ჩატვირთვა..

რუნული ხელოვნება - რუნები როგორც ენერგიის მატარებლები - II ნაწილი

ავტორი: Amateo
  • 851


რ უ ნ უ ლ ი ხ ე ლ ო ვ ნ ე ბ ა ᛉ
· ა ვ ტ ო რ ი: ე.  ვ ე ბ ე რ ი •
· რუნები როგორც ენერგიის მატარებლები  -  I I   ნაწილი •  


ეს მწკრივი საშუალებას იძლევა ნათლად დავინახოთ ტრიადა - შემადგენლობა, სიტყვა და რუნა. ედების ამონარიდებში ცხადად ჩანს რუნების სამი სახელი: ტურ, ნოტ, ტიურ. ინგლისის ერთერთ რეგიონში აღმოჩენილი იყო ანგლო-საქსური რუნული ბეჭდები, წარწერით: „იქამდე, სანამ უბედურება დაგატყდება თავს, გადაუხადე ბეჭედს ვალი!“ აქ ლაპარაკია იმ ბეჭდებზე, რომლებიც ჩამარხული იყო მიწაში ან გადაგდებული ზღვაში, იმისთვის, რომ ამ წინასწარგაღებული ძღვენის ხარჯზე „კეთილგანწყობილი“ და „არაკეთილგანწყობილი“ ძალების მხრიდან უბედურება აეცილებინათ.

გერმანიის ტერიტორიებზე ნაპოვნ ნივთებს მიეკუთვნება ერთი ოქროს ბეჭედი კიოლბერგიდან, რომელიც ამჟამად ბერლინის პრეისტორიულ მუზეუმში ინახება. მასზე გამოსახულია სამკუთხედი სივრცეები, სადაც რვა მათგანზე ჩვეულებრივი ორნამენტებია, მეცხრეზე - სვასტიკა, ხოლო მეათეზე - რუნული წარწერა ზოგადგერმანული შრიფტით: დაბლა დაწერილი მარჯვნიდან მარცხნივ, სკანდინავიურ წარწერებში ხშირად შემხვედრი სიტყვა alu (შენიშვნ., იგულისხმება რუნები: ა-ნსუზ, ლ-აგუზ და უ-რუზ) და მის თავზე - ბინდერუნა, სადაც a და l (ამობრუნებული) შეერთებულია.

ამობრუნებული რუნა გვაფიქრებინებს, რომ რუნის მიზანი შეიძლებოდა ყოფილიყო წყევლა, ამავე დროს ბინდერუნა გვევლინება როგორც „საიდუმლო რუნა“. ვინაიდან L - ის გვერდითი ნაწილი ითვლება რუნული რიგების პირველი „ატის“ მინიშნებად, ხოლო A-ს ორი გვერდული შტრიხი, როგორც ამ „ატის“ მეორე რუნად, ამგვარად პოულობენ რუნა U-საც. ამგვარი ხედვით, ერთიანობაში დანახული ეს რუნები, საბოლოოდ მაინც alu-დ იკითხება. ასე გონივრულად დაშიფრული დამცველი სიტყვა ცხადად გვანახებს, როგორი სიფრთხილით ეკიდებოდნენ ბეჭდის მფლობელის უსაფრთხოებას იმ ეპოქაში.

სიტყვა alu = დაცვა, შეიძლება კავშირში იყოს ანგლო-საქსურ ზმნასთან, რომელიც აღნიშნავს „დაიცვას“ ან „დაიფაროს“. მაგრამ შეიძლებოდა ასეც ყოფილიყო, რომ თითოეული ასო წარმოდგენილი იყოს როგორც რუნული სახელი, ანუ „Anse”, “Lache” ან „Lauch” და “Ur”, ვინაიდან ყოველ რუნას აქვს შესაძლებლობა და უნარი მიიღოს ან წინააღმდეგობა გაუწიოს რაიმეს, რასაც მისი შინაარსი შეიცავს.

