ჩატვირთვა..

 Inguz (ng) ინგუზ



ინგუზი (ინგ) ზაფხულის ღმერთი, მიწის ნაყოფიერება და სექსუალური ენერგიაა - ღმერთი ფრეირი ვანების ოჯახიდან. ინგუზის სიმბოლო (რომბი), ჩრდილოეთიდან დაწყებული სამხრეთით დამთავრებული, თითქმის ყველა კულტურაში და ტრადიციაში შეგხვდებათ, როგორც ნაყოფიერების სიმბოლო.


აღწერა



წყალთან ერთად, მიწა არსებობის და სიმდიდრის უმნიშვნელოვანესი წყაროა. ინგუზი არის ზაფხული, სასიცოცხლო ძალების პიკის მომენტი, როდესაც მიწის ნაყოფიერება მაქსიმუმს აღწევს. ფრეირისთვის სხვა დამახასიათებელი თვისებები ამ რუნას არ უკავშირდებიან.

მანტიკური და მაგიური მნიშვნელობები



მანტიკაში ინგუზი ფრეირისთან და ზოგადად ვანებთან კავშირზე მეტყველებს. ასევე მიანიშნებს მიწის ნაყოფიერებაზე, ზრდაზე, ან სიტუაციაზე, რომელიც განვითარების პიკზეა.

მაგიაში გამოიყენება „მოსავლის გაზრდისთვის“, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. მაგალითად, გაზარდო შემოსავალი, ან ბავშვების რაოდენობა ოჯახში. ბერკანას მსგავსად (ოღონდ მამაკაცებისთვის) ზრდის სექსუალურ ენერგიას და ამაღლებს ბავშვის ჩასახვის ალბათობას.

Сначала зайдите на смотреть фильмы, а потом обязательно зайдите посмотрите фильмы онлайн это стоит того