ჩატვირთვა..

ოგამი

ავტორი: Reginlave
  • 1 138
დრუიდების მაგიური ანბანი. ოგამი

ოგამი - ძველი კელტური და პიკტური დამწერლობაა, რომელსაც ირლანდიის და ბრიტანეთის ტერიტორიაზე იყენებდნენ IV – X საუკუნეებში, წერს ვიკიპედია. ამ დამწერლობას დრუიდები ძირითადად მაგიური მიზნებისთვის იყენებდნენ. მიზანი - სიტუაციების და მოვლენების ცვლილება.

ეს ხდებოდა ამ ფორმით: იქმნებოდა სპეციალური საკურთხეველი, მაგალითად ქვის. საკურთხეველზე იხატებოდა სამყაროს აგებულების მოდელი, ვთქვათ, სამი წრისგან შემდგარი. ეს წრეები წარმოადგენდნენ სამ სამყაროს: ქვესკნელს, ჩვენს განსხეულებულ სამყაროს და ზესკნელს. ამასთან დაკავშირებით არსებობს ზოგიერთი დეტალი, რომლებზეც ამჯერად ყურადღების გამახვილება არ ღირს, ვინაიდან მხოლოდ ალფავიტს ვეხებით.

მეორე ნაწილი „ბალეტა“ - ოგამური ალფავიტია, გამოსახული პატარა ყლორტებით, ტოტებით. ეს ყლორტები სხვადასხვა ჯიშის ხისგან კეთდებოდა. თვითონ ეს ხეები კი გარკვეული ენერგიის მატარებლები იყვნენ, რომლის ვიბრაციებიც შესაბამისობაში მოდიოდნენ კონკრეტულ ბგერებთან, და რომლებიც, რამდენადაც ცნობილია, წარმოდგენია როგორც ასოები. ამ ასოებიდან თითოეული უკავშირდება სამყაროს ყოფიერების გარკვეულ ეტაპს და განასახიერებს გარკვეულ კანონზომიერებას. ეს კანონზომიერება ციკლურია და ასევე შეიძლება წარმოდგენილი იყოს, როგორც ეკლიპტიკა - ყველასთვის ცნობილი ზოდიაქოს ნიშნების სისტემა.

ასე რომ, თითოეული ხე წარმოადგენს გარკვეულ სპეციფიურ ზოდიაქოს, ყოველი მათგანი შეესაბამება გარკვეულ ზონას და თავის თავში ატარებს იმ ენერგიებს, რომელიც თანხვედრაშია ამ ზონასთან და ასტიმულირებს ამ ზონის სიტუაციებს, რომლებიც შეესაბამებიან მათ თავისი შინაარსით.

ყოველ ტოტზე გამოისახებოდა სიმბოლო, ოგამის ერთერთი „ასო“.

რატომ მუშაობდა ეს სისტემა? წარმოვიდგინოთ სპირალი, მისი ერთერთი რკალი. ერთი შეხედვით თითქოს წრე - ეს წრეა, ყველგან ერთი და იგივე ხაზი. მაგრამ თუ წრის შიგნით არის მოძრაობა - ის, რაღაცით მაინც უნდა იყოს განპირობებული. რკალის ყოველ წერტილზე აუცილებელია ახალი და თავის მხრივ ერთადერთი ძალდატანება, იმისთვის, რომ მოძრაობა გაგრძელდეს. რა თქმა უნდა, არსებობს ინერციის პრინციპიც, მაგრამ მხოლოდ ერთი ინერციით უსასრულო მოძრაობას ვერ უზრუნველყოფ. პირვანდელი იმპულსი, საწყისი ბიძგი - ეს საფუძველია, მასში ჩადებული პრინციპიც - ასევე საფუძველია. და აი ამგვარად, ეს წერტილები - ეს მოძრაობის მექანიზმია. შეიძლება ჩაითვალოს, რომ ოგამი - ამ წერტილების სისტემაა.

როგორ მუშაობდა ეს სისტემა: გარკვეულ დროს საკურთხეველზე (რომელიც შეიძლება ზოდიაქოს წრითაც ჩავანაცვლოთ), წრეებზე, კონკრეტულ წერტილებში ლაგდებოდა კონკრეტული ყლორტები (და კიდევ სხვა საგნები, მაგის შეხედულებისამებრ). ყლორტების, საგნების და წერტილების ამორჩევა, სად განეთავსებინათ ისინი - ხდებოდა მიზნიდან გამომდინარე.

