ჩატვირთვა..

ნორდიკული ფერთა გამა

ავტორი: Amateo
  • 841


ნორდიკული ფერთა გამა
 ..........................................
 სხვადასხვა დროში, სხვადასხვა ტრადიციებში ფერებიც სხვადასხვანაირად იყოფოდნენ. ნორდიკული ფერთა დიაპაზონი შეიძლება ცხრა ნაწილად დავყოთ, სადაც თითოეული ერთ კონკრეტულ სამყაროს უკავშირდება. ცხრა ფერი - ესენია ოთხი ძირითადი (წითელი, ყვითელი, მწვანე და ლურჯი), შავი და თეთრი, ოქროსფერი, ვერცხლისფერი და მიწის ფერი - ყავისფერი.
 ყავისფერი. მიდგარდი. მიწის და ნიადაგის ფერი. დედა-მიწა, რომელიც გვაძლევს და გვართმევს სიცოცხლეს. კვება და სტაბილურობა.
 მწვანე. ვანაჰეიმი. განაყოფიერებული და აყვავებული ბუნების ფერი.
 ყვითელი. ლუსალფჰეიმი. ინტელექტის ფერი. სიმსუბუქე, სიცხადე, კომუნიკაცია.
 წითელი. სვარტალჰეიმი. ძალა, ემოცია და ინსტიქტი. მაგიური ძალა. პოტენციალი. რკინა და მეტალთან მუშაობა.
 ლურჯი. ეტუნჰეიმი. გოლიათების სამყარო ზღვის პირას. წყალი და მიმირის ჭა. მეხსიერება (ხსოვნა) და სიზმრები წარსულზე.
 ოქროსფერი. ასგარდი. ღვთიური ძალა, "ონდი". დიდება და ძალაუფლება. მზე და მისი სხივები.
 ვერცხლისფერი. ჰელჰეიმი. მთვარე და მისი ნათება. ღამის სინათლე. ჯადოსნობის და სიკვდილის ძალა. სიზმრები და ჰალუცინაციები.
 შავი. ნიფლჰეიმი. ძალის აბსოლუტური კონცენტრაცია. შავი ხვრელი. სიკვდილი და აბსოლუტური სიცივე. თავის თავში სიცოცხლის მატარებელი და ფარული სინათლე. პოტენციური "ყველაფერი".
 თეთრი. მუსპელჰეიმი. სუფთა ენერგია. აბსოლუტური და უსაზღვრო ენერგია, მუდმივი გაფართოების და გავრცელების პროცესი.