ჩატვირთვა..

Valknut (1): სიმბოლოს მნიშვნელობა

ავტორი: Reginlave
  • 2 918

სიმბოლო ვალკნუტი - სკანდინავიური ნიშნის მნიშვნელობა და საიდუმლო
ვალკნუტი - ეს ერთერთი მნიშვნელოვანი სიმბოლოა ძველ-სკანდინავიურ მითოლოგიაში და რელიგიაში, რომელიც გვხვდება თითქმის ყველგან. ითვლება, რომ ის განასახიერებს ცხრავე სამყაროს გასაღებს და ფლობს უდიდეს ძალას.

რა არის ვალკნუტი
ერთერთი ყველაზე გამოუკვლეველი და იდუმალი ელემენტი სკანდინავიურ კულტურაში, რომლის წარმომავლობასთან დაკავშირებითაც არსებობს უამრავი ვერსია. სიმბოლო ვალკნუტის ორი სახეობაა ცნობილი, რომელიც ერთი შეხედვით შეიძლება ერთმანეთისგან ვერ გაარჩიოთ, მაგრამ თუ ჩაუღრმავდებით, მათ შორის კარდინალურ განსხვავებას დაინახავთ. პირველი ვარიანტი წარმოადგენს სამ სამკუთხედს, რომლების ერთმანეთში ისეა გადაწნული, რომ ჩაკეტილ ჯაჭვს მოგაგონებთ, მეორე კი - სამი ფსევდო-სამკუთხედი, რომელიც წარმოქმნილია ერთი უწყვეტი ხაზისგან, და რომელიც რამოდენიმეჯერ კვეთს თავის თავს. 
ეს ნიშანი ბევრ სარიტუალო საგანზე გვხვდება, უამრავი ქვაზე ნაკვეთი რუნული ფრესკის ცენტრალურ სიმბოლოს წარმოადგენს. ყველაზე ძველი აღმოჩენები თარიღდება პირველ ათასწლეულის დასაწყისში და მიეკუთვნება სკანდინავიამდელ ანგლო-საქსურ სარწმუნოებას. იქ მსგავსი ნიშნები გვხვდება კონკრეტულად საფლავის ქვებზე.
სწორედ იმის გამო, რომ ვალკნუტს სკანდინავები ყველაზე ხშირად გამოსახავდნენ საფლავებზე და ფრესკებზე საბრძოლო სცენებით,  ბევრი თანამედროვე მკვლევარი თვლის, რომ ეს სიმბოლო მხოლოდ საფლავებზე გამოიყენებოდა, თუმცა ზოგიერთი აღმოჩენა ამ ვერსიას სრულიად უარყოფს.
ეს ინტერპრეტაცია მჭიდროდ უკავშირდება მეომრის გზას, რომლის ცხოვრებაც ემორჩილებოდა სამ მაგიურ ასპექტს. წარსულში ის იყო ჩვეულებრივი ადამიანი და უნდა წასულიყო ჰელში, აწმყოში - ის მებრძოლია, სკალდი და მიჰყვება თავის მეომრის გზას მიდგარდში, ხოლო მომავალში, სიკვდილის შემდგომ, ის შეუერთდება ეინჰერებს და ოდინთან ერთად ერთ სუფრაზე დაჯდება.
მიუხედავად  იმისა, რომ ნორდიკულ კულტურაში ყოველმხრივ გავრცელებულია, ვალკნუტი დღემდე ერთერთ ყველაზე ამოუცნობ სიმბოლოდ რჩება, რომელიც ვიკინგებმა თავის მერე დატოვეს. მის ჭეშმარიტ ბუნებაზე იმდენად ცოტა რამ არის ცნობილი, რომ თვით მისი დასახელება - ვალკნუტი, უბრალოდ თანამედროვე განმარტებაა, და სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სკანდინავებშიც ამ სახელს ატარებდა.