ოგამი - როგორც უკვე ითქვა, ციკლური სისტემაა, ამიტომ ასოების განლაგება ხდებოდა მეტად მკაცრი წესით, ვინაიდან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, თითოეული მათგანი თავის თავში გარკვეულ ენერგიებს ატარებს.

რა ძალებია და რა წესრიგია ეს; ისინი შეესაბამებიან ყოფიერების ეტაპებს.

0. რასფორმირებული, დაშლილი, დანაწევრებული მდგომარეობა, არქეტიპების სამყარო, ტრანსკოდირება. ეს არის „ანნუნ“.
მცენარე: ფითრი.

1. განსხეულების მიზანი, მიზეზობრივი (კაუზალური) საფეხური, პოტენციალი სუფთა სახით, თესლი, თესლის ფორმირება.
მცენარე: ფიჭვი (ნაძვი, სოჭი, კედარი). 
გამოსახავენ ასო “A”-ს.
„კერნუნნოს“, უმაღლესი ღმერთი - ღმერთი ტყის და ცხოველების, „ის არის მსხვერპლიც და ამავე დროს მონადირეც“.

2. კვირტი, ჩანასახი, ვექტორი, მოძრაობის დაწყება მოცემული მიმართულებით.
მცენარე: არყის ხე. 
გამოსახავენ ასო „B”-ს.
„მაბონ“ – „ახალგაზრდა“, ღვთაება, უკავშირდება ჰაერის სტიქიას. (აქ სტიქიების განხილვა არ ღირს იმ ტრადიციული თვალსაზრისით, როგორადაც დღეს წარმოუდგენიათ იაპონური გაგებიდან გამომდინარე, ვინაიდან აქ ლაპარაკია კონკრეტულად სტიქიურ სულებზე, და არა პრინციპებზე, რომლებიც ასე თუ ისე ვლინდებიან ადამიანებში).

3. ზონას სიმბოლიზირებს ქალღმერთი, რომელმაც გადაცურა ორი -ჩვენი და მიღმა სამყაროების გამყოფი ტბა. თავისი ნავით მას ჩვენს სამყაროში გადმოჰყავს ყველა, ვისაც ან რასაც დაბადება უწერია.
მცენარე: როუანი. 
გამოსახავენ ასო „L”-ს.
„მატს“ - ქალღმერთი. უკავშირდება სტიქია „ჰაერს“, „ცას“. (თხებს და ცხვრებს -მაკეობის პერიოდი აქვთ, ზამთრის მერე ისევ ჩნდება რძე, ესე იგი კარაქიც, ყველიც, ხორციც...)

4. თავისუფალი მოძრაობა და უსისტემო აღქმა, განაცხადი საკუთარი არსებობის, ყოფის და აქტიური ნებაყოფლობა, რომელიც ამავე დროს თავად მიზანია.
მცენარე: მურყანი (თხმელა). 
გამოსახავენ ასო „F” ან „V”-ს.
„ბრან“. ცეცხლოვანი ღმერთი.

5. მიწის ძღვენი და ბუნების ძალები მთელი სისავსით და სრულყოფილებით. გარე სამყაროს ფაქიზი, სენსიტიური აღქმა, დაჭერის და შესრუტვის უნარი. ადეკვატური გარემოს შექმნა არაცნობიერ დონეზეც კი. ინტუიტიური აღქმა.
მცენარე: ტირიფი. 
გამოსახავენ ასო „S”-ს.
„ეპონა“ - თეთრი რაში. ქალღმერთი, უკავშირდება წყლის სტიქიას.

6. ძალა. გარეგანი ინდივიდუალურობის გამოვლინება, რაზეც დაფუძნებულია ძალა. ჩვენი „მე“, პიროვნულობა.
მცენარე: ასკილი. 
გამოსახავენ ასო „U”-ს ან „W”-ს.
ღმერთი „ბლოდდვედ“. ჰაერის სტიქია.

7. უნარების სისტემა, სწავლება. ინსპირაციული გარღვევა. ცოდნის აკუმულირება, რომელსაც გაცნობიერებისკენ მივყავართ, ან გაცნობიერება, რომელსაც ცოდნის აკუმულირებისკენ მივყავართ.
მცენარე: იფანი. 
გამოსახავენ ასო „N”-ს.
ღმერთი „გვიდიონ“. ჰაერის სტიქია.

