეზოთერულ მნიშვნელობებზე, რომლებიც გვიდო ფონ ლისტს, სისტემის ჩამოყალიბებისას, დაეხმარნენ როგორც ბაზისი, რის საფუძველზეც ის ძველ-გერმანული რელიგიის აღდგენას ცდილობდა.
გარდაცვალებამდე წიგნში „არმანიზმი და კაბალა“, ლისტი ცდილობდა კაბალა ძველ-გერმანულ ცოდნად გაესაღებინა, რომელიც იუდეველებმა მიითვისეს. მაგრამ წიგნის გამოცემამდე ცოტა ხნით ადრე, 1919 წელს, 70 წლის ასაკში ლისტი გარდაიცვალა, მისი ხელნაწერი კი ვიღაცამ მოიპარა.

მიუხედავად ყველაფრისა, თავისი ცხოვრების მერე გვიდომ, არიელების (გერმანების) აღმატებულ წარმომავლობაზე, საკმაოდ მყარი იდეა დატოვა, მასთან ერთად საიდუმლო დაჯგუფება, უამრავი მიმდევარი, არმანული რუნები და ახალი ომის წამოწყების იდეოლოგიის საფუძველი.

კარლ მარია ვილიგუტი (10 დეკემბერი 1866 წ. – 3 იანვარი 1946 წ.)

ახლა კი, მკითხველის ყურადღება მინდა მივაპყრო კიდევ უფრო ამოუცნობ ფიგურას. კარლ მარია ვილიგუტი (სურ. 3), დაიბადა ავსტრიაში, მაგრამ მოგვიანებით გახდა გერმანელი ნეო-წარმართი, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა გერმანულ ნაციონალ-სოციალისტურ ოკულტურ მიმართულებაზე და მასში თავისი ელემენტები შეიტანა.
ვილიგუტების უძველესი გერბის შიგთავსი შეიცავდა ორ სვასტიკას, რომელიც XIII ს.-ის ისტორიაში პირველად გვხვდება და ძალიან წააგავს შუასაუკუნეების მანჯურიის (ჩინეთი) მმართველების გერბს.

ცნობილია, რომ ვილიგუტების გვარი ფლობდა უცნაურ რელიქვიას. ეს იყო რაღაც ამოუცნობი ცხრილები, ძველი რუნული წარწერებით, რომელიც გვარს, თაობიდან თაობაზე, მემკვიდრეობით გადაეცემოდა.

ნაწერებში დაშიფრული ინფორმაცია შეიცავდა რთულ მაგიურ რიტუალებს და ადამიანის გონების მართვის საიდუმლოებებს. ამ ცხრილების გამო, რომელთაც კათოლიკური ეკლესია დემონურად თვლიდა, ვილიგუტები მოკვეთილი იყვნენ ეკლესიიდან. იმასაც ამბობდნენ, რომ ამ უცნაურ რუნულ არტეფაქტს წყევლაც კი ედო.

ზემოთხსენებულმა ცხრილებმა, რაღა თქმა უნდა, კარლ ვილიგუტამდეც მოაღწიეს. ითვლება, რომ კარლ ვილიგუტი მისტიკოსი იყო, რომლის უნარების სიაში ნათელხილვაც შედიოდა. უსაფუძვლოდ არ უსვამდა ის ხაზს, რომ რაღაც ძველი მაგიური ცოდნების მცველი იყო და არაერთხელ გაუკვირვებია ჰიმლერი საგვარეულო მეხსიერების ხილვებით. ტრანსში ის ზედმიწევნით აღწერდა ძველ-გერმანულ რიტუალებს, მათ სამხედრო და რელიგიურ პრაქტიკებს. ან/და რეიხმინისტრის ბედს კითხულობდა თავისი ცხრილის მეშვეობით. და ეს კიდევ არ არის ამ შავი მაგის ეზოთერული საქმიანობის სრული ჩამონათვალი.
მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა „ანენერბეს“ ოკულტურ დაფუძნებაში, მაგრამ 1939 წელს განუდგა ამ საქმეს, მოგვიანებით კი, თავის მამულში განმარტოებით მცხოვრები, 1946 წელს გარდაიცვალა. ვილიგუტს მემკვიდრე არ დაუტოვებია.


თუმცა, მან დატოვა, მართალია არც ისე მრავალრიცხოვანი, მაგრამ მაგიური ზემოქმედების ხასიათის მეტად საინტერესო მტკიცებულებები. მათ შორის ერთერთი წარმოადგენს რუნების დეშიფრაციას თავისივე ავტოგრაფით (სურ. 4).
ასევე ნახსენებია, კარლ ვილიგუტის მიერ შექმნილი სპეციალური მანტრები „საგვარეულო ტრანსის“ მისაღწევად, და კიდევ ბევრი სხვადასხვა პრაქტიკები.
გარდა ამისა, კარლ ვილიგუტი თავის ნაშრომებს წერდა მესამე რეიხისთვის. საინტერესო ეგზემპლარი - ერთერთი წიგნი, მესამე რეიხის რუნისტულ სიმბოლიკაზე „Secret King” (სურ.5), რომელიც ითარგმნება, როგორც „საიდუმლო მეფე“ ან „იდუმალი მეფე“. წიგნის ტდაზე ჩანს ავტორის სახელი „Karl Maria Wiligut“ - სწორედ ასე წერია, მხოლოდ ერთი „l”-თი.
როგორც ყდიდან ჩანს, განხილულია არა მხოლოდ ცალკეული რუნები, არამედ მათი კომბინაციებიც (რუნული ფორმულები).
ჰიმლერის პირად სეიფში ინახებოდა უამრავი წერილი, ვილიგუტის ხელმოწერით და მისივე ბეჭდით დადასტურებული. ვილიგუტი მას საკუთარ ლექსებსაც კი უგზავნიდა, რომლებიც მითოლოგიურ ხასიათს ატარებდნენ, კიდევ თავის თარგმნილ რუნულ ტექსტებს და არმანულ ლოცვებს. მესამე რეიხის ელიტა ძალიან ინტერესდებოდა ვილიგუტის ნაშრომებით და პრაქტიკებით, ვინაიდან თვლიდნენ, რომ მისი ნაშრომები უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო და იმედოვნებდნენ, რომ ისინი ნაცისტებს გამარჯვებას მოუტანდნენ.