ჩატვირთვა..

 Mannaz (m) მანაზ



მანაზი ითარგმნება, როგორც ადამიანი.


აღწერა



ამ შემთხვევაში ადამიანი განიხილება, როგორც არსება, რომელსაც შეუძლია სხვა არსებების მოთვინიერება იმისთვის, რომ მას ემსახურონ. შემთხვევით არ არის, რომ ევაზი და მანაზის გამოსახულებები ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. უფრო გლობალურად მანაზი - ადამიანია, როგორც სულის მდგომარეობა, პიროვნება, ინდივიდი, ეგო. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ რუნა მანაზს რაღაც დონეზე მსგავსება აქვს რუნა ალგიზთან, შორეული, თუმცა საინტერესო („მეფე სულებს შორის“, ფიქრები გვირგვინზე). ღმერთების მფარველობის ქვეშ ყოფნა ადამიანის პრეროგატივაა. ალბათ ამიტომაც ისლანდიურ ვარიანტში, რუნა მადრი (იგივე მანაზი) ზუსტად ისევე იჭრება, როგორც რუნა ალგიზი.

მანტიკური და მაგიური მნიშვნელობები



მანტიკაში მანაზი შეიძლება უბრალოდ ადამიანის აღმნიშვნელი იყოს, ან ეგოიზმის, ინდივიდუალიზაციის და სხვაზე აღმატების მანიშნებელი.

მაგიაში მანაზი იმ ადამიანებს უფრო გამოადგებათ, ვისაც შეხება აქვს ევაზის ტიპის არსებებთან (ან ადამიანებთან). ასევე გამოიყენება მაშინ, როცა საჭირო ხდება გამოეყო მასას, განსაკუთრებულობა შეიძინო, ინდივიდუალიზმი გამოავლინო. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც ალგიზიც „გვირგვინის“ ასპექტში.

Сначала зайдите на смотреть фильмы, а потом обязательно зайдите посмотрите фильмы онлайн это стоит того