ჩატვირთვა..


 Fehu (f) ფეჰუ



ფეჰუ ითარგმნება, როგორც პირუტყვი. აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდის სკანდინავიაში პირუტყვი ითვლებოდა უფრო საარსებო მინიმუმად, ვიდრე სიმდიდრის წყაროდ. ბევრად დიდი სიმდიდრე მოჰქონდა ვაჭრობას (თუმცა ექსპორტზე საკვები თითქმის არასოდეს გადიოდა) და ძარცვას.

აღწერა


აღწერა



ფეჰუ (ფეუ) იწყებს ფუტარკს და ეს კარნახობს მის ერთერთ ასპექტს - ახალი დასაწყისის პირველი ეტაპი, ჩასახვა. რუნა ფეუ-ს ხმოვანებაც კი როგორც სუნთქვა, ისე ჟღერს.
მეორე ასპექტი (რიგითობით და არა მნიშვნელობით) მოდის მისი პირველადი მნიშვნელობიდან - პირუტყვიდან. პირუტყვი მცირე რაოდენობით, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს საარსებო მინიმუმია - იმისთვის რომ ოჯახი გამოიკვებოს და გადარჩეს. გამომდინარე აქედან ფეჰუ, ეს ადამიანის ყველაზე პრიმიტიული მოთხოვნილებებია - კვება, გადარჩენა, იყოს უფრო დიდი და ძლიერი. დიდი რაოდენობით კი, უკვე სიმდიდრეა, ვაჭრობაც ხომ აქედან წამოვიდა, როდესაც ჭარბი საქონელი იცვლებოდა დეფიციტზე. მიუხედავად ამისა, ეს რუნა პირდაპირი გაგებით ფულს არ ნიშნავს და სხვაობა - ფულის ფლობას და საქონლის ფლობას შორის, ძალიან დიდია. ფეჰუს ასევე უკავშირებენ ვანებს, ნაყოფიერების ღმერთებს.


მანტიკური და მაგიური მნიშვნელობები



მანტიკაში ფეჰუ შეიძლება ახალი ეტაპის დაწყებას ნიშნავდეს; მინიმალური რესურსების მიღებას ახალი საქმის დასაწყებად; ვანებთან კავშირს.

ის ასევე გამოიყენება მაგიაში. ძირითადად იყენებენ რუნულ ფორმულას - გასამმაგებულ ფეჰუს, სადაც აღმასვლის რესურსი საარსებო მინიმუმის ჩარჩოებს სცდება. ფეჰუს გამოყენება შეიძლება იმ შემთხვევაშიც, როცა სიტუაციაში რაღაც სიახლის შეტანაა საჭირო, ან შეფერხებულ, გაყინულ საქმეს ბიძგი სჭირდება.


