ჩატვირთვა..

ისლანდიური მაგიის სახეობები (შესავალი)

ავტორი: Amateo
  • 1 795


ისლანდიური მაგიის სახეობები
 (შესავალი)
 ..................
 ისევე როგორც სხვა ძველ კულტურებში, ძველ ნორდიკულ ტრადიციაშიც მაგიას ცენტრალური ადგილი ეკავა. მაგია - ეს ძალაა, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს საზოგადოების ყველა ფენაზე, ადამიანების ცხოვრებაზე, და ცხოველებზე. მთელი სამყარო სავსე იყო მაგიური ენერგიით, ბუნების „მეგინით“ (ისლ.; ძალა, ენერგია, მაგია). ნორდიკული სულიერება ყოველთვის უფრო მაგიური იყო, ვიდრე რელიგიური. ღმერთების თაყვანისცემა არ იყო ცალმხრივი: მათთვის მიჰქონდათ ძღვენები, რაც შემდგომში იცვლებოდა მათი მხრიდან დახმარებაში. ბუნების მიმართ პატივისცემა - ნორდიკული სულიერებისთვის ერთერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია, რაც კარგად ჩანს ხეების გაკულტებაში. თითოეული ხე სიმბოლიზირებს გარკვეულ ენერგიას და ასრულებს კონკრეტულ ფუნქციებს. კოსმოსი დაფუძნებულია იგდრასილის ხეზე, რომელიც აერთიანებს სამყაროებს. იგდრასილი, როგორც სამყაროს ღერძი, იჭერს ცას. თუ ამ ხეს მოვჭრით, ცა მიწაზე დაეცემა და სამყარო განადგურდება. ადამიანი შეიქმნა ორი ხისგან: პირველი კაცი ასკი („იფანი“) და პირველი ქალი ემბლა („ტირიფი“). ძველი სკანდინავები თვლიდნენ, რომ ფიზიკური სიკვდილის შემდგომ ჰამრი და ეთერული სხეული, ასევე ონდის ნაწილი და მეხსიერება გადადიან ხეებში. ითვლებოდა, რომ მეხსიერება და ადამიანის გარეგანი იერ-სახე სიცოცხლეს ხეებში და სხვა ბუნებრივ ობიექტებში აგრძელებენ. ძალიან ძველ კულტურებში სჯეროდათ, რომ ხეები წინაპრების სულების წმინდა სამყოფელი იყო. წინაპრების კულტი - რელიგიის უძველესი სახეობა, მჭიდრო კავშირშია ბუნების "ძალის ადგილებთან". ბუნების მიმართ ბარბაროსული დამოკიდებულება, რითიც თანამედროვე საზოგადოება ხასიათდება, - რეზულტატია საკუთარი ისტორიის დავიწყების და ფესვების დაკარგვის, რომლებიც საწყისს სწორედ ამ ბუნებაში იღებენ. მატერიალიზმი და ბუნების მიმართ უპატივისმცემლობა - მონოთეისტური რელიგიების გავლენის შედეგია, ვინაიდან, თუკი ღვთიური საწყისი არსებობს ჩვენგან დამოუკიდებელ სამყაროში, შესაბამისად მთელი ყურადღებაც მხოლოდ მისკენ მიემართება. ქრისტიანობა და მატერიალიზმი ერთმანეთს არ ეწინააღმდეგებიან. მათ სამყაროს ერთიანი სურათი აკავშირებთ, მხოლოდ მატერიალიზმმა ქრისტიანული თეოლოგიის აბსურდულობა შეიცნო. ძველ რელიგიებში ითვლებოდა, რომ ღვთიური საწყისი ყველაფერში არსებობდა, ადამიანი კი მისი ნაწილი იყო. ყველაფერი - ენერგია და მაგიაა, მეგინი - სხვადასხვა ფორმით და გამოვლინებით. მაგი სწავლობდა, თუ როგორ მიემართა ეს ენერგიები ისე, რომ თავსებადი ყოფილიყო მისივე ნებასთან და სურვილებთან.  
 ნორდიკული სულიერების მაგიურ და რელიგიურ ასპექტებს შორის ძალიან რთულია მკვეთრი საზღვრის გავლება. რელიგიური ასპექტები უფრო მეტად კოლექტიურ, საზოგადოებრივ ხასიათს ატარებენ, მაგიური კი უფრო ინდივიდუმის ნების გამოვლინებასთან არის კავშირში. ჩვენ აქ მაგიურს ასპექტებს ვეხებით. გვიანდელი დასავლური ტრადიციისგან განსხვავებით, ნორდიკული მაგია არ იყო მკაცრი და სხვადასხვა კანონებით არ იზღუდებოდა, ის იყო ინტუიტიური და სპონტანური. ნორდიკული მაგია უკავშირდება შამანიზმს, ოდინს კი ხშირად შამანად თვლიან. ის მოიცავს ძალიან ბევრ, და ხშირად  ერთმანეთთან დაკავშირებულ მეთოდებს:
- რუნული მაგია (გალდორი);
- „უტესეტა“, მედიტაცია ბუნებაში;
 - სიგილები (ემბლემები);
 - გალდრები და სიმღერები;
 - რიტუალები;
 - ბუნებრივი მაგია;
 - საკულტო ადგილები;
 - სეიტი;
 - ოდრერირი.
 და ასევე მაგიის შედარებით გვიანდელი ფორმა, რომელიც შეიმუშავეს გერმანიაში, ცნობილი როგორც „რუნული იოგა“ (ზიგფრიდ ადოლფ კუმერი) ან „რუნული გიმნასტიკა“ (ფრიდრიხ მარბი). მიუხედავად იმისა, რომ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ ამ ფორმას რაიმე კავშირი აქვს ძველ ნორდიკულ მაგიასთან, მას მაინც ბევრი მაგი იყენებს, ხოლო ამ თეორიის გასამყარებლად, ხშირად დემონსტრირებენ რქას გალეჰუსიდან (დანია), სადაც გამოსახულია ადამიანები სხვადასხვა რუნულ პოზებში.
 (ჩამონათვალში შესულ მეთოდებს ცალცალკე შემოგთავაზებთ მომდევნო ნაწილებში).