ჩატვირთვა..

ჰუგინი და მუნინი

ავტორი: Reginlave
  • 1 499
ჰუგინი და მუნინი - ყორნების წყვილი სკანდინავიურ მითოლოგიაში, რომლებიც მთელი მიდგარდის (ადამიანთა სამყაროს) მასშტაბით დაფრინავენ და ოდინს უყვებიან ყველაფერს, რაც იქ ხდება.

ძველ-სკანდინავიურად Huginn ნიშნავს „ის, ვინც აზროვნებს“, ხოლო Muninn – „ის, ვისაც ახსოვს“ (ან „აზროვნება“ და „მეხსიერება“, შესაბამისად).

"ჰუგინი და მუნინი" გვხვდება XIII საუკუნის სკანდინავიის ისეთ ლიტერატურულ ძეგლებში, როგორებიცაა უფროსი და უმცროსი ედა, „დედამიწის სფერო“, ოლავ ტორდარსონის „მესამე გრამატიკული ტრაქტატი“, ასევე სკალდურ პოეზიაში.

ამ ნაწარმოებებში მათ აღწერენ, როგორც ოდინის მსახურ ყორნებს, რომლებიც ოდინის მხრებზე სხდებიან და აწვდიან ინფორმაციებს. „დედამიწის სფეროში“ გვიყვებიან, თუ როგორ დააჯილდოვა ოდინმა ისინი ლაპარაკის უნარით. 

ძველ-გერმანულ სიმბოლიკაში, ყორნის სიმბოლო, ფარული ცოდნის წყაროდ ითვლებოდა.