ჩატვირთვა..

ჩრდილოური გზის სამი ძირითადი განშტოება; ნაწილი II - რუნული გალდორი (galdor)

ავტორი: Reginlave
  • 711

ჩრდილოური გზის სამი ძირითადი განშტოება

ნაწილი II - რუნული გალდორი (galdor)
...............................................
ჩრდილოეთის გზის მეორე უდიდეს განშტოებას გალდორი წარმოადგენს. გალდორში, ამა თუ იმ საშუალებით, ყოველთვის იყენებენ რუნებს - ან ამ მრავალმხრივი კონცეფციის ერთერთ დონეს მაინც. გალდორი - ეს მაგიური ტექნიკაა, რომლის მეშვეობითაც მაგი თავისი ნებით ცვლის შიდა თუ გარე სამყაროს. ღმერთი ოდინი - ამ მაგიური მიმართულების უდიდესი ოსტატია, და ასეთი სამუშაოს შესასრულებლად აუცილებელია დიდი სიბრძნე და შთაგონება.

გალდორის ძირითადი პრინციპები ამავე სიტყვის ეტიმოლოგიაში გვეხსნება. დასახელება „გალდორი“ წარმოიშვა სიტყვისგან, რომელიც ყორნის ჩხავილს ნიშნავს („ყორნების სიმღერა“). მითოლოგიაში მოხსენიებულია ოდინის ორი ყორანი - ჰუგინი და მუნინი. ეს ორი „ხმაა“, რომელთაც ოდინი „ყურს უგდებს“ და რომლებისგანაც უფრო და უფრო მეტ საიდუმლოებებს იგებს. ორი ყორანი, რომლებიც ოდინის მხარზე შემომჯდარან, ყველაფერს ჩასჩურჩულებენ მას, რასაც ქვეყნად იგებენ. ჰუგინი განასახიერებს ინტელექტუალური აზროვნების ძალას, ხოლო მუნინი - რეფლექტური აზროვნების ძალას ან „მეხსიერებას“. მეხსიერების ეს ფორმა მოიცავს ბევრად მეტს, ვიდრე უბრალოდ წარსული მოვლენების ხსოვნა: ის თავის თავში მოიცავს ყველა ტრანსპერსონალურ ცოდნას.

გალდორი - ეს პირველ რიგში მოსმენის ხელოვნებაა, და შემდგომ უკვე ყორნების რუნული ენის გაგება, რის შემდეგაც ეს სიტყვები ხორცს ისხამს ცხოვრებაში. „ყორნები“, რა თქმა უნდა, სულის ან ფსიქიკის სხვადასხვა ასპექტის მითოლოგიურ კოდურ დასახელებას წარმოადგენენ. ცენტრში განთავსებულია „მე“, რომელსაც მართავს „ვოდ“-ი (ინგლ.wode, ისლ. Уdhr). „მე“ მერყეობს გონებასა და მეხსიერებას შორის, მათ კი თავის მხრივ ღვთიური შთაგონება განაგებს, რომელიც ბადებს ჭეშმარიტ სიბრძნეს. სწორედ ეს სიბრძნე განაპირობებს გალდორის გზას.

გალდორის მიზანია - შესრულებული სამუშაოს რეზულტატი ობიექტურ რეალობას მისაღები ფორმით მიაწოდოს, განახორციელოს ის „რეალურ სამყაროში“. აი რატომ თამაშობს დიდ როლს გალდორის პრაქტიკაში ენა (როგორც სიმბოლო და როგორც ტექნიკა).

იხ. ასევე:
ჩრდილოური მაგები
ტროტი (troth)
სეიტი (seith)