ჩატვირთვა..

ზოგადი კითხვები რუნებზე და ჩრდილოურ ტრადიციაზე

ავტორი: Amateo
  • 1 782

ზოგადი კითხვები რუნებზე და ჩრდილოურ ტრადიციაზე:
1. ფუტარკი - ანბანია თუ მაგიური სიმბოლოები?
ისტორიკოსებისთვის ფუტარკი, პირველ რიგში, რუნულ წყობას წარმოადგენს - განპირობებული რუნების თანმიმდევრობით. შეიძლება ითქვას, რომ ის მკაცრად ფიქსირებულია, რომ არა რამოდენიმე გამონაკლისი: ეივაზ და პერტ, დაგაზ და ოტალ. ეს რუნები რამოდენიმე წყაროში იცვლიან ადგილებს.
ეზოთერიის მიმდევრებისთვის რუნები წარმოადგენს მთელ სისტემას, რომელიც იტევს სამყაროს მთლიან ისტორიას და მის დამალულ მხარესაც, რომლის კვლევებიც არასდროს არ სრულდება.  ის - არის როგორც მიზანი, ასევე ინსტრუმენტი საკუთარი თავის, სამყაროს და სულის შესაცნობად.
2. სხვადასხვა რუნების სულ რამდენი წყობა არსებობს?
უფროსი ფუტარკი შეიცავს 24 რუნას, უმცროსი (დანიური) – 16, ხოლო ანგლოსაქსური ფუტარკი ითვლის 33 რუნას. ასევე არსებობს არმანენი ან არმანული ფუტარკი, რომელიც შეიქმნა XX საუკუნის დასაწყისში გვიდო ფონ ლისტის მიერ და ასევე რალფ ბლუმის სისტემა, რომელმაც შემოიღო ცარიელი რუნა და შეცვალა წყობის თანმიმდევრობა
3. 25-ე, ანუ რა არის „ცარიელი“ რუნა და საიდან მოვიდა ის?
25-ე რუნა მოიგონა რ. ბლუმმა, პირველყოფილებში მას არასდროს უარსებია.
4. <ფუტარკი> თუ <უტარკი> - რომელი რუნაა პირველი?
ძალიან ბევრი საიტი ავრცელებს ინფორმაციას ფუტარკზე და წერენ, რომ რუნა ურუზი პირველი რუნაა, ხოლო რუნა ფეჰუ შემაერთებელი (შემკვრელი). <უტარკის> თეორია წამოწია შვედმა რუნოლოგმა სიგურდ აგრელმა XX საუკუნის პირველ ნახევარში.
მისი თეორიის თანახმად, ყველა რუნას გააჩნია ნუმეროლოგიური მნიშვნელობა, რომელიც ძველად მხოლოდ განდობილებისთვის იყო ცნობილი, ამიტომაც რუნული ძეგლები, რომლებიც ამ წყობას დაადასტურებენ არ არსებობს. შემდგმოში ეს თეორია „აიტაცა“ მედოუზმა და უკვე მისი წიგნებიდან გავრცელდა სხვადასხვა რესურსებზე. თუმცა ამ თეორიას მხარს რუნოლოგების მცირე რაოდენობა უჭერს.
 
5. სწორი, ამობრუნებული, სარკისებური - საით ვატრიალოთ?
ამ საკითხზე რამოდენიმე აზრი არსებობს. ზოგი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ამობრუნებული რუნების მნიშვნელობა განსხვავდება მის ნიუანსებში - გამრუდება ან უარყოფა ძირითადი მათი პრინციპის, ან ანტაგონისტური პრინციპის ჩართვა. ასევე არსებობს აზრი, რომ სწორი და სარკისებური მგომარეობა გამოიყენება მაგიაში, სწორი და ამობრუნებული კი მანტიკაში. აღსანიშნავია ისი, რომ ძველად რუნებს კაწრავდნენ სხვადასხვანაირად, რაც დამოკიდებული იყო ადგილობრივ მახასიათებლებზე (მაგალითად რუნა ნაუტიზის დახრილობა).