სხვა ძველ-სკანდინავიურ თავდაცვის სიტყვა-ფორმულა შესაძლებელია ყოფილიყო სიტყვა lathu, რომელიც ნიშნავს „მოწვევას“, „დაძახებას“, ანუ „ვედრებას“.
რუნული ხელოვნების, კიდევ ერთ თვალსაჩინო თავდაცვის მეთოდის დემონსტრირებას ახდენენ, VII საუკუნის დასაწყისის ვერცხლის ფიბულები ქ. ბიულაჰიდან (შვეიცარია) და ძვლების ფუტლიარები ქ. ფერევრდიდან (ჰოლანდია) მეროვინგების ეპოქიდან.

XIX ს.-ში ხშირად ვარაუდობდნენ, რომ წარწერები, სადაც ფუტარკი იყო გამოყენებული, მაგ., ბრაქტეატი (ბრტყელი, თხელი, მხოლოდ ცალ მხარეს მოჭრილი მონეტა) ქ. ვადსტენიდან (შვედეთი) და ფიბულა ქ. შარნედან (საფრანგეთი), შექმნილი იყო იმისთვის, რომ მფლობელს დახმარებოდნენ წერა-კითხვის სწავლაში, მაგრამ ეს ვარაუდი 1903 წ.-ს უარყვეს, როდესაც ქ.კიულვერში ქვაზე აღმოჩენილი წარწერა გამოაქვეყნეს, სადაც ასოთა რიგი საფლავის ქვის ქვეშ იყო დამალული და გათვალისწინებული არ იყო ცოცხალი ადამიანის თვალისთვის. ნორვეგიელმა მკვლევარმა, მ. ოლსენმა განაცხადა, რომ ფუტარკის გამოყენება მსგავს ძეგლებში იხსნება არა იმით, რომ ისინი მფლობელს სწავლაში ეხმარებოდნენ, არამედ იმით, რომ მიზანი იყო რუნებში არსებული ყველა ძალის კონცენტრირება მოეხდინათ.

კიულვერის წარწერამ გავლენა იქონია მკვლევარებზე რუნებისთვის სხვა კუთხით შეეხედათ. ამ გარემოებიდან გამომდინარე ს. აგრელმა გადაწყვიტა, რომ გამოეკვლია „უტარკი“. ფილის კვლევის შემდეგ ის მივიდა დასკვნამდე, რომ წარწერის პირველი სიმბოლო, უნდა გავიგოთ, არა როგორც დამახინჯებული F, არამედ როგორც Todes - რუნა I, რომელსაც პრეპოზიცია უკავია სწორად დალაგებული ასოების რიგის თავში; კერძოდ, ასოების თანმიმდევრობა იწყება მხოლოდ U-დან და მთავრდება ისევ იმ იდუმალი და დაფარული F-ით; გამომდინარე აქედან, ამ რიგის აღნიშვნა უფრო მიზანშეწოლილი იქნებოდა, როგორც „უტარკი“. შემდგომ ის ასკვნის, რომ ყოველ რუნას, რიგში თავისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, გააჩნია რიცხვითი მნიშვნელობაც - მაგალითისთვის, u=1, th=2 და ა.შ. - რომელიც გამოიყენებოდა გარკვეული ეფექტური რიცხვითი თანაფარდობის მისაღწევად. აგრელმა ასევე აღნიშნა, რომ ფილაზე დაწერილ რიგში იკვეთება ისეთი თავისებურებები, როგორიცაა, რუნების ორი გადაადგილება (e, p - ს მაგვივრად p, e  და c, d - ს მაგივდრად c), სამი შემობრუნებული რუნა (a, b, c) და ორი ამობრუნებული რუნა (w და R), და გამოთქვა მოსაზრება, რომ ამ მოვლენას მხოლოდ ერთი მიზანი გააჩნია, გაეძლიერებინა რუნების ზემოქმედების ენერგია და ამასთან, მათ წინააღმდეგ მომართული ბოროტი, მტრული ძალების ზეგავლენა შეეფერხებინა და გაენეიტრალებინა; თავისი ფიპოთეზა განამტკიცაიმ ფაქტით, რომ შუაზღვისპირეთში სწამდათ რუნების მაგიური ძალის და ამობრუნებული რუნების იმ თვისების, რომელიც უკუაგდებდა ბოროტ ძალებს და წინააღმდეგობას უწევდა მტრულ მაგიურ ზემოქმედებას; გარდა ამისა, ერთდროულად სამ სიმბოლოს განსაკუთრებით დიდი წინააღმდეგობის გაწევის უნარი გააჩნდათ.