ვალკნუტი - როგორც სამების (ტრიადის) სიმბოლო
ციფრი სამი სკანდინავებში საკრალურ ხასიათს ატარებდა, ისევე როგორც ციფრი ცხრა. ნორდიკულ კულტურაში ეს ციფრები გვხვდება ყველგან - სკანდინავიურ კოსმოგონიაში არსებობს ცხრა სხვადასხვა სამყარო, რუნები იყოფა სამ ატად, ადამიანის შექმნაში მონაწილეობას იღებდა სამი ღმერთი (ან/და, სხვა ვერსიის თანახმად - ოდინის სამი იპოსტასი), ბედისწერას ქსოვს ზუსტად სამი ნორნი, ზუსტად ცხრა ტოტი ჩამოვარდა ოდინის წინ სამყაროს ხიდან, და შეიძლება სწორედ ამ ცხრა ტოტის საფუძველზე გამოსახავდნენ უფროსი ფუტარკის ნებისმიერ რუნას.
ვალკნუტში ერთიანდება ეს ორივე ციფრი - სამ სამკუთხედს საერთო ჯამში აქვთ ცხრა კუთხე. ამიტომაც, ბევრი თანამედროვე მკვლევარი და მაგი თვლის, რომ ვალკნუტი წარმოადგენს „სამყაროს ხის“ ერთერთ გამოსახულებას - ერთმანეთთან გადაჯაჭვულ და გაერთიანებულ ცხრა სამყაროს. 
სხვა განმარტებები ეხება ადამიანის ღვთიური წარმოშობის ტრიადას - ადამიანი შეიქმნა ოდინის, ლოკის და ჰენირის მიერ, სადაც თითოეულმა შთაბერა ცხოვრების გარკვეული ნაწილი. ლოკიმ ადამიანის სხეულს სიცოცხლე შთაბერა და უშუალოდ სასიცოცხლო ენერგიებზეა პასუხისმგებელი, ჰენირი, ან ჰეიმდალი, არის ის, ვინც მას გონება აჩუქა, ოდიმა კი - სკანდინავიურმა უმაღლესმა ღმერთმა, შექმნა ადამიანის სული.
გამომდინარე აქედან, ვალკნუტის ამდაგვარი ინტერპრეტაციით - ეს არის სიმბოლო, რომელიც ადამიანს სკანდინავიურ მსოფლმხედველობასთან აერთიანებს. ამ სიმბოლოს გამოყენების გარეშე, როგორც ბევრი მკვლევარი და მაგი თვლის, შეუძლებელია სკანდინავიის კულტურის გაგება. მისი მნიშვნელობის სრულად აღქმა, საბაბი უნდა გახდეს პირადი ინიციაციის, ხელმისაწვდომი ყველასთვის, ვინც საკმარისად ღრმად გაეცნო ჩრდილოურ კულტურას და მასთან თანაცხოვრება გადაწყვიტა. იმისთვის, რომ ვალკნუტის შეცნობა იყოს ღრმა და სრულყოფილი, მისი გამოყენება რეკომენდირებულია რუნების წრეში. 

