ჩატვირთვა..

 Gebo (g) გებო



გებო ითარგმნება, როგორც ძღვენი, საჩუქარი. ამ რუნის გასაგებად აუცილებელია სიტყვა „ძღვენის“ მნიშვნელობის დაზუსტება ჩრდილოური ტრადიციის მიხედვით. მის მნიშვნელობას კარგად ხსნის ფრაზა ედადან - „ძღვენზე პასუხს ელიან“. ნებისმიერი ძღვენი, ან საჩუქარი უნდა დაბრუნდეს. თუკი რამეს გაჩუქებენ, სანაცვლოდ შენც უნდა გასცე რაღაც, თუნდაც ეს უკანასკნელი პერანგი იყოს, ან არ უნდა მიიღო სხვისგანაც.


აღწერა



გებოს ქმედება - ჩუქებაა, თუმცა ტრადიციებს თუ გავითვალისწინებთ, მისი ძირითადი ფუნქცია - გაერთიანებაა. ძღვენების ურთიერთგაცვლა, როგორც წესი, შეხვედრის ბოლოს ხდებოდა (შეხვედრები და სტუმრობა კი იმ დროს საკმაოდ გრძელვადიანი გამოდიოდა, ხშირად თვე ან მეტიც, ვინაიდან ერთმანეთისგან ძალიან შორს ცხოვრობდნენ და არავინ იცოდა, შემდეგი ჯერი როდის დადგებოდა) და ითვლებოდა მეგობრობის დადასტურების, კარგი ურთიერთგანწყობის და ერთმანეთის ქმედებებით კმაყოფილების ნიშნად. ასევე გებოს ფუნქციაა - ჰარმონიზაცია, წონასწორობაში და ბალანსში მოყვანა. ხშირად სხვისთვის უსიამოვნებების და პრობლემების შექმნისას (თუნდაც ეს ნათესავის მკვლელობა ყოფილიყო) გასცემდნენ გამოსასყიდს - ფულის ან ქონების სახით, რაც არსობრივად ძღვენად ითვლება, რომელიც თითქოს-და ვალს ისტუმრებს, აბათილებს და ამით სიტუაცია წონასწორობაში მოჰყავს.


მანტიკური და მაგიური მნიშვნელობები



მანტიკაში გებო აიხსნება, როგორც შეხვედრა, ურთიერთობა, ახლო კავშირი (მეგობრული ან სასიყვარულო), ვინმესთან კონტაქტის დამყარება. ასევე ნიშნავს ჰარმონიზაციას, წონასწორობაში მოყვანას.

მაგიაში გებო გამოიყენება ურთიერთობების დასალაგებლად, მასში ჰარმონიის შესატანად, ვალის დასაბრუნებლად, სამართლიანობის აღსადგენად (პრინციპით „ვინც რას იმსახურებს“). ასევე შეიძლება პირდაპირი გაგებით საჩუქრის ან ძღვენის მისაღებად. ეს სიმბოლო თითქოს გვეუბნება „ეს ჩემი აღარ არის, ახლა ის შენ გეკუთვნის, დაე ჩვენ შორის მშვიდობა იყოს“.

Сначала зайдите на смотреть фильмы, а потом обязательно зайдите посмотрите фильмы онлайн это стоит того