ჩატვირთვა..

 Berkana (b) ბერკანა



ბერკანა არის არყის ხე. ჩრდილოურ ტრადიციაში არყის ხე ქალურობის განსახიერებად ითვლებოდა, გაზაფხულის სიმბოლოდ, როცა სასიცოცხლო ძალები იღვიძებენ.


აღწერა



ბერკანა მკვეთრად გამოხატული ქალური საწყისია. თვითონ რუნა გვაგონებს ორსული ქალის ფორმებს, რაც ყველაზე კარგად აღწერს ამ რუნის თვისებებს. ორსული ქალი პირველ რიგში სიცოცხლის და ნაყოფიერების სიმბოლოა, გვარის გაგრძელების და შენარჩუნების. გარდა ამისა, ის დედობრივი ინსტიქტია, რომელიც ბერკანას ყველა ასპექტს მოიცავს - შენახვა, შენარჩუნება, გაფრთხილება, ზრუნვა, გაზრდა, სიყვარულის გაცემა. ეს ქალურობის, ქალური სინაზის და ზრუნვის რუნაა.

მანტიკური და მაგიური მნიშვნელობები



მანტიკაში ბერკანა ნიშნავს რაღაცის ქალურ ხასიათს (საწყისს). ასევე ორსულობას, ან მშობიარობას.

მაგიაში ბერკანა ეხმარება ორსულობის პერიოდის მარტივად გადალახვას. ბერკანას ასევე იყენებენ ის ადამიანები, ვისაც აკლია სინაზე, ზრუნვა და სიყვარული. ის არბილებს ადამიანის ხასიათს, აღვიძებს გრძნობებს მასში, გრძნობებს აყენებს გონებაზე მაღლა (რაც ხშირად არც ისე სასიკეთოდ ბრუნდება). ბერკანა ადამიანს ეხმარება დეპრესიის ან ავადმყოფობის დროსაც, ასევე აჯილდოვებს ქალურობით და რომანტიულობით ადამიანებსაც და ურთიერთობებსაც. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მისი სიჭარბე შეიძლება ბევრად უარესი იყოს, ვიდრე მისი სრული უარყოფა.

Сначала зайдите на смотреть фильмы, а потом обязательно зайдите посмотрите фильмы онлайн это стоит того