ჩატვირთვა..

გვიდო ფონ ლისტის და კარლ მარია ვილიგუტის მიერ შექმნილი სიმბოლიკები რუნებისგან

ავტორი: Reginlave
  • 1 943
გვიდო ფონ ლისტის და კარლ მარია ვილიგუტის მიერ შექმნილი ნაცისტური სიმბოლიკები რუნებისგან, რომლებსაც თავადვე მიანიჭეს სიმბოლური მნიშვნელობები:
სვასტიკა (Hakenkreuz) - ყოფიერების მარადიულობის რუნა, ძალის, ძალაუფლების და წარმატების სიმბოლო. სკანდინავიურ ტრადიციაში სვასტიკა არ ითვლება რუნად და როგორც გამოსახულება, სიმბოლიზირებდა ომის ღმერთს - თორს. ჰიტლერულ გერმანიაში კი ნაცისტური პარტიის სიმბოლო გახდა.
ზონენრად (Sonnenrad) - "მზის ბორბალი". მზის, ჭექაქუხილის, ცეცხლის და ნაყოფიერების სიმბოლო.
ზიგ-რუნა (Sig-Rune) - ომის ღმერთი თორის რუნა. ნიშნავს ძალას, ძალაუფლებას, ენერგიას, ელვას, ბრძოლას.
გერ-რუნა (Ger-Rune) - კოლექტივიზმის, ურთიერთდახმარების და სულიერი ერთობის რუნა.
ვოლფსანგელ (Wolfsangel) - "მგლის კლანჭი" - ბნელი ზალებისგან დამცავი რუნა და დამოუკიდებლობის სიმბოლო.
ოფერ-რუნა (Opfer-Rune) - თავგანწირვის, საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვის რუნა.
ეიფ-რუნა (Eif-Rune) - ენთუზიაზმის, გულმოდგინეობის და მიზანსწრაფულობის რუნა.
ლიბენ-რუნა (Leben-Rune) - სიცოცხლის რუნა. სკანდინავიური რუნა ალგიზი.
ტოტენ-რუნა (Toten-Rune) - სიკვდილის რუნა. ამობრუნებული ალგიზი.
ტიურ-რუნა (Tyr-Rune) - ბრძოლაში შეურიგებლობის რუნა.
ჰაილსცაიჰენ (Heilszeichen) - წარმატების და გამართლების რუნა.
ჰაგალ-რუნა (Hagall-Rune) - დაუმარცხებელი რწმენის რუნა.
ოდალ-რუნა (Odal-Rune) - ოჯახის, სისხლით ნათესავების რუნა, ასევე მიწაზე დაბრუნების. თავის მნიშვნელობას იღებს ძველგერმანული ტერმინი Odal-დან, რომელიც ნიშნავს "წიმის საგვარეულო ფლობას".

Odal ასევე ნიშნავს წინაპრების მემკვიდრეობას, ის პირდაპირ უკავშირდება ორგანიზაცია "ანენერბეს" (Ahnenerbe) სახელს - "წინაპრების დანატოვარი", რომელიც 1935 წელს ჰიმლერმა დააარსა რუნული დამწერლობის ინსტიტუტთან ერთად.