ჩატვირთვა..


 Hagalas (h) ჰაგალაზ



ჰაგალაზ ითარგმნება, როგორც სეტყვა. იმ დროინდელი ადამიანისთვის ერთერთი მთავარი საარსებო საშუალება - თესვა და მკა იყო. სეტყვა მათთვის დამანგრეველ ძალასთან ასოცირდებოდა, ვინაიდან ის მთელ მოსავალს უნადგურებდა და მიწასთან ასწორებდა. სეტყვის დამანგრეველი ძალა არც თანამედროვე ადამიანისთვისაა უცხო, ყოფილა შემთხვევები, როცა არა მხოლოდ მატერიალური ქონება გაუნადგურებია, არამედ ადამიანებიც შეუწირავს მსხვერპლად.


აღწერა



ჰაგალაზი - ეს გამანადგურებელი ძალაა, რომელიც გზად ყველაფერს ანადგურებს და მის ადგილზე მხოლოდ სიცარიელეს ტოვებს. მას არ აქვს შეცოდების უნარი, არ ირჩევს მიზანს, ყველაფერს ანადგურებს და ფერფლად აქცევს გადარჩევის გარეშე. თუმცა ჰაგალაზის შედარება ცეცხლთან არამართებული იქნება, ვინაიდან ჩრდილოეთში ცეცხლი (ადამიანების დახმარების გარეშე) ბევრად იშვიათად აყენებდა ხალხს ზიანს, ვიდრე ყინული. უფრო ადრეულ ეპოქაში, უფროსი ფუტარკის ფორმირებამდე, ჰაგალაზი სავარაუდოდ ისას ფუნქციებსაც ითავსებდა.

მანტიკური და მაგიური მნიშვნელობები



მანტიკაში ჰაგალაზი განიმარტება, როგორც წმენდა, მინდვრის მოსუფთავება ახალი საქმის დასაწყებად, განადგურებად „ახალი შანსი“ რომ მიიღო.

ძალიან ხშირად უცოდინრობით, ჰაგალაზს იღებენ, როგორც განადგურებისთვის იდეალურ საშუალებას, იმისთვის რომ მტერს უზარმაზარი ზიანი მიაყენო, ან თუნდაც სიკვდილამდე მიიყვანო. მაგრამ ეს სულაც არ არის ასე. მართალია ჰაგალაზს განადგურება მოაქვს, მაგრამ მას ფეხდაფეხ მოჰყვება ახალი ეტაპი, ყველაფრის ახლიდან აშენების შესაძლებლობა. ამიტომ, ამ რუნის გამოყენება ხშირად პოზიტიურ ასპექტში უფრო შეიძლება. გარდა ამისა, აუცილებლად გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ შეუძლებელია ჰაგალაზის დარტყმა მიმართო კონკრეტული სამიზნისკენ. სეტყვა არ არჩევს მინდვრის რა ნაწილი დასეტყვოს, და რომელი ხელუხლებელი დატოვოს. ის თუ წამოვა, გაანადგურებს ყველაფერს.

Сначала зайдите на смотреть фильмы, а потом обязательно зайдите посмотрите фильмы онлайн это стоит того