8. მომწიფება, სიხარული, „სრულწლოვანება“, გაფურჩქვნის პერიოდი, არჩევანის თავისუფლება, პარტნიორის არჩევა. აკრძალვების მოხსნა/ნახირის მინდორში გახიზვნა...
მცენარე: კურდღლისცოცხა (ლათ.Genista ). 
გამოსახავენ ასო „O”-ს.
ღმერთი „ლლეუ ლლო გიფს“ (მდელო). ცეცხლის სტიქია.

9. წინააღმდეგობის გადალახვა, თვითრეალიზაცია. ქორწინება.
მცენარე: კუნელი. 
გამოსახავენ ასო „H”-ს.
ღმერთი „რიანნონ“. ცეცხლის სტიქია.

10. თვითდამკვიდრება, მყარი ცხოვრებისეული პოზიცია, დაფუძნებული ურთიერთკავშირზე. სრულყოფილება ქმედებებში. გენეტიკური ინფორმაციის გადაცემა, „ზედას“ და „ქვედას“ ურთიერთკავშირი სწორედ ამ - „აალებული კარი“-ს ზონაშია. „კანონიერი მემკვიდრე“. მამაკაცური პოტენცია.
მცენარე: მუხა. 
გამოსახავენ ასო „D”-ს.
ღმერთი „ბელინუს, ბელ“. ცეცხლის სტიქია.

11. სიღრმეები. ქვეცნობიერი, დაფარული, „ხიდის ბნელ მხარეს გადასვლა სასიცოცხლო ნაკადის მეშვეობით“. „ბასტარდი“. ყოფიერების ბნელი მხარეების გაცნობიერება, ყურადღება შინაგან პრობლემებზე.
მცენარე: ბაძგი (ლათ. Ilex). 
გამოსახავენ ასო „T”-ს.
ღმერთი „კუ ჩულაინ“ (ან კუჰულინ). ცეცხლის სტიქია.

12. ღმერთების საჩუქარი - პოეზია და წინასწარმეტყველება. სიღრმისეული ცოდნის მიღება გარედან. შემოქმედებითი ცნობიერება. სინრძნე და უნარი ცხოველების და ფრინველების ენის აღქმის - ანუ, გაგება არა მარტო საკუთარი თავის, არამედ გარემოსიც, სამყაროსთან შერწყმა. ემპათია. ამაშია დაცვა.
მცენარე: თხილი. 
გამოსახავენ ასო „C”-ს ან „K”-ს.
ღმერთი „ბრენვენ“ (მონროს მიხედვით, თუმცა ამ სახელში, ისევე, როგორც „კუჰულინის“ შემთხვევაში, ინფორმაციის ნაკლებობის გამო უზუსტობაა). წყლის სტიქია.

13. მოსავალი, რეალური ნაყოფი ქმედების თუ უმოქმედობის. „ხორბლის დღესასწაული“. ქალური პოტენცია. გულუხვობა, სისავსე, სრულყოფილება, ბუნებრივობა. ნიჭი, ფლობა. 
მცენარე: ურთხელი (მოგვიანებით სისტემა შეიკვეცა, ურთხელი გაქრა, ისევე როგორც სხვა ბევრი მცენარე ამ სისტემიდან, ზოგან კი ურთხელმა მორიელის ზონაში გადაინაცვლა, სადაც სასაფლაოების მცენარე გახდა).
გამოსახავენ ასო „I” ან „Y”-ს.
ღმერთი „სამჰან“ - მონროს მიხედვით. მიწის სტიქია.

14. დედობა, ქალური საწყისი, ჯანმრთელი ინსტინქტი, სიცოცხლისუნარიანობა, ნაყოფიერება, თავგანწირვა, თანაგრძნობა, გენეტიკური ინფორმაციის გაცემა, სიმწიფე, ვალდებულება, პასუხისმგებლობა.
მცენარე: ვაშლი.
გამოსახავენ ასო „Q”-ს.
ღმერთი „კერრიდვენ“. წყლის სტიქია. 

