ჩატვირთვა..

Valknut (2): დამზადების და გამოყენების წესები

ავტორი: Reginlave
  • 2 189
სანამ ვალკნუტის დამზადებას შევუდგებოდეთ, აუცილებელია ვიცოდეთ ზოგიერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი ამ სიმბოლოს მდებარეობის შესახებ ფუტარკის წრეში და ასევე თვითონ დამზადების ტექნიკაზე.ვალკნუტის სიმბოლო, როგორც ვიცით, ფუტარკის წრეში იხატება. გამომდინარე აქედან, მნიშვნელობა აქვს, ამ სიმბოლოს სამი კუთხე, რომელ სამ რუნას დაემთხვევა, რაც ქმნის ერთგვარ კომბინაციას. ასეთი სულ რვა კომბინაცია გამოდის, რადგანაც სულ სამი ატია და თითოეულ ატში რვა რუნაა. ატებში განლაგებული რუნები რიგითობით ერთმანეთს ემთხვევა, ანუ პირველ ატში პირველი რუნა - ფეჰუ, მეორე ატში პირველი რუნა - ჰაგალაზ, მესამე ატში პირველი რუნა - ტეივაზ და ა.შ. თითოეულ კომბინაციას აქვს თავისი მოკლე განმარტება და ასევე განმარტებები ედებიდან.

ს ი გ რ დ რ ი ფ ა მ   თ ქ ვ ა:
5. "ჯავშანთა თინგისა. იფანს მივაწოდებ. სასმელს, აღმავსებელს. ძალით და დიდებით; გრძნეულ სიმღერებით, კეთილ შელოცვებით, ხალისით, გზნებითა.
/"უფროსი ედა". თარგმანი ისლანდიურიდან - გიორგი კალანდაძე/

6. თუ გსურს გამარჯვება. გამარჯვებებისა. რუნებს ამოჰკვეთდე. მახვილის ტარზედა; ჭდედ ორგზის დაადე. სახელი თირისა.

7. რუნები ლუდისა. სცან - ვერას დაგაკლებს. სიცრუე დიაცთა; რქაზე ამოჰკვეთე, ხელზე აიხაზე, "ნაუდ" ფრჩხილს გეხატოს.
/შენიშვნა: ПIB რუნებს ეძახიან ლუდის რუნებს, Руны Пив-а, მისი ვიზუალური მსგავსების გამო ამ სიტყვასთან, სინამდვილეში ლუდთან არანაირი კავშირი არ აქვს./
 
8. დალოცე სასმისი, აავსე სასმელით, შიგ ხახვი ჩააგდე; სამსალას გრძნეულსა, შხამსა მას ჯადოსნურს. ვერ შეგატყუებენ.

9. რუნები შობისა. სცან, მშობიარეთა. შველა თუ გეწადოს! ნებსა ამოჰკვეთე, მაჯას შემოიკარ -. დისნი გემწყალობონ.

10. რუნებს ქარიშხლისა. ჩასწვდი, რომ ღელვის ჟამს. მწედ იყო ხომალლდთა; ქიმზე ამოჰკაწრე, საჭეზე ამოსჭერ, ნიჩბებზე ამოსწვი, დაე, ზღვა ღელავდეს, ნაპირს დაუბრუნდე. საღი, უვნებელი.

11. რუნებს სამკურნალოს, წყლულთ სააქმიმოს, ჩასწვდი, დაეუფლე; ხეზე ამოჰკვეთე. მხარეს აღმოსავლეთს, სად ტოტნი დახრილან.

12. ჩასწვდი სამართლისა. რუნებს, რომ ბოროტთა. წყენა ვერ მოგაგონ; მათ მოიპოვებენ, თხზავენ და ხლართავენ, კრებენ და ადგენენ. თინგზე, სად სამართალს. მართლმსაჯულებითა. განსჯის ჯამაათი.

13. ჩასწვდი, ამოიცან. რუნები აზრისა, ჰროფტმა ამოიცნო, ჩასწვდა, ამოკვეთა. ტენისგან, რომელიც. ჰრაიდრაუპნირის. ტვინიდან ოდესღაც. და ჰოდროფნირისარქიდან ჩამოდინდა.


ვალკნუტის დამზადება:
ვალკნუტის ზომა დამოკიდებულია მისი გამოყენების მიზანზე, თუ თილისმად გინდათ, მაშინ შეიძლება პატარა ზომის იყოს, თუ სხვა თილისმების დასამუხტად, მაშინ სჯობს უფრო დიდი ზომის გააკეთოთ.

მასალა: ხე (მუხა, იფანი, ფიჭვი, ურთხმელი).
ინსტრუმენტი: ხეზე საჭრელი დანა.შესრულების
დრო: სასურველია ღამე, სავსემთვარეობის დროს.


სურათზე ნაჩვენებია ხაზები, მათი წყვეტები და წყვეტების ბოლოს წერტილები. ამოჭრა შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი ადგილიდან, მთავარია ზუსტად დაიცვათ ნახაზი. ხაზები უნდა ამოიჭრას დაახლოებით ორი მილიმეტრის სისქის და სიღრმის, და შეწყდეს წერტილებთან, რომლებიც ერთგვარ გადაბმის არხებს წარმოადგენენ. ეს წერტილები („არხები“) უნდა გაიხვრიტოს 45-გრადუსიანი დახრით ისე, რომ ორივე არხმა ერთმანეთი გადაკვეთოს სიღრმეში და მთლიანობაში სამკუთხედებს წყვეტა არ ჰქონდეთ. როდესაც ამოჭრას დაასრულებთ, აუცილებელია მისი შეღებვა, რისთვისაც დაგჭირდებათ ბუნებრივი საშუალებები, ბალახების კომბინაციები, მაგ: ნაღველა (Gentiana), ლობელის შხამა (Veratrum lobelianum), ისლი (Carex), ხავსები (Musci, Bryophyta). ვალკნუტის შეღებვის შემდეგ, ღრმად ჩაისუნთქეთ, წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ფილტვები ივსება ენერგიით. ამოისუნთქეთ ეს „ენერგია“ ვალკნუტზე (რომელიმე კუთხიდან). გაიმეორეთ ეს პროცედურა სამივე კუთხეზე.

გამოყენების შესახებ:
ვალკნუტი შეიძლება მისი მფლობელისთვის ის ამულეტი გახდეს, რომელიც მას მისცემს საიდუმლო გზების გახსნის და შეცნობის საშუალებას, მაგრამ მისი გამოყენება უნდა მოხდეს ფრთხილად, ვინაიდან ადამიანს ყოველთვის არ გააჩნია ის ცოდნა და გამძლეობა, რომ იმ ენერგიას გაუძლოს, რასაც ვალკნუტი იძლევა. ეს „მომთხოვნი“ თილისმაა, რომელიც მფლობელს აიძულებს სწორად იმოქმედოს. ამ თილისმის გამოყენება, ასევე შესაძლებელია სხვა თილისმების გასაძლიერებლადაც. ამისთვის საჭიროა ვალკნუტის შუაში მოათავსოთ 3-4 დღის განმავლობაში.
რაც შეეხება თვითონ სიმბოლოს და მის მნიშვნელობას, დამზადებამდე აუცილებლად გაეცანით მის თვისებებს.
იხილეთ ლინკი: https://runes.ge/news/20-valknut.html