ჩატვირთვა..

 Nauthis ( n ) ნაუტიზ



ნაუტიზი ითარგმნება, როგორც საჭიროება (ინგ. Need). აქ მნიშვნელოვანია იმის გაგება, რომ მართალია თანამედროვე ადამიანის გადმოსახედიდან, მთელი სკანდინავიური ცხოვრება შეიძლება ამ ერთი სიტყვით აღწერო, ამ რუნის მოქმედებას მაინც ვერ ჩავსვამთ მოცემულ ჩარჩოში. ამ შემთხვევაში იგულისხმება უფრო იძულება, ძალდატანება, თავისუფალი არჩევანის შეზღუდვა, ვიდრე გაჭირვება.


აღწერა



ამ რუნის არსს უფრო ღრმად რომ ჩავწვდეთ, ის შეიძლება შევადაროთ ტრელის ბორკილებს (შენიშვ; ტრელი - შებოჭილი, თავისუფლება შეზღუდული ადამიანი, მონა; ოღონდ მისი „ბატონი“ არა სხვა ადამიანი, არამედ მისივე საკუთარი გონებაა). ბორკილები მას საშუალებას არ აძლევენ არჩევანი გააკეთოს, თავს ვერ აღწევს მათ და პირველ რიგში მის თავისუფლებას ზღუდავენ. ნაუტიზს ასევე წინასწარმეტყველ ნორნებს უკავშირებენ, ანუ ბრმა ბედისწერის იდეას, რომლის მიხედვითაც ადამიანის ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენები წინასწარ არის განსაზღვრული - ერთი სიტყვით ბედისწერას.


მანტიკური და მაგიური მნიშვნელობები



მანტიკაში ნაუტიზი იხსნება, როგორც გაუთვალისწინებელი (ძნელად გასათვლელი) მოვლენების წარმოშობა, სიტუაციის შეცვლის შეუძლებლობა, მოქმედების იძულება, ბედისწერა, თავისუფლების შეზღუდვა. ასევე შეიძლება ნიშნავდეს კავშირს ნორნებთან.

ნაუტიზის მაგიაში გამოყენებისას ხდება უშუალო კავშირის დამყარება ნორნებთან, მიმართვა. მისი მეშვეობით შესაძლებელია ნორნებს სთხოვოთ „ბედის ძაფების მოჭიმვა“ (დახმარება იმ სიტუაციაში, სადაც შეუძლებელია რაიმეს ცვლილება, სადაც მკაცრი ჩარჩოებია), ან მათი ოდნავ შემსუბუქება (გაექცე გარდუვალობას, მოიხსნა ბორკილები, აირიდო ნაუტიზის გავლენა), ან კიდევ მთლიანად გაწყვეტა... მაგრამ, აუცილებელია ბოლომდე გააცნობიეროთ ნაუტიზის მოქმედების სერიოზულობა. ნორნებს არ სჩვევიათ თანაგრძნობა ან ქველმოქმედება. როგორც ბალანსის მუდმივი კანონის განსახიერებები, ისინი ამისთვის შესაბამის საფასურს მოითხოვენ.

Сначала зайдите на смотреть фильмы, а потом обязательно зайдите посмотрите фильмы онлайн это стоит того