ჩატვირთვა..

ოდრერირი

ავტორი: Amateo
  • 891

დასავლურ ოკულტიზმში წმინდა გრაალის ცნებამ ბევრი მეცნიერის და მაგის ყურადღება მიიპყრო. ხშირად გრაალს აღწერენ, როგორც თასს ან ბარძიმს. ყველაზე მეტად გავრცელებულია შეხედულება, რომლის მიხედვითაც საიდუმლო სერობაზე იესო, თავის მოსწავლეებთან ერთად, სწორედ ამ ბარძიმით სვამდა ღვინოს. იმავე ბარძიმში შეაგროვა იოსებ არიმათიელმა მისი სისხლი. შემდგომ ანგელოზებმა მონსალვატში გადაიტანეს ის, სადაც მეფე ტიტურელმა გრაალის ტაძარი ააგო. შეიქმნა რაინდული ორდენი, რომელსაც მისი დაცვა ევალებოდა. გრაალი ინახავს ღვთიურ ძალას, და მისი ადგიმლდებარეობა დღეს უცნობია. იმისთვის, რომ გრაალი ეპოვათ,  ისეთს მაძიებლებს, როგორებიც იყვნენ მეფე არტური და მისი რაინდები, მთელი მსოფლიოს შემოვლა მოუწიათ. გადმოცემის მიხედვით, მისი პოვნა შეუძლია მხოლოდ სულით სუფთა ადამიანს, და საბოლოო ჯამში ის უმანკო პარციფალმა იპოვა.
 ქრისტიანული წარმოდგენა გრაალის შესახებ წარმოიშვა შუა საუკუნეებში. მასზე დიდი ზეგავლენა მოახდინეს ძველმა ნორდიკულმა მითებმა. თავდაპირველად გრაალი ეკუთვნოდა არა ქრისტიანულ, არამედ ოდინისტურ კულტს. გრაალის საიდუმლო - ჩრდილოური ტრადიციის ერთერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია. გრაალის ძველი ნორდიკული სიმბოლო - ეს არის ოდრერირის თასი ან ბარძიმი. მასში მოთავსებულია „შთაგონების თაფლი“, მოდუღებული მკვდარი ღმერთის სისხლით. თვითონ თაფლსაც „ოდრერირი“ ეწოდება, რაც ნიშნავს - „ის, რაც ექსტაზში აგდებს“. „ოდ“ ანუ ექსტაზი - ეს ღვთიური შთაგონებაა, რაც სინამდვილეში ოდინის ყოვლისშემძლეობას უდევს საფუძვლად. თაფლი მიღებულ იქნა ასებს და ვანებს შორის მშვიდობიანი შეთანხმების შედეგად. ძველად ლუდის მოსახარშად იყენებდნენ ნერწყვს. შუაში დაიდგა უზარმაზარი ქვაბი, და მასში ორივე რასამ თავისი ნერწყვი შეურია. ამის ფონზე დაიბადა ღმერთებში ყველაზე ბრძენი ღმერთი - კვასირი. მოგვიანებით ის ორმა ჯუჯამ მოკლა, ფიალარმა და გალარმა. მათ შეაგროვეს ღმერთის სისხლი და შეურიეს ფუტკრის თაფლს. ასე მოიხარშა ოდრერირი. გოლიათმა სუტუნგმა გაიტაცა თაფლი და მთის შუაგულში მოათავსა, მცველად კი ქალიშვილი - გუნლედი დაუყენა. ამ თაფლის მოსაპარად ოდინი ლაშქრობას მოაწყობს. ბოლვერკის სახელით (რომელიც ნიშნავს „ის, ვისაც მოაქვს ბოროტება“) სუტუნგის ძმას - ბაუგის აიძულებს მთა იმ ადგილამდე გაბურღოს, სადაც ოდრერირი ინახება. გველის სახით ის შიგნით შეაღწევს, აცდუნებს გუნლედის და მასთან სამი ღამე რჩება, რის საფასურადაც მისგან სამ ყლუპ თაფლს მოიპოვებს. ოდინი სამ დიდ ყლუპში მთელ თასს შესვამს და არწივად გადაიქცევა. შემდგომ გაფრინდება ვალჰალაში და მთელ თაფლს იქ გადმოღვრის. ფრენის დროს ოდინმა რამდენიმე წვეთი თაფლი დაკარგა. ეს წვეთები - პოეზიის ის მცირე უნარია, რომელსაც ადამიანები ფლობენ. ოდინი - გრაალის თასის პირველი რაინდია, ხოლო თავად მითი ინიციაციის პროცესს აღწერს.
