ჩატვირთვა..

ჩრდილოური გზის სამი ძირითადი განშტოება; ნაწილი III – სეიტი (seith)

ავტორი: Reginlave
  • 936

ჩრდილოური გზის სამი ძირითადი განშტოება
ნაწილი III – სეიტი (seith)
...............................................
სეიტი - ეს ჩრდილოური გზის მესამე მთავარი განშტოებაა. მას შეიძლება ვუწოდოთ სხეულის მაგიური გზა (ცნობიერების გზისგან განსხვავებით). სეიტს საწყისშივე არაფერი არ აკავშირებდა რუნებთან, ამ სიტყვის ვიწრო გაგებით. და მიუხედავად იმისა, რომ სხვა ტექნიკებთან კომბინაციაში ამ პრაქტიკაშიც გამოიყენება სხვადასხვა ნიშნები და სიმბოლოები, ისინი როგორც წესი, არ წარმოადგენენ ეგრეთ წოდებულ „ლინგვისტიკურ სიმბოლოებს“. ისინი, შეიძლება ითქვას, უშუალოდ „ესაუბრებიან“ არაცნობიერს - ცნობიერების მხრიდან მინიმალური კონტროლით.
სეიტი, ისევე როგორც გალდორი, მაგის ნების თანახმად სამყაროში (შიდა და გარე) ცვლილებების შესატანი მაგიური ტექნიკაა. მაგიის ამ ფორმას და იმ ძალებს, რომლებიც ის მოქმედებაში მოჰყავთ, ფრეია მფრაველობს.
გალდორისგან განსხვავებით, სადაც გაუცნობიერებელი და შეუცნობელი საგნები (რუნები) ხდებიან გაცნობიერებული და შეცნობილი, სეიტი საშუალებას აძლევს მაგს ამ შეუცნობელ და არაცნობიერ სფეროებში ჩაიძიროს და სამყაროს აგებულებას შეერწყას, სადაც მას თავისი ნების გამოვლენით მისი შეცვლა შეეძლება. მაგები, რომლებიც სეიტს აპრაქტიკებენ, თავის მაგიურ ხელოვნებას ძირითადად „სხეულის“ (ლიკ), „ფორმის“ (ჰიდ), „სუნთქვის“ (ატემ) და „წარმატების“ (ჰამინგია) ფსიქოფიზიკურ სფეროებში იყენებენ. სეიტში ფართოდ გამოიყენება ისეთი მაგიური საშუალებები, როგორიცაა ბალახები, მალამოები და ნახარშები.სეიტის პრაქტიკოსი მაგები მანტიკას მედიუმურ ნათელხილვას ამჯობინებენ, რომელიც დაფუძნებულია ყოფიერების შინაგან სამყაროებთან უშუალო კავშირზე და უფრო მეტად ინტუიციას მოითხოვს, ვიდრე ანალიზს.
სეიტის და გალდორის გზები ტრადიციულად ერთად გამოიყენებოდა - როგორც ცალკეული მაგების, ასევე ჩრდილოური მაგიის მთელი სკოლების მიერ. ამ პრაქტიკებში არაფერია ცუდი და მიუღებელი, ისინი განასახიერებენ სიბრძნეს (vitk). მაგრამ ამავე დროს, აუცილებელია ამ ორ მიმართულებას შორის მკვეთრი სხვაობის დანახვა, იმისთვის, რომ მომავალში არაფერი იყოს ხელიდან გაშვებული.

იხ. ასევე:
ჩრდილოური მაგები
ტროტი (troth)
გალდორი (გალდორ)