ჩატვირთვა..

ვიკინგური სვირინგები

ავტორი: Reginlave
  • 1 901
ვიკინგური სვირინგები

ვინაიდან პირად წერილებში ძალიან დიდი ინტერესი ჩანს ძველ-სკანდინავიურ ტატუირებაზე, გადავწყვიტეთ ცოტაოდენი ინფორმაცია მოგაწოდოთ კონკრეტულად ამ, ძალიან საინტერესო თემასთან, დაკავშირებით.

ვიკინგური სვირიგნები - მოკლედ მათთვიც, ვინც ლაკონურ ინფორმაციას ანიჭებს უპირატესობას:

1. ჰქონდათ თუ არა ვიკინგებს სვირინგები - არავინ არ იცის.
2. ისტორიული წყაროები გვამცნობენ „სხეულსზედა მოხატვის“ შესახებ ზოგიერთ ჩრდილოელ ხალხში, მაგრამ ისტორიკოსები დაზუსტებით ვერ ადგენენ, ლაპარაკია სვირინგზე თუ უბრალოდ საღებავით სხეულის მოხატვაზე. 
3. ყველა თანამედროვე სკანდინავიური სვირინგი - ეს მხოლოდ და მხოლოდ სტილიზაციაა ძველი ჩრდილოელების უზორების და სიმბოლოების.
4. ამ უზორების და სიმბოლოების ძირითადი წყაროები - არის არქეოლოგიური აღმოჩენები და უძველესი არქიტექტურული ძეგლები.
5. ყველა ინფორმაცია სკანდინავიური სვირინგების თემაზე - მხოლოდ სხვადასხვა ავტორების ვარაუდებია. სინამდვილეში, არავის აქვს წვდომა იმ ინფორმაციაზე, რომელიც დანამდვილებით გადმოგვცემდა სიმართლეს.

(შენიშვნა: უზორი - არის ერთი გამოსახულება, ორნამენტი - უზორის გამეორება გამოსახულებაში).

ატარებდნენ თუ არა ვიკინგები სვირინგებს - ამ შეკითხვას პასუხი რომ გავცეთ, უნდა ჩავიძიროთ შუასაუკუნეების ისტორიაში. ვინაიდან, როგორც უკვე აღვნიშნე ზემოთ, ამასთან დაკავშირებით არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია, შესაბამისად, ყველა რჩევა, მის სწორად თუ არასწორად გამოყენებაზე, ისეთივე ვარაუდებია, როგორც თვითონ ტატუირება. აქ ლაპარაკია კონკრეტულ სიმბოლოებზე და ორნამენტებზე, მაგ; «Freinheim» (XVI - XVII ს.ს.) ან «Vegvisir» (1860 წ.) , და არა რუნებზე, რომლის ამოსვირინგების შემთხვევაში კონკრეტული მიმართულების მიცემა ხდება. ვერავინ ვერ გეტყვით, როგორ სვირინგებს ატარებდნენ ვიკინგები და რა მნიშვნელობას ატარებდნენ ეს სვირინგები, ვინაიდან ამასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ არსებობს. ერთადერთი ისტორიული წყარო, სადაც ნახსენებია მსგავსი რამ, მე-10-ის საუკუნის არაბი მწერლის და მოგზაურის, იბნ ფადლანის ჩანაწერებია, სადაც მოგზაური ამბობს: „..და ფეხის ფრჩხილიდან დაწყებული კისრამდე, მისი სხეული ხეებით იყო დაფარული, გამოსახულებებით და სხვა ამდაგვარი.“

მოგზაური წერს, რომ ჩრდილოელი ხალხის სხეული დაფარული იყო გამოსახულებებით, მაგრამ არ აკონკრეტებს, ეს იყო სვირინგი, თუ უბრალოდ საღებავით მოხატული ორნამენტი, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო როგორც მათი პროფესიული, ასევე წარმომავლობის ან საბრძოლო სიმბოლო. ის მხოლოდ ახსენებს გამოსახულელებს და არაფერს მეტს. არაბული ტექსტების არასწორი თარგმნის და ინტერპრეტაციის გამო წარმოიშვა ის ვარაუდები, რომლებიც დღეს ვიკინგურ სვირინგებად არის ცნობილი.

ეს რაც შეეხება ძველ-სკანდინავიურ უზორებს და სიმბოლოებს, სადაც არანაირი ინფორმაცია არ მოიპოვება, თუმცა რუნების და მათი ფორმულების ამოსვირინგება, რომლებსაც ძალიან კონკრეტული დატვირთვა გააჩნია, კარგად დაფიქრებას მოითხოვს, მითუმეტეს როცა მათ მუდმივობის სახეს ვაძლევთ. ასევეა სხვა ნებისმიერი მაგიური სიმბოლო, რომლის დატანასაც სხეულზე, შეუძლია ადამიანის ცხოვრების მიმართულება რადიკალურად შეცვალოს. 
ჩვენ მხოლოდ ინფორმაციის სახით გაწვდით, რჩევების და მითითებების გარეშე, ვინაიდან ადამიანი თავისუფალია არჩევანში და მისი გადასაწყვეტია, რას გამოისახავს საკუთარ სხეულზე.