ჩატვირთვა..

ჩრდილოელი მაგი

ავტორი: Reginlave
  • 1 098


ვინაიდან ტევტონური მაგიის რამდენიმე ნაირსახეობა არსებობს, შესაბამისად არსებობენ ტევტონური მაგების სხვადასხვა ტიპებიც. პირველი ტიპის მაგი - ის არა იმდენად მაგი, რამდენადაც ქურუმია. ეს ტროტების უხუცესია, ან, ძველ-სკანდინავიურად, გოდი (godhi, კაცი) და გიდია (gydhya, ქალი).

მაგების შემდეგი ორი ტიპი, ტროტებისგან განსხვავებით, ისწრაფვიან არა მხოლოდ სამყაროს წესრიგის აღსადგენად და შესანარჩუნებლად, არამედ მასში ცვლილებების შესატანად ნების ძალით, აპრაქტიკებენ „გალდორს“ (galdor) და „სეიტს“ (seith). ასეთ მაგებს უწოდებენ ვიტკებს (vitk), რაც ძველ-სკანდინავიურად ნიშნავს „ბრძენს“.

რა მიზანიც არ უნდა დაისახოს ჩრდილოური ტრადიციის მიმდევარმა - მაგიური თუ რელიგიური, - სანამ პრაქტიკას შეუდგებოდეს, აუცილებელია, რომ იქამდე მოსამზადებელი ეტაპი გაიაროს. მომზადება ხდებოდა ორნაირად. უპირველესად, მომავალი „ვიტკი“ თავით ფეხებამდე უნდა ჩაფლულიყო ტევტონურ ტრადიციაში, ისე რომ, ეს ტრადიცია ძვლებამდე გამჯდარიყო მასში. გარდა ამისა, მას უნდა შეესწავლა მითი და კანონი - ანუ კოსმოლოგია და თეოლოგია - იმდენად სრულყოფილად, რომ აბსოლუტურად ბუნებრივად და ძალდაუტანებლად შესძლებოდა მათი კატეგორიებით „აზროვნება“. რუნების ოსტატობის (გალდორობის) მსურველს, ასევე სრულყოფილად უნდა შეესწავლა რუნული ტრადიცია. მომავალ მაგებს ეს „შინაგან პეიზაჟს“ უქმნიდა, რაც აუცილებელი იყო შემდგომი მუშაობისთვის. ის იმდენად აუთენტური და კონკრეტული უნდა გამხდარიყო, რომ ნებისმიერ სამუშაოს, რომელსაც ხელს მოჰკიდებდა, სხვა მხარეს კი არ უნდა წაეყვანა იგი, არამედ საშუალება მიეცა, უფრო ღრმად და საფუძვლიანად გასცნობოდა ამ საგანს. მეორე მოსამზადებელი ნაწილი პირველთან ერთად ტარდებოდა. მასში იგულისხმებოდა კონცენტრაციის და ვიზუალიზაციის სავარჯიშოები. ეს ელემენტები გადამწყვეტად აუცილებელია ნებისმიერი ფორმის მაგიაში წარმატების მისაღწევად, მათ გარეშე გამორიცხულია ამ სფეროში რაიმე სახის წარმატების მიღწევა. თუმცაღა, ჩრდილოურ მაგიაში ყველაზე მთავარი მაინც მაგის სურვილია, საკუთარი „მე“ თავისი ერის სულის პრინციპებთან გააერთიანოს. ამ მიზნის მიღწევისთვის პირველი ელემენტი არსებითად მნიშვნელოვან პირობას წარმოადგენს.

ჩრდილოელი მაგები, იგივე ვიტკები, - ძალიან დამოუკიდებელი მაგები არიან. ტევტონური მაგების დამოუკიდებლობა გამოიხატებოდა არა მხოლოდ საზოგადოებისგან დამოუკიდებლობაში; ის ასევე მათ მაგიურ ხასიათში ვლინდებოდა: ვიტკები, კერძოდ კი რუნების ოსტატები, როგორც წესი, არ ცდილობენ მაგიური ძალების გარეთ პოვნას, ისინი ცდილობენ მოვლენების დინამიკაზე იმოქმედონ. ანგელოზების და დემონების გამოძახება, დასახმარებლად გარე ზე-ძალების მოზიდვა - ჩრდილოური გზით მიმავალ მაგებს აბსოლუტურად არ ახასიათებთ.


ჩრდილოური ან ტევტონური ტრადიციით შთაგონებულ ამ სამ ძირითად მიმართულებას ვიტკები იყენებენ, როგორც დამოუკიდებლად, ასევე ერთობლივად. მათ ყველას ერთი გერმანული თვისება აერთიანებთ - პრაგმატიზმი და ობიექტივიზმი. ჩრდილოური მაგია ორიენტირებულია რეზულტატზე. ამ ტრადიციების ფილოსოფია მიმართულია უწყვეტ ცვლილებებზე, მუდმივ მოძრაობაზე ორ პოლარობას შორის (კოსმიური ცეცხლის და კოსმიური ყინულის), როგორც საკეთილდღეო და სასურველი პროცესი. გერმანული ფილოსოფიური ხედვით, სიცოცხლე მხოლოდ ცვალებად ფორმებში არსებობს, და სანამ არსებობს სიცოცხლე, შესაძლებელია თავისუფლებაც. ჩრდილოური მისტერიის უმაღლესი მიზანია - შეიქმნას თავისუფალი, დამოუკიდებელი, თვითკმარი ინდივიდები და ერები.

იხ. ასევე:
ტროტი (troth)
გალდორი (galdor)
სეიტი (seith)