ჩატვირთვა..

«Freinheim» & «Vegvisir»

ავტორი: Reginlave
  • 2 168
«Freinheim» - იგივე Ægishjalmur აგისჰიალმი/აგიშჰიალმური (სურ. 1), ცნობილია როგორც ძველ-სკანდინავიური სიმბოლო, რომელსაც ვიკინგები მუზარადზე, ფარზე ან შუბლზე იხატავდნენ და რომელიც შიშის ზარს სცემდა მტერს. მას, გადმოცემის მიხედვით, ძირითადად ბრძოლის დროს ან არაკეთილმოსურნე ადამიანთან შეხვედრის დროს იყენებდნენ.

თუმცა, ეს სიმბოლო პირველად და ერთადერთხელ გვხვდება XVI - XVII ს.ს.-ში (ანუ, ვიკინგების ისტორიიდან 6-7 საუკუნით გვიან) ისლანდიურ მაგიურ წიგნში «Galdrabók» და წარმოადგენს განდრსტავს («Galdrastafir»), ანუ რამოდენიმე რუნისგან შემდგარ სიმბოლოს, ან უბრალოდ დაცვას. მისი სახელი წარმოიშვა ძველ-ისლანდიური სიტყვებისგან: «Ægis» - შიში, ან უფრო შემზარავი შიში და «Hjálmur» ან «Hjálmr» - მუზარადი, ან საჭე, შტურვალი.
«Freinheim»-ი ხშირად ეშლებათ ძველ-ისლანდიურ სიმბოლოში «Vegvisir» (ვეგვიზირ, სურ. 2), რომელიც სიმბოლურად ნიშნავდა "კომპასს", ანუ ეს თილისმა სახლიდან შორს წასულ ან მოგზაურ ადამიანს ეხმარებოდა არ აცდენოდა თავის გზას და მშვიდობით დაბრუნებულიყო უკან. «Vegvisir» - ის აღწერაში ნათქვამია: "არც შტორმში, არც ნისლში, გზიდან არ გადაუხვევს ამ თილისმის მატარებელი".

ისევე როგორც «Freinheim»-ზე, «Vegvisir»-ზეც მხოლოდ ერთადერთი წყარო არსებობს, 1860 წელს გეირ ფერგიუსონის მიერ შექმნილ მონუსკრიპში, სახელით «Huld Manuscript of Galdrastafir Witchcraft Magic Symbols and Runes».