6. რატომაა ყველა ინტერპრეტაცია სხვადასხვა და საერთოდ, საიდან მოდიან ისინი?
ინტერპრეტაციის ძირითადი წყარო იყო და არის რუნული პოემები, ედდები და პირადი გამოცდილება. ვინაიდან, როგორც აღქმა, ასევე პირადი გამოცდილება განსხვავდება, შესაბამისად განსხვავდება ინტერპრეტაციებიც. თუმცაღა, ეს შეიძლება აღმოჩნდეს "ცუდად თარგმნილი არასწორი გადმოცემაც". თუკი რამეს წერენ წიგნებში, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ მათი გადმოცემა პარადიგმად უნდა ვაქციოთ.

7. შეიძლება თუ არა გაშლების გამოყენება რუნულ მანტიკაში?
შეიძლება, თუ გსურთ. ისტორიულ დოკუმენტებში ერთადერთხელ არის ნახსენები რუნული მკითხაობის შესახებ, ტაციტის "გერმანიაში".

8. რა წიგნები წავიკითხოთ რუნებზე?
ყველა, რაც კი არის, იმისთვის, რომ გვქონდეს რამესთან შესადარებელი. პირველ რიგში - ედდები და საგები, ასევე ჩრდილოეთის მითოლოგიური კვლევები, საიდანაც შეგვიძლია მივიღოთ ყველა საჭირო ინფორმაცია ღმერთებზე, მათ ფუნქციებზე და ატრიბუტიკაზე.
9. რომელი ღმერთი მფარველობს რუნებს?
პირველ რიგში რუნებს მფარველობს თავად ოდინი - სწორედ მისგან მიიღეს ადამიანებმა რუნები. ბედს განაგებენ ნორნები ასევე ფრიგი. რაც შეეხება მაგიას, აქ ჩამონათვალი ბევრად მეტი იქნება, რადგან ყველა ღმერთს აქვს ის, რასაც უშუალოდ თავად მფარველობს.



კითხვები რუნების პრაქტიკულ გამოყენებასთან დაკავშირებით

1. აუცილებელია თუ არა რიტუალის ჩატარება რუნული ფორმულის დატანისთვის?
არა, არაა აუცილებელი. ყველა რიტუალი და ქმედება პირველ რიგში განკუთვნილია გონების კონცენტრაციისთვის და პრაქტიკოსის ნების ვექტორის ფორმირებისთვის.


2. აუცილებელია თუ არა მივმართოთ ღმერთებს რუნული ფორმულის დასატანად?

არა, აუცილებელი არ არის. ღმერთების შეწუხება წვრილმანების გამო არ ღირს, თავად რუნები საკმარისად მძლავრი ეგრეგორია, რომელსაც ძალუძს უზრუნველყოს შესრულებული სამუშაოს შედეგიანობა.


3. არსებობს თუ არა რუნულ მაგიაში გამოსყიდვა და როგორ ხდება ეს?

არა, რუნულ მაგიაში გაგება „გამოსყიდვა“ არ არსებობს. მაგრამ, როდესაც დახმარებისთვის მიმვართავთ ჩრდილოურ ღმერთებს, ტრადიციულად მათთვის სასიამოვნოა ძღვენის და საჩუქრების მირთმევა (ძღვენის ხარისხიანი შემადგენლობა შეიძლება ვარირებდეს შერჩეული ღმერთის/ღვთაების ან ოპერატორის ქმედების პირობის მიხედვით). სხვა შემთხვევაში არანაირი „გადასახადი“, „გამოსასყიდი“ და „ხელფასი“ არ არსებობს.


4. მოქმედებს თუ არა რუნების მუშაობაზე მთვარის ფაზები?
არა, არ მოქმედებს. თუ თქვენ თვლით, რომ კლებადი ან ზრდადი მთვარე დაგეხმარებათ თქვენი სამუშაო უფრო ეფექტური გახადოთ - შეგიძლიათ დაელოდოთ. თქვენი განწყობა და რწმენა იქნება თქვენი პირადი წვრილი რუნული ფორმულის მუშაობისთვის.  თავისთავად რუნების მოქმედება მთვარის ფაზებზე მიბმული არ არის.


