ჩატვირთვა..

 Laguz (l) ლაგუზ



ლაგუზი არის წყალი. ძველი სკანდინავებისთვის წყალი ალბათ მიწაზე მშობლიური იყო (ზოგი იბადებოდა კიდეც ზღვაში მოგზაურობისას). მათთვის ის იყო გადაადგილებისთვის ყველაზე კომფორტული და სწრაფი საშუალება, ვიდრე მთა-გორიანი და კლდოვანი რელიეფი, გამდიდრების წყარო ძარცვის საშუალებით ან რიფებზე დამსხვრეულ გემებზე მარადიორობით, ვიდრე ცხოველებზე ნადირობა, მოკლედ, წყალი მათთვის საარსებო წყარო იყო. ამ ასპექტში რუნა უკავშირდება ზღვის ღმერთ ნორდს, ვანების ოჯახიდან.


აღწერა



ზემოთ ჩამოთვლილი თავისებურებების გათვალისწინებით, ჩრდილოეთში წყალი მიწასავით მნიშვნელოვანი იყო. მხოლოდ, თუკი მიწას ახასიათებს ნაყოფიერება, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არასრულყოფილი იყოს, ის მაინც ადამიანზეა დამოკიდებული, რასაც ვერ ვიტყვით წყლიდან მოსულ საჩუქრებზე, რომელიც მხოლოდ გამართლების ამბავი იყო. არავინ არ იცის, რა აიძულებთ ზღვის ბინადრებს, ერთხელაც ადგნენ და დატოვონ ფიორდები, რის შედეგადაც ერთი პატარა სოფელი საკვების გარეშე დარჩება, სამაგიეროდ ყველამ იცის, როგორ დაამუშაოს მიწა და როგორ აიღოს მისგან მოსავალი. გარდა ამისა წყალი ძალიან მიზანმიმართული, უწყვეტი და უცვლელი დინებაა, რომელსაც შეუძლია ყველა ბარიერის გადალახვა. ლაგუზი უზარმაზარი ძალაა, თავისი ნაკადით ჯიუტად და დაჟინებით იკვლევს გზას ყველგან, სადაც სჭირდება და მხოლოდ ერთადერთი გზა არსებობს მისგან თავის დახსნის - გზიდან გაეცალო.

მანტიკური და მაგიური მნიშვნელობები



მანტიკაში ლაგუზი შეიძლება ნიშნავდეს ბედის საჩუქარს, შანსს (ანუ ქმედების საშუალებას და არა შედეგს), ან რაღაც დინებას, რომელსაც ვერ შეაჩერებ და ვერც უკან დააბრუნებ, აქედან გამომდინარე შეიძლება რჩევის სახით მიგანიშნებდეთ; ან გზიდან გადახვიდეთ ან დინებას მიჰყვეთ.

მაგიაში ლაგუზის გამოყენება შეიძლება, როგორც უზარმაზარი ძალა, რომელსაც შეუძლია ყველა ნაპრალში გაიაროს, ყველა ბარიერს გვერდი აუაროს ან გაარღვიოს, რომელსაც არაფრის არ ეშინია გარდა ყინულისა. მხოლოდ ისას შეუძლია ლაგუზის მიზნის მიღწევას ხელი შეუშალოს, გაყინოს. როგორ წესი, ამ ნაკადს იყენებენ უცხო ცნობიერებასთან სამუშაოდ, დამოუკიდებლად ეს რუნა გამოუდეგარია, ვინაიდან მისი შემჩნევა თითქმის შეუძლებელია, თუ არ იცი მისი არსებობის შესახებ. აზრები წყალივითაა, რომლებიც ისე შემოდიან თავში, რომ გაიძულებენ დაიჯერო, თითქოს ისინი შენ გეკუთვნიან. ლაგუზი იდეალურია ჰიპნოზისთვის და აზრის შთაგონებისთვის, ქვეცნობიერთან სამუშაოდ, თუმცა ამ ნაკადს ბევრად საინტერესო გამოყენებაც შეიძლება მოუძებნოთ.

Сначала зайдите на смотреть фильмы, а потом обязательно зайдите посмотрите фильмы онлайн это стоит того