ვალკნუტი - როგორც ოდინის სიმბოლო
ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ ვალკნუტი - ოდინის სიმბოლოა. რა თქმა უნდა, არის ამაში ჭეშმარიტების მარცვალი, თუმცა, არცერთი ისტორიული წყარო ამას არ ადასტურებს. მეტიც, არცერთ ფრესკაზე ან რუნულ ქვებზე, სადაც გამოსახულია ოდინი, არ არის ეს სიმბოლო, ან პირიქით. შესაძლებელია ეს უკავშირდებოდეს იმას, რომ ვალკნუტი სიმბოლიზირებს ბედისწერის ძაფებს, რომლებიც თვით ვიკინგების უმაღლესი ღმერთის სიკვდილსაც კი წინასწარმეტყველებენ, რაც ნიშნავს იმას, რომ არ ღირს ზედმეტად ამ გამოსახულებების ერთმანეთში გაერთიანება და აღრევა. 
ზოგიერთიერთი კვლევა განასხვავებს ვალკნუტის გამოსახულებას და ერთმანეთისგან გამოყოფს მათ. ის, რომელიც შესდგება ერთი უწყვეტი ხაზით და იკვეთება სამ სამკუთხედად, ითვლება ბედისწერის სიმბოლოდ. არსობრივად, სამი ნორდი რთავს ერთ ძაფს, რომელიც წყვეტის გარეშე იყოფა სამ ნაწილად და ამავე დროს აერთიანებს წარსულს, აწმყოს და მომავალს.
მეორე ვალკნუტი კი, რომელიც სამი ჩაკეტილი სამკუთხედისგან შესდგება, აღნიშნავს ოდინის ძალაუფლებას ამ სამყაროს უხილავ ჯაჭვებზე. ეს ეხება, როგორც მაგიურ, ასევე საბრძოლო ხელოვნებას. ოდინს შეუძლია გაუგებარი გახადოს ნიშნები, ან გული შიშით აუვსოს. ან პირიქით - გაწყვიტოს ბორკილები, რომლებიც განვითარებას ხელს უშლიან, გაუფანტოს ეჭვები და წინსვლის საშუალება მისცეს.
ვალკნუტი, თორის ჩაქუჩისგან განსხვავებით, არასოდეს იყო ერთმნიშვნელოვნად დაცვის სიმბოლო, მაგრამ მასში დაფარული უზარმაზარი ძალიდან გამომდინარე, მას უნარი აქვს კარდინალურად შეცვალოს ადამიანის ცხოვრება, აარიდოს უიღბლობას, უსიამოვნებებს, ნეგატივს და წყევლას. თუმცა, ის თავის მფლობელს უამრავ გამოცდას უგზავნის, რითიც ამოწმებს მის მდგრადობას, გამძლეობას, სულის სიძლიერეს და მიზანსწრაფულობას. არ ღირს ფიქრი იმაზე, რომ ეს აუცილებლად ნეგატივი უნდა იყოს - ყოველი გამოცდა, რასაც გაივლით, გულუხვად იქნება დაჯილდოვებული. და მაინც, საეჭვოა ამას ყველამ გაუძლოს, ამიტომ ამ სიმბოლოს მაქსიმალურად ფრთხილად მოეპყარით. მისი ძალა იმდენად დიდია, რომ თუკი ამ ნიშნით გამოსახულ თილისმას გულთან ახლოს დაიკიდებთ - გულისცემაც კი ხშირდება, ამიტომ მეტისმეტი სიფრთხილეა საჭირო, როცა საქმე ტატუირებას ან გულსაკიდს ეხება.


/ვალკნუტის დამცავი სიმბოლო მთელ ძველ სკანდინავიაში იყო გავრცელებული, რომელიც გამოიყენებოდა.როგორც ამულეტად, ასევე ბეჭედზე ამოტვიფრული სახით, ან ორნამენტების ან ნაქარგების სახით ტანსაცმელზე. ზოგიერთ იშვიათ აღმოჩენებში, ვიკინგების ფარებზე ეტყობა საღებავის კვალი, რომელიც ვალკნუტის ფორმას იმეორებს. მაგრამ, მისი გამოყენება, როგორც მებრძოლის დამცავი, საეჭვოა, ვინაიდან ეს სიმბოლო ვალჰალაში სწრაფ გადასვლას მიანიშნებდა - ვიკინგები მას თავის იარაღებზე და ფარებზე მხოლოდ მაშინ გამოსახავდნენ, როცა წინ უკანასკნელი ბრძოლა ელოდათ, სადაც გადარჩენის შანსი პრაქტიკულად არ არსებობდა./

