ჩატვირთვა..

რუნული წმენდა „მზე“

ავტორი: Amateo
  • 1 459


რუნული წმენდა „მზე“  
 გთხოვთ, წაიკითხეთ ბოლომდე!
 ფორმულა არ არის ახალბედებისთვის, ამიტომ პირველ რიგში გაეცანით რუნებთან მუშაობის საბაზისო დონეს, ისეთი კითხვები (მაგ. რას ნიშნავს საკუთარი თავის იდენტიფიცირება, როგორ დავიტანოთ და ა.შ) რაზეც პოსტები და სტატიები წერია, დარჩება პასუხგაუცემელი.
 კვეორტი (ნორტუმბრიული რიგი) - 12 ცალი, წმინდავს ნეგატივისგან, თვალისგან, ნეგატიური ზეგავლენების შედეგად წარმოქმნილ ბლოკებს, წყევლისგან და სხვა ნეგატიური მაგიური ზეგავლენებისგან, ყველა დონეზე.
 ჰალაგაზი 3 ცალი + ტურისაზი - ვანგრევთ ყველანაირ ნეგატიურ ზეგავლენას.
 (ყველა რუნა იწერება ცალცალკე, ზუსტად იმ რაოდენობით რაც მითითებულია).
 დატანა ხდება ფურცელზე ან ფოტოზე, სადაც მოვახდენთ საკუთარი თავის იდენტიფიცირებას (მონაცემები და ა.შ.). წმენდა ეხება მხოლოდ ადამიანს და არა სახლს, ბიზნესს და სხვა მსგავსი.
 წმენდები გრძელდება შეხედულებისამებრ 3 დღიდან 9 დღემდე, გადამეტებული წმენდა იწყებს დაზიანებას. დააკვირდით შეგრძნებებს და გარემოებას, როდესაც დარწმუნდებით რომ შედეგი მიიღეთ, აუქმებთ ფორმულას.
 წმენდის პერიოდში შესაძლებელია ძლიერი თავის ტკივილები, უძილობა ან პირიქით გადამეტებული ძილიანობა, მადის მოზღვავება ან უმადობა, სხეულის სხვადასხვა არეში ტკივილები. ეს ყველაფერი გადის წმენდის დასრულების თანავე.
 აქტივაცია შეხედულებისამებრ (სულის შებერვით, ცეცხლის სტიქიით და ა.შ)
 აქტივაციის ტექსტის მაგალითი: (შეგიძლიათ მოარგოთ თქვენ მდგომარეობას/სიტუაციას)
 „რუნების ძალით, ეს რუნული ფორმულა მწმინდავს მე (სახელი, გვარი) ნეგატივისგან, თვალისგან, წყევლისგან, შავმაგიური ზეგავლენებისგან ჩემთვის ცნობილი და უცნობი წყაროებიდან, წვავს ყველანაირ ბლოკებს, რომელიც წარმოიქმნა ნეგატიური ზეგავლენისგან, თვალისგან, წყევლისგან და მაგიური ზემოქმედებებისგან. ეს რუნული ფორმულა მუშაობს ჩემი და ჩემი ახლობლების ჯანმრთლობის, ფიზიკური და ფსიქიკური ზიანის გარეშე. ეს რუნული ფორმულა აქტიურდება (აქტივაციის მეთოდი) და მყისიერად იწყებს მუშაობას გააქტიურების მომენტიდან და შეწყვეტს მუშაობას როდესაც მე მას (დეაქტივაციის მეთოდი). დაე იყოს ასე!“
 გთხოვთ, კარგად დააკვირდეთ შეძლებთ თუ არა ფორმულის გააქტიურებას და მის კონტროლს, გაითვალისწინეთ, შეცდომა არ გათავისუფლებთ პასუხისმგებლობისგან და შედეგებისგან.