ჩატვირთვა..

 Isa (i) ისა



ისა ითარგმნება, როგორც ყინული. ჩრდილოურ ტრადიციაში ის ერთერთი ძირითადი სტიქიაა. სამყარო შეიქმნა, როდესაც ნიფლჰეიმის ყინულოვანი და მუსპელჰეიმის ცეცხლოვანი ნაკადები გაერთიანდნენ და ერთ არსად იქცნენ. ყინულოვანს გოლიათების ერთერთ შტოსაც - ჰრიმ-ტურსებს უწოდებენ. ყინული ასევე ასოცირდება ჩრდილოეთის მხარესთან (ტერიტორიულად), ვინაიდან იქ გაცილებით მეტად ცივა, და იქიდან შესაძლებელია ყინულის დნობის ყურება.


აღწერა



ყინული - სრული სტაგნაცია, კრისტალიზაცია, აბსოლუტური სიმშვიდის და სიცარიელის მდგომარეობა, მედიტაციის ერთერთი უმაღლესი საფეხური. ასევე, ყინული სიმყარის მდგომარეობაა, გაქვავება. არსობრივად ისა ადამიანის ე.წ. შინაგან ბირთვს/ღერძს წარმოადგენს, მისი ნების კარკასს, სიმტკიცეს, უშიშრობას, ყინულის სიმშვიდეს, ცივსისხლიოანობას. მისი სწორხაზოვანი გამოსახულება შემთხვევითი არაა, ის ჰგავს მიწაში ჩარჭობილ ბოძს, რომელსაც ვერ მოჭრი, ადგილიდან ვერ დაძრავ. ისა ასევე ნებისმიერი პროცესის გაჩერებაა.

მანტიკური და მაგიური მნიშვნელობები



მანტიკაში ისა შეიძლება ნიშნავდეს მოქმედების შეჩერებას, მუხრუჭს, განვითარების შეწყვეტას, სიმშვიდეს, ცივსისხლიანობას, ნებას, სივრცის ფორმირებას (რიტუალის დროს).

მაგიაში ისას გამოყენებისას ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო, ვინაიდან შეჩერებული პროცესის თავიდან დაძვრა ძალიან რთულია, რაც მხოლოდ ცეცხლს შეუძლია (ისევე, როგორც სამყაროს შექმნისას). ისას არსი პროცესის შეჩერებაა (რისი გამოყენებაც აქტიურად შეიძლება მკურნალობის დროს) ან რეზულტატის გაყინვა. თავისთავად ის გამოიყენება ყინულის მდგომარეობის მისაღწევად (სიმშვიდე, ცივსისხლიანობა, სიცარიელე). გაწელილ და უღიმღამო პროცესებში, სადაც დიდად არ მოგეთხოვებათ ინტელექტუალური დატვირთვა, ისა შესაძლებლობას გაძლევთ მოწყდეთ საქმეს და მისი მსვლელობა „ავტომატურზე“ გადართოთ.

Сначала зайдите на смотреть фильмы, а потом обязательно зайдите посмотрите фильмы онлайн это стоит того