აღსანიშნავია, რომ ბევრ წარწერებში, გარდა ბგერითი მნიშვნელობისა, მიზანშეწონილი იქნება მათი რიცხვითი მნიშვნელობების გათვალისწინებაც. ნიმუშად ზემოთ მოყვანილი ანგლო-საქსური ბეჭედიც საკმარისი იქნება, სადაც წარწერები დაყოფილია სამ ჯგუფად, თითოში ცხრა სიმბოლოთი, რომელსაც ცალკე ემატება, მეორე მხარეს დაწერილი კიდევ ერთი ჯგუფი სამი სიმბოლოთი.

მრავალრიცხოვან სკანდინავიურ ძეგლებს იმ დასკვნამდე მივყავართ, რომ ერთი შეხედვით უაზროდ დაწერილ ასოებს თავისი კონკრეტული მიზანი გააჩნდათ, და რომელშიც მათი რიცხვითი მნიშვნელობაც უნდა გავითვალისწინოთ. მაგალითად, დანიურ რუნულ ქვებში, დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდათ რიცხვებს: 2, 4, 8, 12, 16, 24, 48. ასევე, როგორც სჩანს, ღრმა აზრს ატარებდა რიცხვი 10. ასოების რიცხობრივი ტერმინი მისთვის არის სიტყვა „ჰემატრია“.

ამ მიგნებების წყალობით, რუნების კვლევამ მეოცე საუკუნეში, სულ სხვა სახე მიიღო, ვიდრე ეს იყო მე-19-ში. ამასთან, უამრავი დეტალი საოცარ ზეგავლენას ახდენდა. მათ მივყავართ შეკითხვისკენ, რამდენად შეიძლება რუნები ჩაითვალოს მხოლოდ ძველ-გერმანულ მოვლენად. თვალშისაცემია ის ფაქტი, რომ იმ დროიდან, როდესაც გერმანელები სამხრეთ-აღმოსავლეთ ხალხებთან გრძელვადიან სამხედრო და ეკონომიკურ კონტაქტში შევიდნენ, ესე იგი ჯერ კიდევ კეისრისა და არიოვისტის დროს, სამხრეთ იდეების სულიერ გავლენას, მათ შორის ცრურწმენას, თავისუფლად შეეძლო შეეღწია გერმანულ სივრცეში. კეისარი ჯერ კიდევ ძვ. წ. -ით 52 წლიდან თავის ჯარში ათასობით გერმანელს იწვევდა. საუკუნეების მანძილზე გერმანელები რომაელთა ჯარში მსახურობდნენ, რომელთაგანაც უმეტესი საუკეთესო წლებს იქ ატარებდა, როგორც დაქირავებული ჯარისკაცი. ის გარემოება, რომ ასეთი დაქირავებული ჯარისკაცების უმრავლესობას საკმაო დრო და შესაძლებლობა ჰქონდათ იმისთვის, რომ უფრო ახლოს გასცნობოდნენ გვიან-ანტიკურ შეხედულებებს, აბსოლუტურად ნათელია. გარდა ამისა, სკანდინავიური არქეოლოგიის დანიურ კვლევებში აღმოჩენილია, რომ რაინიდან ჩრდილოეთისკენ გადიოდა საკმაოდ დატვირთული სავაჭრო მარშრუტი, რომელიც არსებობდა საუკუნეების მანძილზე. მაგრამ მატერიალურ ღირებულებებთან ერთად მოგზაურობდნენ სულიერი ფასეულობებიც. თუკი, სამხრეთელების შეხედულებები, რაც ზემოთ აღვწერეთ, კარგ საყრდენს პოულობდნენ გერმალენების შეხედულებებში, მაშინ მათ - როგორც მაგიის ისტორია გვასწავლის - ნაყოფიერად გაიდგეს ფესვები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან ბევრი გავლენიანი გერმანელი რომში იღებდა იმპერიულ განათლებას და ეს ფაქტიც აუცილებლად გასათვალისწნებელია.