5. სად ჯობია რუნული ფორმულის დატანა - საკუთარ სხეულზე, ფოტოზე თუ ამულეტი გაკეთდეს?
ყველაფერი დამოკიდებულია სუბიექტზე, ობიექტზე და ფორმულის მოქმედების მექანიზმზე:
- ადამიანის სხეულზე აზრი აქვს იმ ფორმულების დატანას, რომელიც იმოქმედებს მხოლოდ მასზე - ფორმულები გამოსაჯამრთელებლად, მომხიბვლელობისათვის და ა.შ, სადაც ადამიანი თავად წარმოადგენს მოქმედების სუბიექტსაც და ობიექტსაც.
- სხვა ადამიანის ფოტოზე ფორმულის დატანას მაშინ აქვს აზრი, როდესაც ზემოქმედება გვინდა ამ ადამიანზე, ანუ იქ, სადაც მოქმედების მექანიზმი შემოფარგლულია მხოლოდ იმ „ობიექტით“.
- „ფართო სპექტრის“ ფორმულები, რომლებშიც ფორმულის მუშაობა შემოფარგლულია ოპერატორით (მოქმედების სუბიექტი), მაგრამ მიმართულია შეუზღუდავი რაოდენობის პოტენციურ სუბექტებზე ან თუ სუბიექტები იცვლებიან, მაშინ ჯობია „ძალაუფლების საშუალებების“ შექმნა (მაგ: ამულეტები).
გარკვეული ფორმულები შეიძლება გამოყენებული იქნეს რამოდენიმე ვარიანტში, ძრახვების შესაბამისი კორექტირებით


6. როგორ დავიტანოთ ფორმულები საყოფაცხოვრებო ნივთებზე, სამკაულებზე და ა.შ?
ფორმულა დაიტანება ზუსტად ისევე, როგორც ყველა სხვა მატარებელზე - ჩვეულებრივ, როგორც ტექსტი იწერება. თუ ნივთს (მატარებელს) აქვს შიდა და გარე მხარე, და საჭიროება მოითხოვს ფორმულა დავიტანოთ შიდა მხარეზე, აქაც ასევე უნდა მოვიქცეთ - განვიხილოთ ნივთის შიდა მხარე როგორც "სამუშაო სიბრტყე". ისინი  არ იმოქმედებენ როგორც ამობრუნებული რუნები, რადგან აზრობრივად მათი დატანა ხდება სწორი მიმართულებით. აქ ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია - გაზრახვა დატანის დროს, სხვაგვარად ბევრი ფორმულა შეიცვლიდნენ თავის მოქმედებას - იმისდა მიხედვით, თუ შემთხვევით რომელ მხარეს შებრუნდებოდა მატარებელი (მაგალითად სამაჯური, გარდა შიდა და გარე მხარისა, შეიძლება ჰქონდეს ზემო და ქვემო მხარეც, რომელიც შეიცვლიდნენ ადგილს, იმისდა მიხედვით, თუ რა მდგომარეობაშია ხელი - მაგრამ ეს არ უნდა აისახოს ფორმულის მოქმედებაზე, რომელიც დატანილია შიდა მხარეს. ფორმულის საკუთარ თავზე დატანისას, რუნები ისე დაიტანეთ, თითქოს ეს სხვა ადამიანმა გააკეთა.

7. შეიძლება თუ არა ფოტოს მაგივრად გამოვიყენოთ ფურცელი რომელზეც დატანილია გვარი ან ინიციალები?

შეიძლება. გამოდგება ყველა სიმბოლური მიბმა ადამიანზე - იმ პირობით, რომ ოპერატორი საკმარისად კონცენტრირებულია ზემოქმედებაზე.

8. შეიძლება თუ არა ვისების გამოყენება, რუნულ ფორმულაში შემავალი თითოეული რუნის მოქმედების აღწერის მაგივრად?

შეიძლება - მუშა ვისამ უნდა აღწეროს ფორმულის მოქმედების მექანიზმი ზედმიწევნით და მასში შემავალი რუნები. შეიძლება შესრულდეს ვისების გარეშეც - ძრახვების უბრალო ფორმულირებით. მაგრამ ეს ფორმულირება უნდა იყოს ძალიან კონკრეტული, გამოკვეთილი და პოტენციურად რეალიზებადი მასში ჩართული რუნების მეშვეობით.


