ჩატვირთვა..

განცხადება

ავტორი: Amateo
  • 1 099
განცხადება ეხება, ბოლო მომენტში განვითარებულ მოვლენებს, კერძოდ:
ჩვენი საიტის და ჯგუფის შექმნის მიზანი იყო და არის რუნოლოგიის გავრცელება, როგორც სწავლება და არა ცალკეული პიროვნებების პიარი, შესაბამისად ჩვენ ვემსახურებით სფეროს და ვცდილობთ ამ კუთხით საზოგადოებაში ცოდნის ამაღლებას და რადგან არ ვფიგურირებთ როგორც გარკვეული პიროვნებები,
შესაბამისად სხვა რუნოლოგიურმა ჯგუფებმა და პირებმა დაიწყეს ამით სარგებლობა, რომელთაც შეხება აქვთ რუნოლოგიასთან ან არიან რუნოლოგები, თავიანთ მომხმარებლებთან/კლიენტებთან აცხადებენ, რომ საიტი runes.ge არის მათი საკუთრება და ამით ცდილობენ საკუთარი ავტორიტეტის წარმოჩენას/ამაღლებას, საიტს სოციალურ ქსელში ექვემდებარება მხოლოდ ერთი ჯგუფი და გვერდი, სხვა რუნოლოგიურ ჯგუფებთან ან პიროვნებებთან არანაირი შეხება არ აქვს გარდა ქვემოთ მოყვანილი ჯგუფებისა.

თუ შეგხვდათ პიროვნება ან ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ საიტი მისი საკუთრებაა, გთხოვთ მოგვმართოთ სოციალური ქსელის მეშვეობით ან ელ. ფოსტაზე: info@runes.ge და ჩვენ დაგიდასტურებთ აქვს თუ არა შეხება ჩვენთან.

გთხოვთ, იყავით ყურადღებით, ქმედებებს რომელსაც სხვა გარე პიროვნებები ახორციელებენ: რუნოლოგია  • Runology ან Runes.ge -ს სახელით, ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ, შესაბამისად runes.ge ვერ აიღებს მათ ქმედებებზე პასუხისმგებლობას.

ასევე ჩვენთან არ ფუნქციონირებს არანაირი სასწავლო ჯგუფი თუ სკოლა და არც არის დაგეგმილი ახლო მომავალში.

Facebook page: რუნოლოგია • Runology
Facebook Group: რუნოლოგია • Runology