ჩატვირთვა..

ვირდას ქსელი

ავტორი: Amateo
  • 1 169
ვირდა (ძვ. ნორვ; ურდ) იგდრასილის ფესვთან მდებარე წყაროა, რომლის მახლობლადაც ნორნები, ბედისწერის ქალღმერთები ცხოვრობენ (nornir, norn, «ბედისწერა»), რომლებიც მართავენ არა მხოლოდ ადამიანთა, არამედ თვით ღმერთების ბედსაც. 
 მათ შორის პირველი არის ურდ (ის, რაც უკვე არის) - მოხუცი ქალი, ყველაზე უფროსი და ბრძენი ნორნებს შორის. ის რთავს ნართს ბედის ძაფებისთვის და პასუხისმგებელია წარსულზე. 
 მეორე - ვერდანდი (ის, რაც ახლა ხდება). ეს შუახნის ქალია, რომელიც სიმბოლიზირებს ქმნადობას და პასუხისმგებელია აწმყოზე, ის ქსოვს ბედის ძაფებს იმ ნართისგან, რომელიც მოუმზადა ნორნა ურდმა. 
 სკულდ - მესამე ნორნა (ის, რაც მოსახდენია), გვევლინება ახალგაზრდა გოგონას სახით, ის პასუხისმგებელია მომავალზე, და სიცოცხლის ძაფსაც სწორედ ის წყვეტს, რომელიც ადრე თუ გვიან სრულდება.
 ნორნებს ხშირად მიმართავენ სეიტის ოსტატები, და ყველა ის, ვისაც „ბედისწერის ძაფების“ წაკითხვა სურს და ამა თუ იმ ფორმით მათი შეცვლაც. ამას უწოდებენ „ძაფებთან მუშაობას“. ყველა ადამიანს აქვს საკუთარი „ძაფი“ ვირდაში, რომელიც მის ყველა ქმედებას მოიცავს, და რომელიც რთული კვანძებით არის დაკავშირებული სხვა ადამიანებთან. კვანძები და ბმები სხვების „ძაფებთან“ წარმოიშობა ყოველთვის, როდესაც ვინმესთან ერთგულების ფიცს ვდებთ, ვიღებთ ან გავცემთ ღრმა გრძნობებს და ემოციებს, ვჩუქნით საჩუქრებს, საკუთარ თავზე ვიღებთ პასუხისმგებლობებს, ან ვაკისრებთ სხვას, და კიდევ მაშინ, როდესაც საზღაურის გარეშე ვვნებთ სხვებს (ან ჩვენ ვზარალდებით ვინმესგან კომპენსაციის გარეშე). გარდა ამისა, თქვენი „ძაფი“ შეიძლება გაიხლართოს ან გაინასკვოს „იღბლის“ გავლენის ქვეშ (რომელიც შეიძლება კარგიც იყოს და ცუდიც), რასაც საფუძვლად თქვენი ადრინდელი ქმედები უდევს. 
 გამოცდილ შამანს (სეიტს) გარკვეულ პირობებში შეუძლია ვირდას ქსელში კონკრეტული ადამიანის ძაფი დაიჭიროს, მიყვეს მას და გამოავლინოს გადახლართული კვანძების და პრობლემების წარმოშობის მიზეზები, და გამოარკვიოს, რისი გაკეთებაა შესაძლებელი მათ გასახსნელად. ეს განსაკუთრებით იმ ადამიანებს სჭირდებათ, რომელთაც დაკარგეს ან დააზიანეს საკუთარი იღბალი. ძაფებთან მუშაობა - საკმაოდ რთული შამანური პრაქტიკაა, რომლის მისაღწევად დიდ შრომას და ძალისხმევას მოითხოვს პრაქტიკოსისგან.
 ნორნებთან მომუშავე შამანები ძალიან დიდი იშვიათობაა. თუმცაღა, გადმოცემების მიხედვით, ზოგიერთ შამანს ამის საშუალება ეძლევა და უნარს იძენს შეცვალოს, როგორც საკუთარი, ასევე სხვების ბედისწერაც.
 ვირდას ქსელი - ბედისწერის სიმბოლოა, და უკავშირდება არა მხოლოდ ცალკეულ სიცოცხლეებს, არამედ მთელ სამყაროს, რომელიც ერთ უზარმაზარ ქსელს ქმნის, სადაც ყველა და ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია. ასე რომ, გრანდიოზული გალაქტიკებიც კი, ერთი შეხედვითაც,  გვაგონებენ ერთიან უჯრედულ სტრუქტურას და ცოცხალი ორგანიზმების ერთ დიდ გენეტიკურ კავშირს; მიკროკოსმს და მაკროკოსმს. იმ დროს, როცა მეცნიერება ჯერ კიდევ აღფრთოვანების მდგომარეობაშია სტრუქტურული და ფუნქციონალური ანალიზით, ძველ გერმანულ და სკანდინავიურ სამყაროს შეუძლია თქვას, რომ დროსაც და მიზანსაც აქვთ მნიშვნელობა.
 (P.S. ვირდას ქსელში იწერება ყველა რუნა).