9. რომელი ვისების გამოყენება შეიძლება რუნული ფორმულებისთვის?

ყველა ვისა კარგია (რუნული მაგიის თვალსაზრისით, და არა პოეზიის), თუ ის სწორად ახდენს ოპერატორის ძრახვების ფორმულირებას და ნათლად ადგენს მოქმედი რუნების ამოცანას.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფორმულირება შეიძლება იყოს დაახლოებით ასეთი:
- მიმართვა რუნებს, ანუ მოხმობის ხასიათის ვისა („რუნებო, დამეხმარეთ მე და იმოქმედეთ ჩემს მტერზე ასე და ასე...“)
- მიმართვა ზემოქმედების ობიექტზე, ანუ წყევლის ხასიათის ვისა („ამიერიდან შენ იქნები ასეთი და ისეთი და შენ დაგემართება ეს და ეს, შენ მოიქცევი ასე და ამგვარად...“)
- მოქმედების ობიექტის ჩანაცვლება, ანუ ჰიპნოზური ხასიათის ვისა (ვისა ასახავს, თქვენ ახმოვანებთ ობიექტის მდგომარეობას, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ფორმულის მოქმედების შედეგად).
ეს ვარიანტები წარმოადგენენ ალტერნატივას, სამი სახეობის ერთ ვისაში გაერთიანება არა ლოგიკურია.
ეს იგივენაირად ეხება ჩვეულებრივი ძრახვების ფორმულირებასაც, რომელიც უნდა გახორციელდეს არჩეული ფორმულის და მისი მატარებელი მოქმედების მექანიზმის გათვალისწინებით  (იხ. კითხვა № 5).

10. ფორმულის საკუთარ თავზე დატანისას ან მატარებელ ნივთებზე (მაგ., სამაჯური ან ბეჭედი), თუ ფორმულა იქნება ხელზე - რომელ ხელზე ჯობია ტარება?

მარცხენა ხელი პასუხისმგებელია წარსულზე და ფორმულის მოქმედებას მომართავს საკუთარი თავისკენ, წარმოადგენს „მიმღებს“.
მარჯვენა ხელი პასუხსიმგებელია მომავალზე და ფორმულის მოქმედებას მიმართავს გარე სამყაროზე, წარმოადგენს „ტრანსლატორს“.

11. დავწვათ თუ არ დავწვათ ფორმულა აქტივაციისთვის?

ფორმულის დაწვა შეიძლება იყოს როგორც გააქტიურების საშუალება (რუნების აალება), ასევე იყოს მისი განადგურების:
- თუ ფორმულას გააჩნია, ოპერატორის ჩანაფიქრით ან ამოცანიდან გამომდინარე, გარკვეული მოქმედების პერიოდი, ის აქტიურდება ამოცანის დასახვის შემდგომ და მოქმედებს იქამდე, სანამ არ განადგურდება (მაგ. დაწვის გზით). გამომდინარე აქედან, ფოტო ან ნივთი (მატარებელი), რაზეც დატანილია ფორმულა, ინახება გარკვეული პერიოდი, სანამ შედეგი მიღებული არ იქნება, შემდგომ კი იწვება მადლობის მოხდით.
- თუ ფორმულის მოქმედება უვადოა (დაცვა, შურსიძიება, მოჯადოვება და ა.შ) - მისი გააქტიურება შეიძლება დაწვის გზით, იმის ჩათქმით, რომ ფორმულა იწყებს თავის მოქმედება რუნების აალების მომენტიდან.
(შენიშვნა; ყოველთვის ჯობია დაიტოვოთ გზა იმისთვის, რომ თუ ოდესმე მისი განადგურების სურვილი გაგიჩნდებათ, ამის საშუალება გქონდეთ).

12. რა ვუყოთ ფერფლს რომელიც ფორმულის ან მატარებელი ნივთის დაწვის შედეგად დარჩა?

