ჩატვირთვა..

Yggdrasil

ავტორი: Reginlave
  • 771

იგდრასილის ცხრა სამყაროს სქემას თუ დააკვირდებით, პირველსაწყისი - ცეცხლის და ყინულის სამყაროებს შორის მოქცეულია შვიდი სამყარო, რომელიც არა მხოლოდ გარე სამყაროებს აღწერს, არამედ ასევე ადამიანის არსის შვიდ ასპექტს წარმოადგენს. ყინული და ცეცხლი ამ შვიდი სამყაროს პირველწყაროა, მათი შემქმნელი, რომელსაც საბოლოოდ ისევ უბრუნდება, მაგრამ არსებობას ავლენს მხოლოდ შვიდ სფეროში (აღმოსავლეთში შვიდი ჩაკრის პრინციპი). ამ სამყაროებზე დაკვირვებით ჩვენ ვაკვირდებით ადამიანის შიდა სამყაროსაც. ესენია:
1. ლიკ - ფიზიკური სხეული, მატერია; 
2. ონდ - სუნთქვა, სული (სამშვინველი), სიცოცხლის არსი;
3. ჰურგ - იგივე ჰუგინ, აზროვნება, გონება, ცნობიერება. ეს მუნინის მეორე ნახევარია "აზროვნება და მეხსიერება", ორივე ერთად კი ოდინის თვისებები. ჰურგი უფრო ანალიტიკური აზროვნებაა, მომავალზე ორიენტირებული და ტვინის მარცხენა ნახევარსფეროს განაგებს.
4. მინნი - იგივე მუნინი, სულის ერთერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტი, ეს არის მეხსიერება, მაგრამ ამ სიტყვის ძალიან ღრმა გაგებით. ეს არის მაგიური მეხსიერება, წარსულის ხედვის, ცნობის, ასოციაციური მეხსიერება, რომელიც დაკავშირებულია ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროსთან (მეხსიერება დნმ-ის დონეზე).
5. ფიულგა - სულის ეს ასპექტი გვაგონებს მფარველ ანგელოზს, ან მასწავლებელს, რომელიც ადამიანს სულ თან დაყვება და ეხმარება. ის ერთგვარი მეგზურია მისი (ხშირად ტოტემების სახით გამოსახავენ).
6. ჰამრ - გარე საფარი, შემოსვა. სულის ამ ასპექტის პრინციპი ფორმირებაა. ლეგენდების თანახმად, თუ ადამიანს განვითარებული აქვს ეს ასპექტი, მას ფიზიკურადაც შეუძლია სახეცვლილება.
7. ვარდ (ვორდ) - ადამიანის ორეული, უფრო სწორად მისი აჩრდილი, ასტრალური სხეული, რომელსაც ფიზიკურის გარეშე შეუძლია მოგზაურობა.
ამ შვიდი ასპექტის გარდა არსებობს კიდევ ორი, რომელიც არ მიეკუთვნება ამ ჯგუფს, ესენია - ოდ და ჰამინგია. 
ოდ - დაკავშირებულია ოდინის არსთან, ანუ ადამიანის ღვთიურ არსთან. ოდ ნიშნავს ღვთიურ შთაგონებას, ექსტაზს, რომელიც ადამიანის ცნობიერებას აიძულებს საკუთარ საზღვრებს გასცდეს.
ჰამინგია - ეს არის ენერგიის და სინათლის საერთო ჯამი, რომელსაც ფლობს ადამიანი, ზე, მაგიური ძალა, რომელიც სულით ძლიერ ადამიანებს შეუძლიათ მოიპოვონ, იმ შემთხვევაში, თუ სხვა ყველა ასპექტი დაბალანსებული და ცნობიერად გაღვიძებული აქვთ. ეს არის ძალის და ცოდნის ერთობლიობა, სიბრძნე.
ნორდიკულ ტრადიციაში დამატებით კიდევ ორი ცნებაა, რომელიც ადამიანის სულის ასპექტებს არ მიეკუთვნება, როგორც დამოუკიდებელი ასპექტი, გამომდინარე იქიდან, რომ ყველაში მოიაზრება. ესენია "მეგინ" (ძალა, ენერგია, მაგია) - ანუ ღვთიური ენერგია, რომელიც ყველაფერს გააჩნია და "ეკ" - ინდივიდუალური "მე", რომლის გაფართოვების შემთხვევაშიც ადამიანს ეძლევა საშუალება, სულის ყველა ასპექტი მოიცვას.