 ოდრერირი - ეს ნახარშია, რომელიც ხილვებს იწვევს, დაახლოებით ინდური „სომა“-ს მსგავსი. სომა, ისევე როგორც ოდრერირი - ღვთაებაცაა, და სასმელიც. სომა უკავშირდება მთვარეს და ღვთაებრივ შთაგონებას. ოდრერირსაც და სომასაც თვლიდნენ სასმელად, რომელშიც გამოყენებული იყო  ჰალუცინოგენური სოკოები, რაც მათი გამოყენების მიზეზს ამართლებს. ცნობილია, რომ ზოგიერთ კულტურაში გარკვეული სახის სოკოები ითვლებოდა ღმერთების „სისხლად და ხორცად“. შესაძლოა, რომ ეს ოდრერირის, სომას და გრაალის ლეგენდების გარეგანი ასპექტი იყოს.
 თასი - გრაალის გარეგანი ფორმაა. შუასაუკუნეების გერმანულ ისტორიაში მინეზინგერები გვაუწყებენ, რომ გრაალის პირვანდელი ფორმა - ზურმუხტია ლუციფერის გვირგვინიდან, რომელიც ლუციფერს ვარდნისას ჯოჯოხეთში ჩაუვარდა. ვოლფრამ ფონ ეშენბახი, რომელიც XIII საუკუნეში პარციფალზე წერდა, მოგვითხრობს ლუციფერის ქვა „lapis exillis“-ზე, რომელიც იგივე ღვთიური თვისებებით არის დაჯილდოვებული, რითაც ნამდვილი გრაალი. გრაალის მაძიებლებიც და ალქიმიკოსებიც დიდი ხანია ისწრაფვიან ამ „ფილოსოფიური ქვის“ ხელში ჩასაგდებად. ზოგიერთ ლეგენდაში თასი წარმოიშვა ქვისგან. თასი ადამიანს საშუალებას აძლევს მოიპოვოს ღვთაებრივი ხედვის ძალა. ქვა ლუციფერის გვირგვინიდან - ეს „ღვთის თვალია“, იგივე მესამე თვალი, რომელსაც ინდოეთში შივას თვალს უწოდებენ. ნორდიკულ ტრადიციაში კი - ეს ოდინის თვალია, რომელსაც მსხვერპლად წირავს მიმირის (სიბრძნის) ჭას. მიმირის ჭა - არის მეხსიერება და ქვეცნობიერი. ჭაც და თვალიც, რომელიც ოდინმა მსხვერპლად გაიღო, სიმბოლიზირებს მთვარეს. მიმირის ჭისთვის გაღებული მსხვერპლი უკავშირდება გრაალის ლეგენდას და ინიციაციის პროცესს, რომელიც აღწერილია მითში ოდრერირზე. ოდინის მისტერიის უმნიშვნელოვანესი ასპექტი - ექსტაზის მიღწევაა, რომელიც ღვთიურ თვალს აღვიძებს.
 /აქვე დამატებით დავურთავ ამონარიდს ვიკიპედიადან/
 თუკი კელტურ მითებს გადავხედავთ, ჯადოსნური ბარძიმი - თასი, მათშიც ფიგურირებს, რამაც, სავარაუდოდ, გრაალის სახის შექმნაზე გარკვეული გავლენა იქონია. მითებში ალქაჯის მიერ დანაწევრებული თასიც არის ნახსენები. თასი ერთ-ერთ სიმაგრეშია შენახული, სადაც მოხვედრა მხოლოდ სუფთა ჩანაფიქრების მქონე სრულყოფილ ადამიანებს შეუძლიათ. იგი არც კი ჩანს. ამ ადგილს ანუნი ჰქვია.
 „ანუნი“ — იმავდროულად და თავდაპირველად მსოფლიო უფსკრულია, ადგილი, სადაც სიკვდილი სიცოცხლეზე ძლიერია და სადაც ყოველი სულდგმული სიკვდილის მიერ არის დათრგუნული, მაგრამ, სადაც ყველანაირი სიცოცხლე იბადება, და სხვა სამყარო, სადაც ღმერთები იბადებიან და საიდანაც დასავლეთის ზღვებში მდებარე ჯადოსნურ კუნძულ ავალონისკენ მიდის გზა.
 იმავე კელტურ გადმოცემებში გრაალის ქვასთან დაკავშირებული სხვა მითიც არის. გრაალი განსაკუთრებული ქვა იყო, რომელმაც ყვირილი იცოდა. ყვირილით ჭეშმარიტ მეფეს ამოიცნობდა, ამიტომ, ირლანდიის დედაქალაქ ტარში დააყენეს.