მთლიანობაში, ამ გამოსახულების ტარება სასარგებლო იქნება, თუკი შეისწავლით ნორდიკულ ტრადიციებს, როგორც ისტორიული და ყოველდღიური, ასევე მაგიური კუთხით. ის შესაძლებლობას იძლევა შეიგრძნოთ კოსმოგონიის მთელი სიღრმე, თუმცა ადამიანისთვის, რომელსაც წარმოდგენაც კი არ აქვს ჩრდილოეთის ხალხის ძველ ტრადიციებზე, ეს სიმბოლო მინიმუმ უსარგებლო იქნება, ან შეიძლება მავნეც კი.
ამ სიმბოლოს არ აქვს ასაკობრივი, სქესობრივი ან სხვა კუთხით შეზღუდვა - მისი გამოყენება შეუძლიათ როგორც ქალებს, ასევე მამაკაცებს. მაგრამ ბავშვებისთვის რეკომენდირებული მაინც არ არის. თუკი გინდათ, რომ თქვენს შვილებს უდარდელი ბავშვობა ჰქონდეთ, განარიდეთ ისინი. 

შევიძინოთ თუ ჩვენი ხელით გავაკეთოთ
თუკი მყარად გაქვთ გადაწყვეტილი ვალკნუტის ამულეტის მფლობელი გახდეთ,  მაშინ ეს ის შემთხვევაა, როცა მასთან ნაცნობობის დაწყება, მხოლოდ საკუთარი ხელით შექმნით იქნება შესაძლებელი. ეს საშუალებას მოგცემთ ბოლომდე გაიგოთ და შეიგრძნოთ ამ უძველესი სიმბოლოს გავლენა ცხოვრებაზე, მომართოთ თქვენი ენერგეტიკული არხები ნორდიკულ ენერგიაზე.
როგორც კი შეიგრძნობთ ამ ნიშნის მთელ ძალას, როდესაც თქვენი ხელით შექმნით ნებისმიერი ფორმით - იქნება ეს კედლის ნახატი, ხეზე ჭრა, ამოტვიფრული თუ ამოქარგული, შემდგომ უკვე სხვა ადამიანების მიერ შექმნილის გამოყენებაც შეგიძლიათ.
ამასთან, საჭირო აღარ იქნება მისი ენერგეტიკული წმენდა - სიმბოლოს ენერგეტიკა იმდენად ძლიერია, რომ თვითონვე ანადგურებს ნებისმიერ უცხო კვალს. სწორედ ამიტომ, ამ სიმბოლოს გამოსახულებით ამულეტის პოვნა ქუჩაში, ან თუნდაც კარის ზღურბლზე, არასოდეს მოგიტანთ რაიმე ნეგატიურს, მაგრამ შეიძლება ჩათვალოთ რაღაცის ნიშნად, ან ბედისწერის გზავნილად. თუკი გადაწყვეტთ ამ გამოცდის გავლას - თამამად აიღეთ ნაპოვნი, თუ ორჭოფობთ - გვერდი აუარეთ და გაიარეთ, მაგრამ იმასაც უნდა აცნობიერებდეთ, რომ ეს თქვენი მხრიდან შეიძლება ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა იყოს, და ახალი შანსი, ბედისწერის შეცვლის, შეიძლება აღარ განმეორდეს.
მთლიანობაში, ვალკნუტი, ეს საკმაოდ წინააღმდეგობრივი, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად უძლიერესი სიმბოლოა, რომელსაც გააჩნია, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები. ამიტომ, მისი გამოყენების წინ აუცილებლად აწონეთ ყველა „კი“ და „არა“. და, რაღა თქმა უნდა, ნუ გამოიყენებთ მას მხოლოდ იმის გამო, რომ ლამაზი და მიმზიდველია, ისე რომ მის არსს არ ჩაუღრმავდეთ.

/დამზადების და გამოყენების წესები იხილეთ მეორე ნაწილში https://runes.ge/news/23-valknut-2-.html /