ჩატვირთვა..

ნორდიკული ნუმეროლოგია

ავტორი: Reginlave
  • 1 012

ნორდიკული ნუმეროლოგია
...............................................
ციფრები ყოველთვის დიდ როლს თამაშობდნენ რელიგიაში, მაგიაში და მითოლოგიაში. შესაძლოა, რომ ციფრი წარმოადგენს ცნობიერების სტრუქტურის ძირითად ელემენტს. ბუნებაც კი შეიძლება, რომ მათემატიკური პრინციპებით დაშალო. ზოგიერთი ფილოსოფიური (პითაგორის და პლატონის მიმდევრები) და მისტიკური (კაბალა) სისტემები გვეუბნებიან, რომ ყველაფერი მათემატიკური პრინციპით არის შექმნილი და რომ ციფრები სიმბოლიზირებენ ყოფიერების ასპექტებს. ნორდიკულ ტრადიციაშიც ციფრებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ამ ტრადიციაში ისინი ტრიადის საფუძველს ეყრდნობიან. ღმერთების და ქალღმერთების ტრიადები ქმნიან სამყაროს ბირთვს. სამყაროები 3x3-ია. ოდინი ხეზე ეკიდა 9 ღამე და იგებს 18 (9x2) ძალთა სიმღერას. ტრიადა - მთელი ნორდიკული სულიერების ფუძეა. ამ იდეამ გამოხმაურება ჰპოვა ჰეგელის წარმოდგენაში თეზისზე - ანტითეზისზე - სინთეზზე.

ერთი - 1. ერთიანს, რომელიც მონოთეისტურ თეოლოგიაში და პლატონის ჰერმეტისტულ ფილოსოფიაში ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, ნორდიკულ ტრადიციაში არც ისე მნიშვნელოვანია. ამ ციფრს მხოლოდ იგდრასილი განასახიერებს, როგორც სამყაროს ცენტრს.

ორი - 2. ციფრი „ორი“ უფრო მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. სამყარო შეიქმნა ორი ურთიერთსაპირისპიროსგან: მუსპელჰეიმი და ნიფლჰეიმი. ისეთი პირველქმნილი არსებაც კი, როგორიც იმირია, არ შეიძლება ერთიანს მიუსადაგო, ვინაიდან მისი ორმხივი ბუნება და დამოკიდებულება ტვისტოს მიმართ („tvistra“ - დაყოფა, „tvai“ - ორი, „tvis“ - ორჯერ, დუბლი, ამ სიტყვის Tuisto -ს ფესვი ნიშნავს ორმაგს, გაორებულს, ძალიან ახლოსაა „twin“-თან - ტყუპები) მას ციფრ ორთან აკავშირებს. ქორი და გველი ნიდჰეგი - ორი ურთიერთსაპირისპირო პრინციპი. ჰუგინი და მუნინი (ოდინის ყორნები) ასევე ციფრ „ორს“ მიეკუთვნებიან, ისევე როგორც გერი და ფრეკი (ოდინის მგლები). ოდინი და ლოკი - წყვილი, რომელიც მაგიურად ავსებენ ერთმანეთს.

სამი - 3. სამი - ნატურალური ციფრია, რომელიც სამყაროს მუდმივ მოძრაობას წარმოადგენს (თეზისი - ანტითეზისი - სინთეზი). ღმერთების ტრიადა - ვოდანი (ოდინი), ვილი, ვე - სამყაროს სტუქტურას ქმნიან. ოდინი, ჰენირი, ლოდური (შესაძლოა იგივე ტრიადა იყოს, ოღონდ შეცვლილი სახელებით) ადამიანს სულიერ თვისებებს სძენენ. ურდ, ვერდანდი და სკულდ, ბედისწერის ნორნები მართავენ დროს. ციფრი „სამი“ - რუნების და ძალთა სიმღერების ფუძეა.

ოთხი - 4. ციფრი „ოთხი“ სიმბოლიზირებს წესრიგს. ამ ციფრის სიმბოლო - მზის ბრუნვაა (სვასტიკა), რომელიც ასევე თორის სიმბოლოს წარმოადგენს. ის იბრძვის ქაოსის ძალების წინააღმდეგ და ამყარებს წესრიგს. სამყარო უჭირავს ოთხ გნომს (ოთხივე მხარეს) - ნორდრი, სუდრი, აუსტრი და ვასტრი. ოთხი ირემი ჭამს იგდრასილის (სამყაროს ხის) ფოთლებს; მათში შეიძლება დავინახოთ ის აუცილებელი დანამგრეველი ძალები, რომელიც სამყაროს და ციფრ „ოთხს“ აიძულებენ ციკლურ ბრუნვას.

ხუთი - 5. ციფრი „ხუთი“ უკავშირდება დროს. ძველ გერმანებში კვირა ხუთი დღისგან შესდგებოდა და ერქვა „fimmt“. ნორდიკულ მაგიაში პენტაგრამები უფრო მოგვიანებით გამოიყენებოდა.

ექვსი - 6. ციფრი „ექვსი“ კავშირშია სივრცესთან. მოძრაობის სულ ექვსი მიმართულება არსებობს (ჩრდილოეთი, სამხრეთი, დასავლეთი, აღმოსავლეთი, მაღლა და დაბლა).

შვიდი - 7. ციფრი „შვიდი“ დაკავშირებულია „უკანა, საპირისპირო მხარესთან“. ცისარტყელას ხიდს, ბიფროსტს, ხან სამ ფერს მიაკუთვნებენ, ხან შვიდს.

რვა - 8. ციფრი „რვა“ აღწერს რუნების რიგს. უფროსი ფუტარკი დაყოფილია სამ ჯგუფად და თითოეულ ჯგუფში შედის რვა რუნა, ცნობილი როგორც „ატი“ (ættir). სკანდინავიური ფუტარკის დაყოფა ხდება ორ ატად, სადაც თითოეულში ასევე რვა რუნა გამოდის (უმცროს ფუტარკში 16 რუნა შედის). ნორტუმბრიული რიგის 33 რუნა იყოფა ოთხ ატად (ასევე თითოეულში რვა) და ერთი დამატებითი რუნა (33-ე). გხვდება 40 რუნიანი იშვიათი რიგიც, რომელიც ხუთ ატად იყოფა. მაგიურ გამოყენებაში იკვეთება რუნების რვა კომბინაცია. 

ცხრა - 9. ციფრი „ცხრა“ - ნორდიკულ მიმართულებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ციფრია. კაბალისტიკაში უნივერსალურობას წარმოადგენს „ათი“, ნორდიკულ ტრადიციაში კი ამ ფუნქციას „ცხრა“ ასრულებს. მიწისქვეშა სამყაროში - ცხრა სამყაროა, და არსებობს კიდევ ცხრა. ოდინი ცხრა ღამე ეკიდა იგდრასილზე. სნორი სტურლუსონი „საგაში ინგლინგებზე“ ოდინს ცხრა მაგიურ თვისებას ანიჭებს. „ვალკნუტის“ სიმბოლო - სამი სამკუთხედი, რომელთა კუთხეები ჯამში ცხრა გამოდის, სიმბოლიზირებს სრულქმნას, დასრულებას, ციფრ „ცხრას“ და ოდინს.