რუნა ფეჰუს გამოყენება ფორმულებში


1. Fehu, ინიციირებს ახალ მოძრაობას. ის იწყებს ახალ ციკლს, ახალ ეტაპს და საშუალებას აძლევს ამ ეტაპს იარსებოს. ის ამისთვის ქმნის ყველა პირობას. ამულეტი მისი გამოყენებით, ადამიანის ცხოვრებაში, ამ ეტაპის დაწყების საშუალებას იძლევა. რუნა Fehu - წყობაში პირველი უნდა იყოს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ახალი ეტაპისთვის მზად არის, და მისი „ამოქმედება“ შეუფერხებლად მოხდება, ესენია:
1.1. Fehu-Uruz-Othala-Dagaz.
1.2. Fehu-Ingwaz-Othala-Dagaz.
1.3. Fehu-Fehu-Fehu. ხშირად ამ წყობას სუფთა „ფინანსურ“ რეზულტატს მიაწერენ. ეს არ იქნება მართებული, ვინაიდან ეს წყობა ახალი ციკლის უდიდეს ინიციაციას იძლევა. აუცილებელი არ არის მხოლოდ ფინანსებს და სიმდიდრეს ეხებოდეს ეს. ის შეიძლება ეხებოდეს შემოქმედებას, საქმეს, ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას და ა.შ., სადაც ფული საერთოდ არაფერ შუაშია.
1.4. Fehu-Kenaz-Gebo-Sowilo. ახალი წამოწყებების ფორმულა, იდეების, პროექტების და შემოქმედებითი გეგმების რეალიზაცია.
1.5. Fehu-Uruz-Othala-Sowilo. წარმატება ბიზნესში, მოგების გაზრდა.
1.6. Algiz-Fehu-Algiz. ბიზნესის დაცვა.
2. აუცილებელია იმის გაცნობიერება, რომ ხშირად საჭიროა ძველი საკითხების მოგვარება იქამდე, სანამ ადამიანს, ამ რუნის საშუალებით, ახალ ორბიტაზე ხელოვნურად გავისვრით, ანუ ამით პრობლემას მაინც ვტოვებთ, ოღონდ ის უფრო ღრმად ილექება. ასეთ დროს ოპტიმალურია წყობაში პირველ ადგილზე რუნა Dagaz ჩავსვათ. მაგალითად:
2.1. Dagaz-Fehu-Uruz-Othala. სრულდება წინა ეტაპი და აქტიური მუშაობა იწყება ახალზე. აქ აქცენტი კეთდება იმაზე, რომ ადამიანი აქტიურად იწყებს მუშაობას საკუთარი და ოჯახის კეთილდღეობისთვის, წარმატებული კარიერისთვის და ა.შ. Uruz-ის გამოყენება ერთის მხრივ ძალას ჰმატებს მას, და მეორეს მხრივ აძლიერებს Fehu-ს, ანუ Fehu-სგან დეკლარირებულ ყველა გარე ხელის შემშლელ პირობებს აღმოფხვრის და ახალ ეტაპზე შეუფერხებლად გადაჰყავს ის.
2.2. Dagaz-Fehu-Ingwaz-Othala. ეს ფორმულა კარგ რეზულტატს იძლევა. ამულეტი მისი გამოყენებით ასრულებს ძველ ეტაპს და გზას ხსნის ახალი სიმაღლეების მისაღწევად პრინციპით - ადამიანი იღებს იმას, რაც მას ნამდვილად ესაჭიროება. მოქმედების სფერო არის კეთილდღეობა ოჯახში ყველა პლანზე. ეს შეიძლება იყოს ბავშვის დაბადებაც, შემოსავლის მიღებაც, სახლის კეთილმოწყობაც, ახალი სამსახურის დაწყება ან ხელფასის მომატებაც.
3. უნდა გვესმოდეს, რომ ხშირად ადამიანი სულაც არ არის მზად ახალი ეტაპისთვის. ამისთვის საჭიროა წყობაში პირველი ისეთი რუნა ჩავსვათ, რომელიც მას გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება. Fehu იქნება მეორე, ხოლო პირველი შეიძლება იყოს, მაგალითად: Tiwaz, Ingwaz ან Uruz. შეიძლება Dagaz-იც. ეს იქნება 2 პუნქტის დამუშავების მცდელობა, ანუ ჩვენ ჯერ „ვაგვარებთ“ ძველ საკითხებს, და მხოლოდ ამის შემდგომ გადავდივართ ახალზე. ამაში კარგი რეზულტატები აქვს როგორც Tiwaz-ს, ასევე Dagaz-ს. ფორმულები:
3.1. Tiwaz-Fehu-Лагуз. ადამიანი იძენს ძალას, სიმამაცეს და მდგრადობას და მზად არის დაიწყოს ახალი ეტაპი და მიზანმიმართულად მიჰყვეს მას ბოლომდე. მაგალითად, ამ წყობას სუსტი ქალიც კი შეუძლია შინაგანად მებრძოლ, მეომარ-ქალად აქციოს.
4. ძალიან საინტერესო ვარიანტი, თუკი რუნა Fehu-ს გამოვიყენებთ, როგორც რეზულტატის მიღების საშუალებას. ანუ, ჩვენ ვქმნით წყობას, სადაც ადამიანი ჯერ ასწორებს ძველ ხარვეზებს, ხდება გარდასახვა, როგორც მოვლენების, ასევე თავად მისი, და ვასრულებთ რუნა Fehu-თი, რომ ამ გარდასახვის შემდგომ ის ახალ ორბიტაზე გავიდეს. მნიშვნელობა არ აქვს, რისი წამოწყება სურს ახალ ეტაპზე. მთავარია რომ ახალი ეტაპი დაიწყოს, ვინაიდან ხშირად, როცა ადამიანი დგება სწორ გზაზე, ცდილობს და უნდა ძველი ცხოვრების შეცვლა, მაგრამ გარემო ისევ ძველი რჩება და მიუხედავად დიდი სურვილისა და მცდელობისა, ამის საშუალება არ ეძლევა, რის გამოც ისევ ძველ საფეხურზე რჩება. და ყველაფერი ისევ წრეში ბრუნვას იწყებს. ასეთ შემთხვევაში Isa-Thurisaz-Tiwaz-Fehu - ფორმულა საკმაოდ ქმედითუნარიანი იქნება „გზააბნეული ცხვრებისთვის“, მაგ; ალკოჰოლიკებისთვის და ნარკომანებისთვის.
5. Fehu-Berkano-Othala-Sowilo - ბავშვის და მშობიარე ქალის დაცვა. Fehu-Berkano-Othala-Dagaz - ორსულობის წარმატებით დასრულება.
6. Fehu-Othala-Berkano-Sowilo - ფინანსური და მატერიალური ზრდის სტაბილური ზრდა.
7. Ehwaz-Fehu. ბიძგი საქმეში. გზად შემხვედრი ბარიერების ნგრევა ახალი წამოწყების დროს, კედლის „გარღვევა“. საბოლოო წარმატების მისაღწევად შეგვიძლია Sowilo-ც დავუმატოთ.
8. მატერიალური კეთილდღეობა: Tiwaz-Algiz-Fehu-Othala-Fehu-Algiz-Tiwaz. ხოლო Tiwaz-Fehu-Algiz-Othala-Algiz-Fehu-Tiwaz - ოჯახის სიძლიერეა ფინანსურ პლანზე.
9. ციკლური წარმატება: პირველი ფორმულა - Sowilo-Sowilo-Fehu. ძველი მიღწევების და წარმატებების საფუძველზე ვიწყებთ ახალ პროცესს. მეორე - Fehu-Othala-Sowilo-Sowilo. და მისი დაწყებისთანავე მივიწევთ ახალი მიღწევებისკენ; და ასე ციკლურად. პირველი ფორმულა უნდა დაიდოთ მარცხენა ხელზე, მეორე - მარჯვენაზე. ცაციებისთვის პირიქით. სისტემა განკუთვნილია კონკრეტული წარმატების მისაღწევად, რომელსაც საფუძვლად ძველი წარმატებები უდევს. და ეს წარმატება შობს ახალ წარმატებას. მაგ; თუ საქმე ფინანსებს ეხება, ის იწყებს „ბრუნვას“, და მოაქვს კიდევ უფრო მეტი მოგება, მეტი წარმატება, რომელიც სულ უფრო და უფრო იზრდება.
10. Dagaz-Othala-Uruz-Fehu-Othala - ბინის/სახლის გაყიდვა, Dagaz-Raidho-Uruz-Fehu-Othala - ავტომობილის გაყიდვა.

Сначала зайдите на смотреть фильмы, а потом обязательно зайдите посмотрите фильмы онлайн это стоит того