რომის იმპერიის დროინდელ ჯარისკაცებში ძალიან გავრცელებული იყო მიტრას რწმენა. მდინარე რაინზეც, ამ ღმერთის პატივსაცემად, არაერთი ტაძარი ააშენეს. დაუმარცხებელი მზის ღმერთის თაყვანისცემას, რაღა თქმა უნდა, ბევრი დაქირავებული გერმანელიც იზიარებდა.
საგნების ამგვარი განლაგების მიხედვით, უნდა ჩავთვალოთ, რომ რუნებზე გავლენა იქონია გვიან-ანტიკურმა - მიტრისეულმა ცრურწმენამ, რომლებიც დაკავშირებული იყო რიცხვებთან და ასო-ბგერებთან. კულტურების სწორედ ამ თანაქმედებით შეიძლება აიხსნას, როგორც ფიბულების თავისებურება, ასევე ნუმეროლოგიის მინიშნებები, რომლებიც აღმოჩენილი იყო რუნისტულ წარწერებში.

ამ კონტესტში შეიძლება მოვიხსენიოთ ზემოთხსენებული ანგლო-საქსური ბეჭედიც. მოცემული შემთხვევა საოცრად ჰგავს პოლიკრატეს ბეჭდის ისტორიას (შენიშვნ.,ძველბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე გადმოსცემს ლეგენდას, რომ ერთხელ პოლიკრატემ თავისი ბეჭედი ზღვაში გადააგდო. ეს ბეჭედი თევზმა გადაყლაპა. მეთევზემ კი რომელმაც ეს თევზი დაიჭირა ისევ პოლიკრატეს მიუტანა იგი. ასე, პოლიკრატეს მიერ გადაგდებული ბეჭედი, მისთვის თევზის მიერ იქნა დაბრუნებული), რომელიც საშუალებას გვაძლევს შესაბამისი დასკვნები გავაკეთოთ სამხრეთულ ლეგენდებზე.
„მეორე სიმღერა გუდრუნზე“ ედაში, გუდრუნის ქვრივს (კრიმჰილდას) სთავაზობენ სასმელს, რომელსაც მისთვის ტკივილის და ტანჯვის დავიწყება უნდა მოეტანა. იქ ნათქვამია:

22. Váru í horni hvers kyns stafir
(თარგმ., „იყო მთაზე მეწამული რუნები“).

ამ ფორმით ტექსტში შეტყობინება იყო სკალდ ეგილზე, თითქოს მან, როდესაც მას თაფლით სავსე რქა გაუწოდეს, იეჭვა, რომ შეიძლებოდა თაფლის მაგივრად საწამლავი ყოფილიყო, ამიტომ რქაზე დანით ამოჭრა რუნები და თავისი სიხლით შეღება, რის შემდგომაც რქა გაიბზარა და თაფლმა დენა დაიწყო.
ეს არაჩვეულებრივი თქმულებები ადასტურებენ, რომ არსებობდა რწმენა, თითქოს რუნების „სიწითლე“ მათ მეტ მაგიურ ძალას ანიჭებდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ძველ-გერმანული სიტყვა „Zauber” (ჯადოქრობა) ანალოგია ძველ-სკანდინავიური „taufr“ და ძვენ-ინგლისური ‘”teafor”, რაც წითელ ხნას ნიშნავდა, შესაბამისაც სიტყვა „Zauber”-ს არ ჰქონდა ის მნიშვნელობა, რაც მას ქრისტიანობის მერე მიანიჭეს და რომელმაც თავისი გამოხატულება ჰპოვა ლეგენდაში ფაუსტზე. მაგრამ, იმის რწმენა, რომ სისხლის წითელი ფერი განსაზღვრავს შელოცვის ეფექტურობას, ჯერ კიდევ ქრისტიანობამდე გაიდგამდა ფესვებს.