15. ექსტაზი, გონების განათება, გარდასახვა, ყოფიერების არსში წვდომა შეგრძნებების დონეზე. დაძაბულობის მოხსნა. სურვილები თანხვედრაში არიან შესაძლებლობებთან. გაძლება და გათავისუფლება. კრისტალიზაცია. ნაყოფმა შეისრუტა მზის და მთვარის ენერგია და დამწიფდა, განიცადა ტრანფორმაციის პროცესი და იქცა ცხოვრების ოქროსფერ, ალისფერ და ფირუზისფერ ღვინოდ - ჰაომად, სომად (ძვ. ღვთიური სასმელი).
მცენარე: ვაზი (ადრე იყო მაყვალი).
გამოსახავენ ასო „M”-ს.
ქალღმერთი „ბრიგანტია“ (სხვა ტრადიციაში დიონისე). წყლის სტიქია.

16. ძალაუფლება. ძალაუფლება იმის, იყო თუ არ იყო. სარკე, ნიჟარა, ზღვა... სტიქიებზე კონტროლი შინაგანი ბალანსის მეშვეობით, ან უკონტროლო სტიქიური ძალა, ქაოსი და უფსკრული. ქარიბდა (ზღვის ურჩხული). მზის ჩასვლა, დროის სვლის და არამდგრადობის არსის გაცნობიერება (ამ ზონაში ბევრი თვითმკვლელია).
მცენარე: ვერხვი.
გამოსახავენ ასო „E”-ს.
ღმერთი „ლლირ, ლლერ არ მანანნან“. წყლის სტიქია.

17. სიტყვის მნიშვნელობა, აზრფორმის შექმნა. ვერბალური მაგია. სიტყვები, ფოთლებივით ეხვევიან ტოტებს და მათთან ერთად ისწრაფვიან ზემოთ, მიზნისკენ. ასე იქმნება ახალი მდგრადობა და აღმასვლის სისტემა...
მცენარე: სურო.
გამოსახავენ ასო „J” ან „G”-ს.
ღმერთი „ოგმა“. მიწის სტიქია.

18. „არიანროდის წრეზე მბრუნავი კარი“, რომელსაც მივყავართ განცხრომის და თავდავიწყების სამყაროში, სადაც დრო არ არსებობს. ნაპრალი სამყაროებს შორის. ძიება მარადისობის, ძიება ჩაკეტილი წრიდან გამოსვლის. ფარდების ჩამოხევა. დაძლევა (ცხვრების და ძროხების უკან, ბეღელში შეყრა).
მცენარე: ლერწამი (ლერწამი იგივდებოდა ხესთან, თავისი ძლიერი ფესვების გამო და ეწოდებოდა „ფარული დრიადა“).
გამოსახავენ ასო „NG”-ს (ჟ) ან „P”-ს.
ქალღმერთი „არიანროდ“. უკავშირდება ჰაერს და ქარს.

19. დამოუკიდებლობა და თავისუფლება. იმას არ წარმოადგენს, რასაც ელოდები. მიღმა სამყაროდან დაბრუნება, სიკვდილის გადალახვა, სიკვდილის შეცნობა. თვითგანვითარება, საკუთარი თავის სრულყოფა. ასაკგარეშე მდგომარეობა, საკუთარ თავში ყველა ფორმის შერწყმა. თვითკმარობა. შიშზე გამარჯვება.
მცენარე: კვრინჩხი (ეკლიანი ბუჩქი).
გამოსახავენ ასო „ST”-ს ან „Z”-ს.
ღმერთი „ტალიესინ“. მიწის სტიქია.

20. შედეგების დაჯამება და ცნობიერი ბუნებრივი წასვლა. „გასანადგურებელი ოქროს სვეტი“. რასფორმირება. მიღმა ცნობიერება. ცნობიერების სიგლუვე, მატერიისგან გათავისუფლება, ტრანსფორმაცია.
მცენარე: შავი ანწლი.
გამოსახავენ ასო „R”-ს.
ღმერთი „მორრიგან“. მიწის სტიქია.

ლეგენდის მიხედვით ეს ალფავიტი ადამიანებს მოუტანა ღმერთმა ოგმა.
თუკი თითოეულ ასო-ზონას შესაბამისად დავალაგებთ ეკლიპტიკაზე (არა თანმიმდევრობით, არამედ სისტემურად), გამოჩნდება, რომ ზონა არც 20-ია და არც 21, არამედ 28 - მთვარის ციკლის რიცხვი. რიცხვი 20 კი მთვარის შესატყვისია ნუმეროლოგიით. ასევე გამოჩნდება სტიქიების განაწილება წრეზე. ამ ფორმით ეს სისტემა მოიცავს, როგორც მზის, ასევე მთვარის ციკლსაც ერთდროულად.