ჩატვირთვა..

 Algiz (z) ალგიზ



ალგიზი ითარგმნება, როგორც ისლი ან ლოსი/ცხენირემი (უფსრო ზუსტად კი მისი რქები). ორივე გამოიყენება დაცვისთვის, ისლი თავს იცავს ბასრი ფოთლებით, ლოსი კი რქებით (არცერთი და არც მეორე თავდაცვის საშუალებას არ იყენებენ თავდასხმისთვის).


აღწერა



უფრო ხშირად, ალგიზს უწოდებენ დაცვის რუნას, მაგრამ მისი მნიშვნელობა უფრო ღრმაა. ალგიზი არის „იარლის (ერლის) გვირგვინი“, ისევე როგორც ლოსისთვის რქები და სამყაროს ხისთვის დატოტილი კენწერო. ის ასევე შეიძლება მიამსგავსოთ შამანის ტავსაბურს ჩრდილოურ ტრადიციაში ან გადაშლილ საჰასრარა ჩაკრას იოგურ ტრადიციაში. როდესაც შამანი აღწევდა უმაღლეს საფეხურს, ის გადიოდა მორიგ ინიციაციას და იღებდა რკინის გვირგვინს, რომელზეც ირმის რქები იყო გამოსახული (ჩვენს შემთხვევაში შეიძლება ლოსის). გვირგვინოსანი შამანი სულების სამყაროში ითვლებოდა ხანად (ჩვენს შემთხვევაში იარლად) და ღმერთების განსაკუთრებულ მფარველობას იმსახურებდა. იგივე ხდება იოგათანაც, რომელმაც თავისი ცნობიერება ყველა ჩაკრაზე გაატარა საჰასრარა ჩაკრამდე. ითვლება, რომ ეს ჩაკრა ათასი ფურცლისგან არის შემდგარი, რომლებიც მხოლოდ მაშინ იხსნებიან, როდესაც იოგი უმაღლეს საფეხურს აღწევს, რის შემდგომაც ისე ასხივებს, რომ მის წინაშე სხვა ყველა არსება ქედს იხრის. ჩრდილოურ ტრადიციაში უფრო მართებული იქნება, თუ ალგიზს „ღმერთების მფარველობას“ დავარქმევთ. ეს მფარველობა კი თავისმხრივ ერთგვარი გარანტიაა დაცვის და იღბლიანობის.


მანტიკური და მაგიური მნიშვნელობები



მანტიკაში ალგიზი, როგორც წესი, ითვლება რაღაც ქმედებაზე ღვთიურ კურთხევად, „დალოცვად“, მფარველობად.

მაგიაში მას იყენებენ კურთხევისთვის და დაცვისთვის.

Сначала зайдите на смотреть фильмы, а потом обязательно зайдите посмотрите фильмы онлайн это стоит того