ფერფლი შეიძლება გავატანოთ ნებისმიერ გამდინარე წყალს, ან გავფანტოთ ჰაერში. ფორმულასთან "გამომშვიდების მომენტი" უნდა იყოს პატივსაცემი, ეს ყველაზე მთავარია. ამიტომ ფორმულის დასატანი მასალის არჩევის დროს, უმჯობესია ნატურალური მატერიალის არჩევა - რომელიც მსახურების შემდეგ (მაგ. ფოტო, მატარებელი ნივთები), შესაძლებელი იყოს პატივით დავაბრუნოთ ბუნებაში.

13. როგორი ფოტოები გამოდგება ფორმულის დატანისთვის - იქ, სადაც მოქმედების ობიექტი მარტოა გამოსახული თუ საერთო ფოტოზე?

ეს დამოკიდებულია არჩეულ ფორმულაზე და დასახულ მიზანზე. თუ მოქმედება „ფოკუსირებულია“, უმჯობესია ავიღოთ ინდივიდუალური ფოტო. ფორმულები ბინარული მიბმებით, და ასევე „გაყრის“ ფორმულები, უმჯობესია დავიტანოთ იმ ადამიანების საერთო ფოტოზე ვის ურთიერთობაზეც აპირებთ ზეგავლენას. საერთო ფოტოდ არ იგულისხმება ის ფოტო, სადაც გამოსახულია დიდი რაოდენობის ხალხი (ასეთის გამოყენება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ მასობრივ არეულობას აპირებთ :) ).


14. ერთდროულად რამდენი ფორმულის დატანა შეიძლება ერთ ფოტოზე?

საშუალოდ - ერთიდან ხუთ ფორმულამდე, იმ პირობით, რომ ფორმულები არ მოდიან წინაამღდეგობაში ერთმანეთთან და აქვთ საერთო ამოცანა. მაგრამ თუ ერთ ობიექტზე ჩაფიქრებულია სხვადასხვა სახის ზემოქმედების განხორციელება - უმჯობესია გამოვიყენოთ სხვადასხვა ფოტო. ამასთან, ზემოქმედებების რაოდენობაში, სასურველია გონივრული ზომიერების დაცვა  - ზოგჯერ უმჯობესია სამუშაო შესრულდეს ეტაპობრივად, ზემოქმედებების განაწილება გარკვეული დროის მანძილზე.

15. რა ფერით დავიტანოთ რუნული ფორმულა

ფორმულის ფერს და ასევე საღებავის ელემენტს, რუნებთან მუშაობისას პრინციპული მნიშვნელობა არ ენიჭება. თუ თქვენთვის პირადათ გარკვეული ქმედება (მაგ. ფულის მიღება რუნული ფორმულის დახმარებით) ასოცირდება რაიმე ფერთად  (მაგ. მწვანესთან - დოლარის ფერთან), მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ.
(თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ძველად რუნებს ხატავდნენ სისხლით ან წითელი ბუნებრივი საღებავით - ხნით, იმის გამო, რომ სისხლთან ასოცირდებოდა, და ეს დაკავშირებულია მხოლოდ იმ ადამიანის იდენტიფიცირებასთან, ვინც ამას ასრულებდა. შესაბამისად, თუკი გააქტიურებას არ აპირებთ სისხლით, მაშინ ფერს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს).


16. როგორ „გავაცოცხლოთ“ ან „გავააქტიუროთ“ რუნული ნაკრები?

გამომდინარე იქიდან, რომ არანაირი გამოკვეთილი ინსტრუქცია არ არსებობს იმის თაობაზე, თუ რა საშუალებით ააქტიურებდნენ ჩრდილოური ტრადიციის ძველი მიმდევრები, კითხვა „სწორად როგორ?“ შესაბამისად ქრება. მეტნაკლებად "სწორი" იქნება ის - თუკი, თქვენი რუნები, ქვებზე იქნება თუ ხის ნაჭრებზე, გადაიქცევიან მაგიური ძალის მფლობელ სიმბოლოებად. შესაბამისად "გაცოცხლების" რიტუალის არსი შეიძლება ვარირებდეს. ამის ყველაზე მარტივი საშუალება - როცა ოპერატორი რუნების მნიშვნელობაზე კონცენტრირდება, რუნებს ექნებათ კონტაქტი ოთხ სტიქიასთან და დაიწერება სისხლით.